სიახლეები

ტრენერი უმცირესობათა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე

  ევროპის ფონდი ეძებს კონსულტანტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უმცირესობათა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე ტრენინგის ჩასატარებლად.  იხილეთ განაცხადის სრული ტექსტი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად). 

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად მმართველობითი საბჭოსა და მენეჯმენტისთვის სტრატეგიული შეხვედრის ფასილიტაციისთვის

  ევროპის ფონდი იწვევს კონსულტანტებს წარმოადგინონ განაცხადები მმართველობითი საბჭოსა და მენეჯმენტისთვის სტრატეგიული შეხვედრის ფასილიტაციისთვის. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 თებერვალი.     მოწვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განცხადებაში (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად).      

Learn more

განცხადება მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებების თაობაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაკავშირებით

ევროპის ფონდი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ოცდაოთხი წევრი ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს, ღიად განიხილოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური მნიშვნელობა და ფუნქციები, რათა მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა ზიანი არ მიაყენოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. […]

Learn more

საკონსულტაციო საათი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის 11 იანვარს გაიმართება

გაცნობებთ, რომ დღესასწაულებთან დაკავშირებით,  საკონსულტაციო საათი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის 4 იანვრის ნაცვლად გაიმართება 11 იანვარს, 15:00-დან 17:00 საათამდე.

Learn more

ევროპის ფონდი აძლიერებს ძალისხმევას თავის საქმიანობაში უმცირესობათა საკითხების ინტეგრაციის კუთხით

ევროპის ფონდი თავისი საქმიანობით, იქნება ეს მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გაწეული საგრანტო მხარდაჭერა, ინკლუზიური გარემოს შექმნას უწყობს ხელს. ამ ძალისხმევას ფონდი კიდევ უფრო აძლიერებს ახლებური მიდგომით, რაც გულისხმობს უმცირესობებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის გათვალისწინებას პროგრამისა თუ პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებზე. აღნიშნული მიდგომა შეეხება არა მხოლოდ ფონდის მიზნობრივ პროგრამებს, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ […]

Learn more

სურსათის უვნებლობის რეგულირება საქართველოში: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს განხორციელებული რეფორმების შეფასება

ევროპის ფონდი იწვევს ექსპერტებს ან ექსპერტთა ჯგუფებს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესაფასებლად, რომლებიც ნაწილობრივ, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გატარდა. იხილეთ განცხადების სრული ტექსტი.   

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: საჯარო ფინანსების მართვის პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის კვლევა საქართველოში

ევროპის ფონდი იწვევს ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების გუნდს საქართველოს მუნიციპალიტეტებში საჯარო ფინანსების მართვის სისტემების სიღრმისეული კვლევის ჩასატარებლად. კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მუნიციპალური ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების პროცესების გამჭვირვალობისა და აღნიშნულ პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის ანალიზს.    დეტალური ინფორმაცია მოწვევის შესახებ ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად.   

Learn more

მოწვევა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ევროპის ფონდი იწვევს თბილისში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგ-სემინარები გაიმართება ევროპის ფონდის პროგრამის თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფარგლებში, შერჩეულ თვითმმართველ ქალაქებში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტური გამოყენებისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების მიზნით.  დეტალური ინფორმაცია მოწვევის შესახებ (ქართულ ენაზე), განაცხადის ფორმასთან ერთად, იხილეთ დანართში.

Learn more

ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ზეგავლენის შეფასება

ევროპის ფონდი ეძებს კვალიფიციურ საერთაშორისო კონსულტანტს ან კონსულტანტთა ჯგუფს, ფონდის ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ზეგავლენის შეფასების ჩასატარებლად. ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ზეგავლენის შეფასება (ინგლისურად)

Learn more

მოწვევა სოციალური რეკლამის რგოლების შესაქმნელად

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, მონაწილეობა მიიღონ ტენდერში სოციალური რეკლამის ვიდეო და აუდიო რგოლების შესაქმნელად. ტენდერი ცხადდება არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის – Fundacja TechSoup – მხარდაჭერით განხორციელებული „თვითმმართველი ქალაქების საბიუჯეტო ხარჯების ვიზუალიზაციის“ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს თვითმმართველ ქალაქებში საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო ხარჯების მონიტორინგში მოქალაქეთა ინფორმირებული ჩართულობის ხელშეწყობას. […]

Learn more

კონკურსი უმცირესობების დაცვის და ინტეგრირების კონსულტაციის მიღებაზე

ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს საკონსულტაციო მომსახურების მიღებაზე, უმცირესობების საკითხების ფონდის საქმიანობაში, მათ შორის პროგრამის დაგემვის, განხორციელებისა და მონიტორინის ეტაპზე, უკეთ ინტეგრირების კუთხით. დამატებითი ინფორმაცია (ინგლისურად) კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Learn more

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“, შეფასება

ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“ შეფასების განსახორციელებლად. შეფასებაში წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის განხორციელების, მათ შორის, აქტივობების ხარისხის, გავლენისა და მდგრადობის შეფასება. შეფასება უნდა ჩატარდეს 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ.  

Learn more

სახელმწიფოს მშენებლობა და საზოგადოების განვითარება საქართველოში: ადგილობრივი კონტექსტი და გამოწვევები

2016 წლის 28 სექტემბერს ევროპის ფონდმა, დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ქალაქ კოპენჰაგენში გამართა სემინარი „სახელმწიფოს მშენებლობა და საზოგადოების განვითარება საქართველოში: ადგილობრივი კონტექსტი და გამოწვევები.“ სემინარის მიზანი იყო დანიის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების უკეთ გაცნობა. სემინარის მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა კარგი მმართველობა, ეთნიკური უმცირესობების კუთხით არსებული სიტუაცია საქართველოში, მედია […]

Learn more

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

2014 წლის 1 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: საქართველოში სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი“, მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულების გაზრდას. პროექტის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი: პოლიტიკისა და მართვის კონსალთინგ ჯგუფთან თანამშრომლობით, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და სახელმწიფო სახსრების მართვის […]

Learn more

ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე პლატფორმაში გაწევრიანების მსურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა განაცხადების მიღება

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის დასაარსებლად საზოგადოებრივი ორგანიზაციების განაცხადების მიღებას იწყებს. პლატფორმის შექმნა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას საქართველოში სახელმწიფო სახსრების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის ჩამოყალიბებისა და ამ საკითხებზე დიალოგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით. პლატფორმის წევრები შეიკრიბებიან ორ თვეში ერთხელ მაინც (ფორმალური მოთხოვნა), რათა […]

Learn more

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში