სიახლეები

ახალგაზრდული იდეის წევრებმა საგრანტო ციკლის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად მორიგი შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში გამართეს

მარნეულის ახალგაზრდული იდეის კომიტეტმა, დაფინანსებული ხუთი ახალგაზრდული ინიციატივის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად,  შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ღონისძებას ადგილობრივი სკოლების ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები, ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდები და პროექტის ავტორები ესწრებოდნენ. პროექტების ავტორებს შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ გამოცდილება თანატოლებისათვის და ფართო აუდიტორიისთვის მათი ინიციატივების გახორციელებით მიღწეული შედეგები გაეცნოთ.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში