ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის თანამშრომლები

ქეთევან ვაშაკიძე

პრეზიდენტი

ქეთევან ვაშაკიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ლექტორის, კონსულტანტისა და მენეჯერის თანამდებობებზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ქეთევანი კონსულტირებას უწევდა საქართველოს მთავრობას, მსოფლიო ბანკის ჯგუფს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ ოფისს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, იუნისეფს – ნიუ იორკსა და ბოლივიაში. ქეთევანს მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარებისა და პოლიტიკის ანალიტიკოსის მაგისტრის ხარისხი; იგი აგრეთვე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო და ედინბურგის უნივერსიტეტებში სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეოგრაფიაში. 1997 წლიდან ქეთევანი კითხულობს გეოგრაფიის, პოლიტიკის ანალიზისა და საერთაშორისო განვითარების კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქეთევანი ასევე არის Grant-Makers East Forum–ის (GEF) თავმჯდომარე. ეს ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ევრაზიაში ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. GEF–ის მიერ გამართულ ფორუმებზე რეგიონში აქტიურ ფონდებს საშუალება ეძლევათ, განიხილონ თავიანთი საგრანტო პროგრამების ეფექტურობა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და რეგიონში ახალ დონორთა აქტივობა წაახალისონ.

ელ-ფოსტა: kvashakidze@epfound.ge

ნინო ხურციძე

ვიცე პრეზიდენტი

ნინო ხურციძეს აქვს საერთაშორისო განვითარების სფეროში მუშაობის 10 წლის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს სამართლებრივ-ტექნიკურ დახმარებას ყოფილი სოციალისტური ქვეყნებისათვის, რაც მიზნად ისახავდა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის ხელშეწყობისათვის. ნინო ხურციძეს ასევე აქვს პროექტების მენეჯმენტის, სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ხანგრძლივი გამოცდილება, რომელიც მან შეიძინა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საჯარო დაწესებულებასთან თანამშრომლობის დროს. ბოლო წლების განმავლობაში, იგი მოღვაწეობდა საქართველოში კანონის უზენაესობის სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების საკითხებზე, უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში, ასევე კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

საქართველოში დაბრუნებამდე ნინო ხურციძე 12 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი მუშაობდა განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამერიკის იურისტთა ასოციაციაში, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრში, ასევე ადგილობრივი განვითარების ცენტრში. მას დამთავრებული აქვს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ასევე აქვს დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტის მმართველობის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი და კენტუკის უნივერსიტეტის პატერსონის სკოლის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის მაგისტრის ხარისხი. იგი ამჟამად არის ამერიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფილოსოფიის დოქტორის კანდიდატი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის მოწვეული პროფესორი.

ელ-ფოსტა: nkhurtsidze@epfound.ge

ზაალ ანჯაფარიძე

უფროსი პროგრამის მენეჯერი

ზაალ ანჯაფარიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში; 2004 წელს მიიღო მაგისტრის წოდება საქართველოს მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტში; ევრაზიის ფომდში მოსვლამდე, 2005 წელს, გაიარა ტრენინგი ჟურნალისტიკასა და საზოგადოებრივ ურთიერთობებში აშშ-ს პიარ – აკადემიასა და IRIS-ში. მუშაობდა სხვადასხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 1998-2005 წლებში იყო საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეთა მონაწილეობის მენეჯერი USAID-ის მიერ საქართველოში დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებში. ზაალი ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა ქართულ ბეჭდურ მედიაში და მუშაობს უცხოური გამოცემების ქართველ კორესპოდენტად. ზაალის ჰობია მოგზაურობა და მუსიკა.

ელ-ფოსტა: zanjaparidze@epfound.ge

ვიქტორ ბარამია

პროგრამის მენეჯერი

2008 წლის ნოემბერში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში მუშაობის დაწყებამდე ვიქტორი გახლდათ საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. ვიქტორი მუშაობდა კონსულტანტად რიგ პროექტებში, რომლებიც ხორციელდებოდა გაეროს განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორების მხარდაჭერით. მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის (ეგსდპ)და მისი შემდგომი შედეგების ანგარიშების მომზადებაში. იგი აგრეთვე მონაწილეობდა საქართველოს და თბილისის ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიშების, საქართველოს ჰუმანური განვითარების ანგარიშის მომზადებაში და სხვა. 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ვიქტორი მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვიქტორს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ელ-ფოსტა: vbaramia@epfound.ge

ვახტანგ კობალაძე

პროგრამის უფროსი მენეჯერი, ევროპული ინტეგრაციის პროგრამა

ვახტანგ კობალაძე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს 2010 წლის სექტემბერში შეურთდა. 2000 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა სხვადასხვა პროგრამებს ევრაზიის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში ამიერკავკასიაში და ფონდში „ღია საზოგადოება — საქართველო“. 2004 წ. მან მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვახტანგმა ასევე ინტენსიური სწავლება გაიარა პროექტების ციკლის მენეჯმენტში. მისი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალი საკითხები მოიცავდა ისეთ სფეროებს როგორებიცაა დემოკრატია და სახელმწიფო მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და სოციალურად დაუცველი ფენების მხარდაჭერა. თავისი კარიერის მანძილზე, ვახტანგმა თავისი წვლილი შეიტანა სხვადასხვა პროგრამის სტრატეგიის შემუშავებაში, ბევრი პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში და ხელმძღვანელობდა დიდი მოცულობის საპროექტო პორტფელებს, რომლებიც როგორც მცირე, ისე მრავლმილიონიოანი ინიციატივებისაგან შედგებოდა და ხორციელდებოდა როგორც საქართველოში, ისე მთელს ამიერკავკასიაში.

ელ-ფოსტა: vkobaladze@epfound.ge

თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე

პროგრამის მენეჯერი

თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდა სხვადასხვა იურიდიულ პოზიციებზე. Aამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ატლანტაში, იგი მუშაობდა Smith, Gamrel, Russell LLP -ს იურიდიულ ფირმაში, საერთაშორისო კორპორატიული სამართალის განყოფილებაში. თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე იურიდიულ კონსულტაციას უწევდა ამერიკულ და უცხოურ კომპანიებს აშშ-ში ბიზნესის წამოწყების საქმეში. ამ პოზიციაზე თამარი მუშაობდა კორპორაციული მმართველობის, საერთაშორისო ბიზნეს ოპერაციების, ინტელექტუალური საკუთრებისა და შრომითი კანონმდებლობის ზოგად საკითხებში.
საქართველოში თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე მუშაობდა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში აღმასრულებელი მენეჯერის თანამდებობაზე. იგი ასევე იყო შპს. მაგთიკომის იურიდიული კონსულტანტი.
თამარ მოსაშვილი-შევარდნაძემ წარჩინებით დაამთავრა ატლანტას ემორის უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხით. Mმან მიიღო ჟD-ს ხარისხი ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. თამარ მოსასშვილი-შევარდნაძე არის ჯორჯიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ელ-ფოსტა: tmosashvili@epfound.ge

ნინო ძოწენიძე

ორგანიზაციული განვითარების დირექტორი

ნინო ძოწენიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს კონსულტანტისა და ხელმძღვანელის 15 წლიან სტაჟს კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში კავკასიის რეგიონში (სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში). ქალბატონი ნინო ხელმძღვანელ პოზიციებზე მოღვაწეობდა როგორც კერძო ინდუსტრიულ სექტორში, ასევე ისეთ საგანმანათლებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებში რეგიონის მასშტაბით, როგორიც არის: სამოქალაქო განათლების პროექტი (CEP), აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა (AFP), ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI), ეუთო (OSCE) და ევროკომისიის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სააგენტო (TACIS-SMEDA). საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი მოღვაწეობდა აღმასრულებელ და საკონსულტაციო თანამდებობებზე შემდგომ კომპანიებში: Aim-Strategies, საკონსულტაციო ფირმა ნიუ–იორკში; Ketchum, NY – მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია ნიუ–იორკში; iCoach, NY – საკონსულტაციო ფირმა ნიუ-იორკში; და TOB mbH – კონსალტინგი, ბერლინი, გერმანია. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში მოსვლამდე ნინო ძოწენიძე იყო საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ორგანიზაციული განვითარების და ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი, და ამავდროულად – აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
2006-2008 წლებში ნინო ძოწენიძემ ნიუ-იორკში მიიღო New School-ის მაგისტრის ხარისხი მენეჯმნეტში. 2004 წელს მას მიენიჭა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში. იგი აგრეთვე, გახლავთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული და გავლილი აქვს სადოქტორო პროგრამის სხვადასხვა კურსი აღნიშნულ დისციპლინაში. ამასთანავე, ქ-ნ ნინოს გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული ტრენინგი ლიდერობაში, მენეჯმენტში, ფინანსებში, სახელმწიფო მმართველობაში, ბიზნესის განვითრებასა და პოლიტიკის შემუშავებაში, და პოლიტიკურ მენეჯმენტში.

ელ-ფოსტა: ndzotsenidze@epfound.ge

მარიამ ქობალია

პროგრამის მენეჯერი

მარიამ ქობალია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან 2010 წლის მარტიდან თანამშრომლობს. ის ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი. ფლობს მაგისტრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრიდან და ბაკალავრის ხარისხს ინგლისური ენისა და ლიტერატურის, ასევე, სოციალური მუშაობის სპეციალობით, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. სანამ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს შეუერთდებოდა, მარიამი მუშაობდა საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამაში, ასევე, აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, მარიამი სიამოვნებით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, როგორც მოხალისე. პროფესიული განვითარების კუთხით, მან სხვადასხვა ტრეინინგები და კურსები გაიარა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მარიამი პარალელურად ჩართულია მთარგმნელობით პროექტში, რომელიც ინგლისური ლიტერატურის ცნობარის ქართულად თარგმნასა და გამოცემას ითვალისწინებს. მას ასევე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია.

ელ-ფოსტა: mkobalia@epfound.ge

ბაქარ ალექსიძე

IT მენეჯერი

ბაქარ ალექსიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1989 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური ინსტიტუტის ავტოსაინჟინრო ფაკულტეტი.. მუშაობდა კომპიუტერული ფირმის მენეჯერად, სადაც დახელოვნდა კომპიუტერულ პროგრამირებაში. ბაქარი ფონდს შემოუერთდა 2000 წელს, როდესაც მუშაობა დაიწყო ოფის-მენეჯერად და ტექნიკურ მენეჯერად. ბაქარი თავისუფალ დროს ფილმების ყურებასა და კლასიკური როკის მოსმენაში ატარებს. მას განსაკუთრებით უყვარს ლედ ზეპელინი და დიფ ფარფლი.

ელ-ფოსტა: baleksidze@epfound.ge

თეიმურაზ გაფრინდაშვილი

ლოგისტიკის კოორდინატორი

თეიმურაზმა (ქუცამ) ევრაზიის ფონდში მუშაობა მძღოლის თანამდებობაზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დაწინაურდა. ფონდში მუშაობის დაწყებამდე ქუცა მუშაობდა დასაქმების ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში და გაერთიანებულ სახელმწიფო ფონდში. თეიმურაზმა დაამთავრა ეკოლოგიის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი.

ელ-ფოსტა: tgaprindashvili@epfound.ge

მარიამ კახელაშვილი

ფინანსური მენეჯერი

მარიამ კახელაშვილი გახლავთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მენეჯერი. მანამდე ის ფინანსურ და ადმინისტრაციულ ოფიცრად მუშაობდა ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში ”მერლინი”. ეკავა უფროსი ფინანსური ოფიცრის თანამდებობა კავკასიის ავიახაზებში და პროექტის მონიტორის თანამდებობა ”ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოში”. კითხულობდა ლექციებს შავი ზღვის უნივერსიტეტში ფინანსურ აღრიცხვაში.

ელ-ფოსტა: mkakhelashvili@epfound.ge

დიკა კაციტაძე

ფინანსური მენეჯერის მოადგილე

დიკა კაციტაძემ დაამთავრა დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლის ოქტომბერში, დიკა გახდა ფინანსური მენეჯერის მოადგილე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში. სანამ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს შეუერთდებოდა, დიკა მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებში. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მუშაობას გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში სამუშაო ბანკის ინსტიტუციური მშენებლობის საკრედიტო საბაჟო კომპიუტერიზაციის თარჯიმნის პოზიციაზე; ასევე, დიკა მუშაობდა პროექტის კოორდინატორის თანამდებობაზე USAID-ის NIS ენერგეტიკის სექტორის ინსტიტუციური რეფორმებზე და იყო USAID-ის პროექტის კვლევის ასისტენტი ეგვიპტეში. თავისუფალ დროს დიკას უყვარს მოგზაურობა.

ელ-ფოსტა: dkatsitadze@epfound.ge

ნინო ქიქოძე

უფროსი გრანტების მენეჯერი

ნინო ქიქოძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. გაიარა დამატებითი ტრენინგი საერთაშორისო ბუღალტერიაში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციასა და Ernst&Young -ში. ევრაზიის ფონდში მოსვლამდე ნინო მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ესენია: UMCOR, მსოფლიო ბანკი და მიცუბიში მოტორსი. ის რამდენჯერმე დაწინაურდა ორგანიზაციაში და ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობიდან უფროსი გრანტების მენეჯერის თანამდებობამდე მიაღწია. 2002 წლის ივლისსა და ოქტომბერში ის იყო საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭოს IATR (ინტერნეტი და ტრენინგ პროგრამა) პროგრამის კომისიის წევრი.

ელ-ფოსტა: nkikodze@epfound.ge

ეთერ შაბურიშვილი

გრანტების მენეჯერი

ეთერ შაბურიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მაგისტრის წოდებით. ასევე დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი ბაკალავრის წოდებით. ეთერს აქვს გრანტების მენეჯმენტში 9 წლიანი გამოცდილება. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში მოსვლამდე ეთერი BP/BTC-ის ტექნიკური შესაბამისობის დეპარტამენტში მუშაობდა, ხოლო მანამდე ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში – UMCOR, სადაც მისი უშუალო პასუხისმგებლობაში ორგანიზაციის ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, სამედიცინო და მიკრო -საკრედიტო პროგრამების პროგრამული და ფინანსური მონიტორინგი იყო. ეთერი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში 2005 წლიდან მუშაობს.
დღესდღეობით ეთერი არის ACCA – UK-ის დამოუკიდებელი სტუდენტია საერთაშორისო აუდიტის მიმართულებით.

ელ-ფოსტა: eshaburishvili@epfound.ge

ლეილა ბაგაევა

გრანტების/ადამიანური რესურსების მენეჯერი

ლეილა ბაგაევამ დაამთავრა ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ელექტროტექნიკური ინსტიტუტი ბიოსამედიცინო ელექტრონიკის სპეციალობით. 1983 წლიდან ფონდში მოსვლამდე ასწავლიდა თბილისის მანქანათმშენებლობის კოლეჯში სამედიცინო და რენტგენის აპარატურას.
ლეილა ფონდში გრანტების ანალიტიკოსის თანამდებობაზე მოვიდა 1999 წელს და შემდეგ ჯერ გრანტების მენეჯერის თანაშემწე გახდა და მერე კი – გრანტების მენეჯერი. 2007 წლიდან 2011 წლის დასაწყისამდე იგი ადამიანური რესურსებიოს რეგიონალურ მენეჯერად მუშაობდა. წლის დასაწყისიდან კი ისევ გრანტების მენეჯერის პოზიციაზეა, თუმცა ითავსებს HR გარკვეულ ფუნქციებსაც.
მას გავლილი აქვს თბილისის ბიზნეს სკოლის კურსები ბიზნესსა და საგადასახადო საქმეში.
იგი აქტიური მშობელია და სიამოვნებით ეხმარება შვილის სკოლის ამხანაგებს სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობების ჩატარებაში. უყვარს კულინარია და ქალაქგარეთ გასვლები.

ელ-ფოსტა: lbagaeva@epfound.org

ნინო სუთიძე

პროგრამის თანაშემწე

ნინო სუთიძე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გუნდს ერთი წლის წინ შეუერთდა. პროგრამის ასისტენტად დანიშვნამდე, იგი მუშაობდა ადმინისტრაციის ასისტენტად. ნინომ 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; ფლობს კემბრიჯის მოწინავე დონის სერთიფიკატს ინგლისურ ენაში. ფონდში მოსვლამდე ის მუშაობდა კერძო სექტორში დირექტორის ასისტენტად და ეწეოდა კერძო პრაქტიკას ინგლისურის სწავლებაში. სტუდენტობის წლებში მუშაობდა სხვადასხვა მთარგმნელობით ორგანიზაციებში. მას ძალიან უყვარს მუსიკა და ლიტერატურა. სიამოვნებით დადის ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე.

ელ-ფოსტა: nsutidze@epfound.ge

მარიანა ხალათიანი

პროგრამის ასისტენტი

მარიანა ხალათიანი შეურთდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს 2011 წლის აპრილის თვიდან. მან დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის სპეციალობით. დამამთავრებელი კურსების პერიოდში, მან გაიარა IELTS ექვსთვიანი კურსი ქ. ლონდონში. მარიანა მუშაობდა მოხალისედ ბრიტანეთის საბჭოს ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც მიმართული იყო დევნილების და უპატრონო ბავშვების მხარდაჭერაზე. ბაკალავრის ხარისხის მიღებისთანავე, ის დასაქმდა სს „“ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ პერსონალის სამმართველოში სპეციალისტის პოზიციაზე. მარიანა ხუთ ენაზე საუბრობს და სკოლის მოსწავლეებს ინგლისური ენის კერძო გაკვეთილებს უტარებს. მას უყვარს სიმღერა, ხატვა, ფრენბურთის თამაში და წიგნების კითხვა. მომავალში ის გეგმავს მიიღოს მაგისტრის ხარისხი ევროპაში, და შემდგომ გახსნას მხარდაჭერის ცენტრი, ორიენტირებული საქართველოში უმუშევრობის პრობლემების გადაჭრაზე.

ელ-ფოსტა: mkhalatyan@epfound.ge

თამარ ცერცვაძე

პროგრამის ასისტენტი

თამარ ცერცვაძე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გუნდს 2013 წლის ნოემბერში შეუერთდა. მან დაამთავრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ი.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდში იყო მოხალისე რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში. მოგვიანებით იგი მუშაობდა ეკოლოგიურ ორგანიზაციაში ქ. ლოძში, პოლონეთში ევროკომისსის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში (European Voluntary Service). საქართველოში დაბრუნების შემდეგ თამარი დასაქმდა არასამთავრობო ორგანიზაციაში საერთაშირსო პროექტების კოორდინატორად.
თამარი დაინტერესებულია კლიმატის ცვლილებების, სოციალური მეწარმეობის, ახალგაზრდების ჩართულობის საკითხით და უყვარს მოგზაურობა, ცურვა და ახალი გამოწვევები.

ირინა ღუღუნიშვილი

ორგანიზაციული განვითრების პროგრამის თანაშემწე

ირინა ღუღუნიშვილი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს 2011 წლის აპრილიდან შეუერთდა. გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის დამთავრების შემდეგ, ირინამ სწავლა მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (Mount Holyoke College) განაგრძო საერთაშორისო ურთიერთოებების განხრით. 2009-2010 წლებში ირინა სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (Central European University), სადაც მან წარმატებით დაამთავრა მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპულ კვლევებში.
პროფესიული განვითარების კუთხით, ირინამ იმუშავა ღია საზოგადოების არქივებში (Open Society Archives) ბუდაპეშტში, ადამიანთა უფლებების დაცვის კინო ფესტივალის ორგანიზებაზე. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ირინამ მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა საქართველოს ეროვნული ტურიზმის სააგენტოში.
თავისუფალ დროს, ირინას უყვარს ჩოგბურთის თამაში, თხილამურებზე სრიალი, კითხვა და კინოს ყურება.

ელ-ფოსტა: ighughunishvili@epfound.ge

სუზი ფაცაცია

ფინანსური/გრანტების მენეჯერის ასისტენტი

სუზი ფაცაცია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან თანამშრომლობს 2010 წლის ივლისიდან.
მან დაამთავდა, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა და კულტურათა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მთარგმნელ-თარჯიმნის ფაკულტეტი. აგრეთვე გაიარა ბუღალტერიის კურსები საერთაშორისო სტანდარტებით. წარმატებით ჩააბარა თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის ბორტგამყოლთა საწყისი მომზადებისა და სტარვუდის, შერატონის ბრენდის, ”მომსახურეობის კულტურის” კურსები.
მას გამოცდილება აქვს სხვადასხვა კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმღებად, ადმინისტრაციულ თანაშემწედ, მენეჯერად, მთარგმნელ-თარჯიმნად და არჩევნებზე დამკვირებლად მუშაობისა. ის ატარებს კერძო გაკვეთილებს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში.
უყვარს ცეკვა და მუსიკა, კითხვა და მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება. მისი ყველაზე დიდი გატაცებაა მოგზაურობა და ღირშესანიშნავი ადგილების დათვალიერება.

ელ-ფოსტა: spatsatsia@epfound.ge

რუსუდან ჯანდიერი

ადმინისტრაციული ასისტენტი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში მუშაობის დაწყემბამდე, რუსუდანი მუშაობდა კერძო სექტორში, მთავარი ფინანსური დირექტორის ასისტენტად. მან ასევე გაიარა კურსი ბუღალტერიაში, საქართველოს ფროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში.
რუსუდანს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სამართლის დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან. დამამთავრებელი კურსების პერიოდში, მან გაიარა სტაჟირება საერთაშორისო ორგანიზაციაში (GS1 საქართველო), სადაც დაიკავა ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიცია. მოგვიანებით რუსუდანი მუშაობდა მოხალისედ სოციალური დახმარების ცენტრში, სამუშაო ადგილების შემქნის პროექტზე. ის ასრულებდა ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების ასისტენტის მოვალეობებს. 2006 წელს მან დაამთვრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების სახელმწიფო კოლეჯი, რის შემდეგაც საგრძნობლად გაიზარდა მისი ენების ცოდნის უნარი.
რუსუდანის ინტერესებში შედის მცენარეების მოვლა და ლანდშაფტური მებაღეობის განვითარება. ის დაინტერესებულია გარემოსდაცვასთან დაკავშირებული პრობლემებით და მხარს უჭერს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

ელ-ფოსტა: rjandieri@epfound.ge