სიახლეები

ანგარიშის პრეზენტაცია – „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში“

2014 წლის 30 აპრილს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში“.

ანგარიში წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ესპ-ის) სამოქმედო გეგმის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების მიხედვით საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის შეფასებას. ანგარიში ასახავს ვაჭრობის, საბაჟო პროცედურების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, ინვესტიციებისა და კონკურენციის პოლიტიკის კუთხით ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური, თუ ადმინისტრაციული ცვლილებების ანალიზს და ამ რეფორმებთან დაკავშირებით, როგორც სამთავრობო სექტორის, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენელთა და დამოუკიდებელ ექსპერტთა შეხედულებებს.

პრეს რელიზი 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში