სიახლეები

ტრენინგი ადგილობრივი საჭიროებებით ნაკარნახევი პროექტების მომზადებაში

ევროპის ფონდს მისიის მიღწევაში არა მხოლოდ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა ეხმარება, არამედ თითოეული გრანტი, რომელსაც ის გასცემს საგრანტო მექანიზმის გზით.  ფონდისათვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს  ადგილობრივი საჭიროებებით ნაკარნახევ პროექტებს, რომლებშიც საფუძვლიანად გააზრებულია პრობლემა, მასთან დაკავშირებული გენდერული საკითხები და მისი გადაჭრის გზები.   

იმისათვის რომ ევროპის ფონდი  დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ეფექტური და მდგრადი პროექტების დაგეგმვაში, რომლებიც სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული და ასევე,  გათვალისწინებული იქნება გენდერული ასპექტები, 1-2 მაისს ფონდის წარმომადგენლებმა  ჩაატარეს ტრენინგი  „ადგილობრივი საჭიროებებით ნაკარნახევი პროექტის დაგეგმვა.“ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისიდან, ახმეტიდან, რუსთავიდან და სტეფანწმინდიდან, რომელთა შერჩევა ღია კარის საგრანტო პროგრამაში შემოსული საპროექტო განაცხადების განხილვის საფუძველზე მოხდა. ტრენინგის მიმდინარეობისას,  მონაწილეები გაეცნენ არა მხოლოდ საჭიროებებით ნაკარნახევი პროექტის დაგეგმვის თეორიულ ასპექტებს, არამედ პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს:   პრობლემების ხე დიაგრამა ააგეს და ასევე  პროექტის ლოგიკური ჩარჩო შეადგინეს. ევროპის ფონდი მსგავს ტრენინგს უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ჩაატარებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის დასავლეთ საქართველოდან.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში