სიახლეები

მოწვევა სოციალური რეკლამის რგოლების შესაქმნელად

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, მონაწილეობა მიიღონ ტენდერში სოციალური რეკლამის ვიდეო და აუდიო რგოლების შესაქმნელად. ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის: 1) „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ და 2) „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში (დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ევროპის ფონდის ვებსაიტზე: www.epfound.ge).

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში