სიახლეები

მოწვევა განაცხადების მისაღებად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2017 წლის 11 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის გრანტის მისაღებად. ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში სსო-ებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება.

იმ შემთხვევაში, თუ 2017 წლის 28 თებერვლამდე წარმოდგენილი განაცხადი არ დაფინანსდა, აპლიკანტებს, რომელთა საპროექტო განაცხადებსაც გააჩნია ღია კარის საგრანტო პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილების პოტენციალი, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში. ტრენინგის მიზანია (ა) დაეხმაროს სსო-ებს ადგილობრივი საჭიროებებით ნაკარნახევი ეფექტური და მდგრადი პროექტების დაგეგმვაში, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება გენდერული და უმცირესობებთან დაკავშირებული ასპექტები; (ბ) გააძლიეროს მათი ცოდნა და უნარი სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტების შემუშავებასთან მიმართებით, რაც მათ საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილე სსო-ებს შესაძლებლობა ექნებათ გრანტის მისაღებად ევროპის ფონდს ხელახლა მიმართონ განახლებული საპროექტო განაცხადით.

ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია 2 ორდღიანი ტრენინგის ჩატარება თბილისსა და ბათუმში.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში