სიახლეები

საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სოციალური საწარმოს შესაქმნელად

ევროპის ფონდი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) განაცხადებს პროექტებზე, რომელთა მიზანია საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებული და განსახლებას დაქვემდებარებული პირების (ეკომიგრანტების) ჩართულობით სოციალური საწარმოს შექმნა. აღნიშნული კონკურსი ტარდება ფონდის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 1 თებერვალი, 17:00 საათი.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში