სიახლეები

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ძირითადი ტენდენციები 2009 – 2013 წლებში

2014 წლის 21 იანვარს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამართავს კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ძირითადი ტენდენციები 2009 – 2013 წლებში“ .

ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში ასახულია ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება 2013 წლისათვის და ბოლო ოთხი წლის ძირითადი ტენდენციები ამ კუთხით.

აღნიშნული კვლევა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით, CRRC საქართველომ, პირველად 2009 წელს, ხოლო განმეორებით, 2011 წელს, ჩაატარა. კვლევის მესამე ტალღა 2013 წელს ჩატარდა და წინა ორი ტალღისგან განსხვავებით, ასევე შეისწავლა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ცოდნა და დამოკიდებულება. შესაბამისად, ბოლო კვლევა გვიჩვენებს მთავარ განსხვავებებს ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებისა და ეთნიკური უმრავლესობის პრიორიტეტებსა და განწყობებს შორის.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში