სიახლეები

კონკურსის „2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ გამარჯვებული გამოვლინდა

შპს მარშე კონკურსის „2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ გამარჯვებულია

იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას სურსათის სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში და წაახალისოს ამ სფეროში ევროპულ ნორმებთან მიახლოება, ევროპის ფონდმა გამართა კონკურსი „2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ შესარჩევად. კონკურსის მონაწილე საწარმოებთან შეთანხმების საფუძველზე, ევროპის ფონდის მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა განახორციელეს თითოეული საწარმოს 3 გაუფრთხილებელი შემოწმება ერთი წლის განმავლობაში. საწარმოებიდან აღებული სურსათის ნიმუშები კი აკრედიტებულ ლაბორატორიებში შემოწმდა. კონკურსის გამარჯვებული შეირჩა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებისა და ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე.

კონკურსი მოეწყო ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში