სიახლეები

ევროპის ფონდმა დაასრულა 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს შესარჩევი კონკურსი

ევროპის ფონდმა დაასრულა „2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ შესარჩევი კონკურსი. მონაწილე საწარმოების მიერ კონკურსის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, კონკურსის ვერცერთმა მონაწილემ შეძლო კონკურსის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესაბამისი ცვლილებების სრულად დანერგვა.  ამის გათვალისწინებით, 2018 წელს ფონდმა კონკურსის გამარჯვებული არ გამოავლინა.

კონკურსი „წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ ევროპის ფონდმა საქართველოში მოქმედ საწარმოებში სურსათის უვნებლობის ევროპულ ნორმებთან მიახლოების წასახალისებლად 2018 წელს უკვე მეხუთედ ჩაატარა. კონკურსი ითვალისწინებდა ექსპერტების გაუფრთხილებელ ვიზიტებს საწარმოებში და ლაბორატორიულ შემოწმებას, რის საფუძველზეც თითოეული საწარმოსათვის რეკომენდაციები მომზადდა. რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოხდინეს საწარმოებმა ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინება  – ეს იყო გამარჯვებული საწარმოების შერჩევის კრიტერიუმი.

წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს კონკურსს ევროპის ფონდი მისი ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში აღებული ვალდებულებების უკეთ შესრულებას და წაახალისოს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის კონსენსუსს ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხებზე. ამ ხნის განმავლობაში კონკურში 27-მა სხვადასხვა ზომისა და მიმართულების საწარმომ მიიღო მონაწილეობა.

 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში