სიახლეები

მესამე საჯარო ფორუმი: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი

2016 წლის 14 ივნისს ევროპის ფონდის ორგანიზებით გაიმართა მესამე საჯარო ფორუმი თემაზე: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი. საჯარო ფორუმების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გააქტიურება და ამ გზით საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის ხარჯებზე ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება გაეცნო საერთაშორისო კონსულტანტის ოლენა კრილოვა-მიულერის კვლევას „საქართველოში საჯარო ფინანსების […]

Learn more

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

2014 წლის 1 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: საქართველოში სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი“, მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულების გაზრდას. პროექტის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი: პოლიტიკისა და მართვის კონსალთინგ ჯგუფთან თანამშრომლობით, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და სახელმწიფო სახსრების მართვის […]

Learn more

ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე პლატფორმაში გაწევრიანების მსურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა განაცხადების მიღება

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის დასაარსებლად საზოგადოებრივი ორგანიზაციების განაცხადების მიღებას იწყებს. პლატფორმის შექმნა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას საქართველოში სახელმწიფო სახსრების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის ჩამოყალიბებისა და ამ საკითხებზე დიალოგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით. პლატფორმის წევრები შეიკრიბებიან ორ თვეში ერთხელ მაინც (ფორმალური მოთხოვნა), რათა […]

Learn more

საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და სასურსათო ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმა

ბოლო ხანებში არაერთი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების თაობაზე, მათ შორის, სასურსათო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების ნაწილის უსაფუძვლო შეშფოთებას იწვევს და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ უარყოფით განწყობებს აღვივებს. მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც სურსათთან დაკავშირებული რეგულაციების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას, ან გამოთქვამს მოსაზრებას, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა შეცდომაში არ […]

Learn more

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში. ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2015 წლებში

2015 წლის 25 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა კვლევის ანგარიშის  ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2015 წლებში , პრეზენტაცია.  ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში აისახა ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნა და დამოკიდებულება. 2009, 2011, 2013 და 2015 წლების კვლევების შედეგების შედარების საფუძველზე, ანგარიშში ასევე შეფასებულია, თუ როგორ იცვლებოდა მოსახლეობის შეფასებები, მოლოდინები […]

Learn more

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჯარო განცხადება: კანონპროექტი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

2015 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოახდინა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, მომხმარებლების უფლებრივი მდომარეობის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღების, მისი მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით. კანონპროექტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და ეს […]

Learn more

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჯარო განცხადება: კანონპროექტი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

2013 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის მომზადება დაიწყო. მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი 2013 წლის ბოლოსთვის მომზადდა, მისი ინიცირება მხოლოდ 2015 წლის ივლისში მოხდა და მხოლოდ 2016 წლის მარტში მოხდა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. ამა წლის 18 მაისს, დარგობრივი […]

Learn more

საერთაშორისო კონფერენცია სურსათის უვნებლობასა და მომხმარებლის უფლებებზე

2016 წლის 28 ივლისს ევროპის ფონდი გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის გაუმჯობესება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ჭრილში: საქართველოსა და მოლდოვას გამოცდილება“. ღონისძიება გაიმართება 09:00-დან 18:30 საათამდე სასტუმრო რუმსში (თბილისი, კოსტავას 14). ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა […]

Learn more

ტენდერი სოციალური რეკლამის რგოლების შესაქმნელად

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს მონაწილეობა მიიღონ ტენდერში სოციალური რეკლამის ვიდეო და აუდიო რგოლების შესაქმნელად. ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის, „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ ფარგლებში. ტენდერი სოციალური რეკლამის რგოლების შესაქმნელად

Learn more

კონკურსი გარემოსდაცვით საკითხებზე ტრეინინგის ჩასატარებლად

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აგრძელებს კონკურსს ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდებისთვის ტრენინგის ჩასატარებლად შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ ინგლისურ ენაზე იხილეთ დანართში  

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: საქართველო - ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტის განხორციელების 2014 – 2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს განაცხადებს საქართველო – ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის 2.4 თავის „ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები“ ვალდებულებების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტის განხორციელების 2014 – 2017 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით 2014 – 2015 წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის შესაფასებლად. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წ. 9 ნოემბერი, 16:00. […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: ვებ დეველოპერი/დიზაინერი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს განაცხადებს კვალიფიციური ინდივიდებისა და სააგენტოებისგან, ფონდის ახალი, ორენოვანი ვებ გვერდის შესაქმნელად. სრული განაცხადი (ინგლისურ ენაზე) იხილეთ დანართად: მოწვევა განაცხადების მისაღებად: ვებ დეველოპერი/დიზაინერი (370.19 KBytes)

Learn more

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა სახელი შეიცვალა!

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF), წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება, 2015 წლის 18 დეკემბრიდან მოღვაწეობას განაგრძობს ახალი სახელწოდებით – ევროპის ფონდი. სახელის ცვლილების მიუხედავად, ფონდი შეინარჩუნებს თავდაპირველ აკრონიმს, EPF-ს, რითაც ხაზს უსვამს თავის საქმიანობაში მხარეთა შორის […]

Learn more

გარემოსდაცვით საკითხებზე ტრენინგის ჩასატარებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდებისთვის ტრენინგის ჩასატარებლად, გამოვლინდა გამარჯვებული – ორგანიზაცია ,,ეკოხედვა“.

Learn more

ტენდერი ბრენდინგ კომპანიის/ბრენდინგზე მომუშავე ინდივიდის შესარჩევად

სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით, ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ბრენდიგ კომპანიებს ან ბრენდინგზე მომუშავე ინდივიდებს ფონდის ახალი ბრენდის ვიზუალური სტილის შესაქმნელად. ახალი ვიზუალური სტილი მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს არსებულისგან, რათა გაადვილდეს ფონდის მრავალწლიან საქმიანობასთან კავშირი. დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ იხილეთ დანართში: ტენდერი ბრენდინგ კომპანიის/ბრენდინგზე მომუშავე ინდივიდის შესარჩევად (163.75 KBytes)

Learn more

სოციალური საწარმოს საგრანტო კონკურსი

ევროპის ფონდი იწვევს განაცხადებს სოციალური საწარმოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საგრანტო კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებას ან/და განვითარებას. იხილეთ სრული საკონკურსო განაცხადი და სააპლიკაციო ფორმები. საკონკურსო განაცხადი და სააპლიკაციო ფორმები   

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის ანალიზი

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ადგილობრივ ან საერთაშორისო კონსულტანტ(ებ)ს, საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის ანალიზისათვის. სიტუაციის ანალიზი გულისხმობს ინფორმაციის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის ადგილზე შეფასებას და იმ ფორმალური და არაფორმალური ფაქტორების გამოვლენას, რაც აფერხებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოში. დეტალური ინფორმაცია მოწვევის შესახებ (ინგლისურ ენაზე).

Learn more

განაცხადების მოწვევა: ვებპლატფორმის შექმნა საბიუჯეტო ხარჯების ვიზუალიზაციისათვის

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ადგილობრივ ორგანიზაციებს (არასამთავრობო ან კერძო) ან ინდივიდებს საბიუჯეტო ხარჯების ვიზუალიზაციის აპლიკაციის (ვებ პლატფორმის) შესაქმნელად. ვებ პლატფორმის მიზანია ინოვაციური ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოს სახელმწიფო ხარჯების შესახებ ინფორმაციის ადვილი ხელმისაწვდომობა. განცხადების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად:

Learn more

კონკურსი: 2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში, სურსათის სფეროში მომუშავე საწარმოებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის გამარჯვებული გამოცხადდება „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოდ“. განცხადების სრული ტექსტი იხილეთ დანართად. საკონკურსო განცხადება  განაცხადის ფორმა  

Learn more

მოწვევა სოციალური რეკლამის რგოლების შესაქმნელად

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, მონაწილეობა მიიღონ ტენდერში სოციალური რეკლამის ვიდეო და აუდიო რგოლების შესაქმნელად. ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის: 1) „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ და 2) „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში (დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ევროპის ფონდის ვებსაიტზე: www.epfound.ge).

Learn more

კონკურსი მხატვრებისა და მწერლებისათვის, სოციალურ თემებზე კომიქსების შესაქმნელად

ევროპის ფონდი იწვევს განაცხადებს მხატვრებისა და მწერლებისაგან, სოციალურ თემაზე კომიქსების შესაქმნელად. კომიქსების მთავარი (სუპერ)გმირი სოციალურ მისიას უნდა ემსახურებოდეს, ხოლო თავად ისტორია თავისუფალი საზოგადოების ღირებულებების წარმოჩენას უწყობდეს ხელს და ამავდროულად, ქართულ კულტურას ასახავდეს. გამარჯვებულავტორ(ებ)თან გაფორმდება ხელშეკრულება კომიქსების სერიის შესაქმნელად, რომლის გამოცემასაც ევროპის ფონდი უზრუნველყოფს. კონკურსი მხატვრებისა და მწერლებისათვის, სოციალურ თემებზე კომიქსების შესაქმნელად 

Learn more

მოწვევა ექსპერტებისათვის: საჯარო პოლიტიკის შეფასება ჰაერის ხარისხის კონტროლის კუთხით

ევროპის ფონდი ეძებს საერთაშორისო ექსპერტს ან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა გუნდს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად, როგორებიცაა მისი დაცვის, შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციისკენ მიმართული ღონისძიებები. მოწვევის სრული ტექსტი, გთხოვთ, იხილოთ ინგლისურ ენაზე. (274.08 KBytes)

Learn more

მოწვევა ექსპერტებისათვის: კონკურენციის პოლიტიკისა და მისი განხორციელების ანალიზი

ევროპის ფონდი ეძებს კვალიფიციურ საერთაშორისო ექსპერტს ან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების გუნდს საქართველოს კონკურენციის პოლიტიკისა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზის ჩასატარებლად და იმის შესაფასებლად, თუ რამდენად სრულდება, ამ კუთხით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები. მოწვევის სრული ტექსტი, იხილეთ ინგლისურ ენაზე. 

Learn more

ფოტოკონკურსი ევროპის დღის აღსანიშნავად

ევროპის დღესთან (9 მაისი) დაკავშირებით, ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად არაერთი ღონისძიება იმართება. ევროპის ფონდიც უერთდება საყოველთაო დღესასწაულს და აცხადებს ფოტოკონკურსს ჩემი ევროპა. კონკურსის პირობები მარტივია: გადაიღეთ ფოტო, რომელიც წარმოაჩენს, თუ რასთან ასოცირდება თქვენთვის ევროპა (ფოტო საქართველოში უნდა იყოს გადაღებული) და ატვირთეთ ევროპის ფონდის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/epfound.ge/ 9 მაისის ჩათვლით, ე.წ. ჰეშთეგით ‪#‎ჩემიევროპა‬. მოწონებების („ლაიქები“) მიხედვით პირველ […]

Learn more

კონკურსი სურსათის უვნებლობის სპეციალისტებისათვის

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს ფონდის კონკურსში „2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ მონაწილე სურსათის საწარმოების შესამოწმებლად. კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ საკონკურსო განცხადებასა და დანართებში. საკონკურსო განცხადება დანართი 1 დანართი 2

Learn more

2016 წლის კონკურსი მცირე გრანტებზე: ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება

ევროპის ფონდი მისი პროგრამის თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფარგლებში საგრანტო კონკურსში იწვევს საპროექტო განაცხადებს. კონკურსი გამიზნულია ახლადშექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) ორგანიზაციულ გაძლიერებასა და ადგილებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესშიმათი ეფექტური, მდგრადი ჩართულობის გაზრდაზე და მათი აქტუალური სათემო პრობლემების მოგვარებაზე. 2016 წლის კონკურსი მცირე გრანტებზე: ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება

Learn more

გადაწყვეტილება 2016 წლის მცირე გრანტების კონკურსთან დაკავშირებით

2016 წლის მცირე გრანტების კონკურსში ევროპის ფონდმა მიიღო 34 განაცხადი. აქედან 31-ს უარი ეთქვა დაფინანსებაზე, ხოლო დანარჩენი სამი განაცხადის ავტორ ორგანიზაციებთან მიმდინარეობს პროექტის სხვადასხვა საკითხის დაზუსტება, რის შედეგადაც გადაწყდება გამარჯვებულთა ვინაობა. გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაციას ფონდი გადაწყვეტილების მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

ევროპის ფონდი იწვევს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, 2016 წლის 8 იანვრიდან 8 აპრილის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის სტრატეგიული გრანტების მისაღებად. ორგანიზაციებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება სტრატეგიული გრანტის მისაღებად. 8 აპრილამდე წარმოდგენილი განაცხადის ავტორებს, თუ მათი პროექტი დაფინანსდა და […]

Learn more

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში