სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის თაობაზე

2013 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის მომზადება დაიწყო. მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი 2013 წლის ბოლოსთვის მომზადდა, მისი ინიცირება მხოლოდ 2015 წლის ივლისში მოხდა და მიმდინარე მოწვევის პარლამენტმა ისე დაასრულა მუშაობა, რომ კანონპროექტი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მარტში კანონპროექტი პირველი მოსმენით, ერთხმად მიიღო პარლამენტმა, მაგრამ, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობის გამო, მისი დამტკიცების პროცესი შეფერხდა.

საქართველოში, სადაც მომხმარებლის უფლებების დაცვა მეტად რთულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო, მოცემული კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. შემოთავაზებული კანონპროექტი მომხმარებლის უფლებების დაცვის მხოლოდ ელემენტარულ სტანდარტებს აწესებს და არ ითვალისწინებს რაიმე სერიოზული შეზღუდვისა, თუ ტვირთის დაკისრებას მეწარმეებისათვის. მომხმარებლის უფლებების დაცვის ნორმატიული საფუძვლის შექმნის გარდა, იგი ხელს შეუწყობს კეთილსინდისიერი მეწარმეების საქმიანობას და ქართულ ბიზნესს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

მწუხარებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის მომხმარებლის უფლებების დაცვა პრიორიტეტი არ აღმოჩნდა და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაინც, ხელისუფლება გამოიჩენს სათანადო ყურადღებას ყოველი მოქალაქისათვის ამ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ და მეტს გააკეთებს მოქალაქეების უფლებების დაცვისა და ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისათვის.

  • ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
  • ანალიტიკური ცენტრი მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  • ასოციაცია  საზოგადოება განვითარებისათვის
  • ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია
  • ასოციაცია სკოლა–ოჯახი–საზოგადოება
  • ასოციაცია ფსიქეა
  • ასოციაცია მომავლის ფერმერი
  • ასოციაცია ქალი და ბიზნესი
  • ევროპის ფონდი
  • იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი სპექტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია
  • კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოხედვა
  • მეგობრობის ხიდი ქართლოსი
  • მეწარმე ქალთა ფონდი
  • ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრი
  • სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში
  • სასურსათო პროდუქტების ექსპერტთა ასოციაცია
  • საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის
  • საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ეროვნული ასოციაცია
  • საქართველოს ენერგო რესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია
  • საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
  • საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია
  • სტუდია ეიდისი
  • ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია AFRD-EUFRAS Georgia
  • ფონდი  კავკასიის ეკოლოგია
საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში