სიახლეები

საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში

ევროპის ფონდი განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საგრანტო მხარდაჭერას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინიციატივების განსახორციელებლად და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნით, ევროპის ფონდი ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია სათემო ჯგუფების, სსო-ებისა და მედია საშუალებების ეფექტური ჩართულობის მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების მონიტორინგის წახალისებისა და საჯარო დისკუსიებისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.

იხილეთ საკონკურსო განცხადების სრული ტექსტი.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში