სიახლეები

მოწვევა განაცხადების მისაღებად: ვირტუალური ტრენინგის ჩატარება მედია წიგნიერებისა და სთორითელინგში

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებს ან ფიზიკურ პირებს, ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი ახალგაზრდებისთვის მედია წიგნიერებაში ვირტუალური ტრენინგის ჩასატარებლად. ტრენინგის მიზანია ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერება მედია მასალის მოპოვების, კრიტიკულად შეფასების და შექმნის კუთხით, მათი სოციალური და სამოქალაქო აქტივიზმის ეფექტურობის გასაზრდელად. აღნიშნული ტრენინგის ჩატარება გათვალისწინებულია 2021 წლის ივნის-ივლისში. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მოწვევის სრული ტექსტი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად).

Learn more

ინტერვიუ ევროპის ფონდის მმართველობითი საბჭოს ახალ წევრთან, ალექსანდრა ჰოლ ჰოლთან

*** როგორ შეაფასებდით სამოქალაქო საზოგადოებისა და განვითარების ორგანიზაციების როლს საქართველოში? თითქმის 5 წელი გავატარე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 3 წელია ქვეყანაში აღარ დავბრუნებულვარ და შესაძლოა სიტუაცია შეიცვალა კიდეც, უცვლელია ჩემი შთაბეჭდილება საქართველოს სამოქალაქო სექტორზე. საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ცოცხალი სამოქალაქო სექტორი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში – ეს არის ის, რაც გამოარჩევს ამ ქვეყანას თავისი მეზობლებისგან. საქართველოში […]

Learn more

მოწვევა სამოქალაქო საზოგადოებისორგანიზაციებისათვის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად: სოციალური სერვისების საჭიროების შეფასება, დაგეგმვა და ღირებულების განსაზღვრა

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც შეეხება სოციალური სერვისების საჭიროებების შეფასებას, მათ დაგეგმვასა და ღირებულების განსაზღვრას. ტრენინგები მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე სოციალური სერვისების საჭიროებათა განსაზღვრასა და შემდგომ ადვოკატირებაში, რათა გაიზარდოს მათი ინფორმირებული მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შემუშავებაში. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა თანდართული განაცხადის შევსებული ფორმა უნდა […]

Learn more

მოწვევა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის დისტანციურ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად:

სამოქალაქო საბიუჯეტო ზედამხედველობა და საბიუჯეტო ადვოკატირება სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობა ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც შეეხება (1) სამოქალაქო საბიუჯეტო ზედამხედველობას და საბიუჯეტო ადვოკატირებას და (2) სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობას. ტრენინგები იმართება ევროპის ფონდის პროგრამის თანამონაწილეობა და […]

Learn more

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო შეხვედრა 16 აგვისტოს ჩატარდება

  გსაზოგადოებრივ ორგანიზაციებითან საკონსულტაციო შეხვედრა 2 აგვისტოს ნაცვლად,  16 აგვისტოს, 15:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება.

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: მედია წიგნიერებისა და სთორითელინგის კონსულტანტი

ევროპის ფონდი იწვევს უცხოელ კონსულტანტს, რომელიც ფონდის პარტნიორებსა და გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს შეასწავლის მედიისა და მედია-ინსტრუმენტების გამოყენებას ისე, რომ უკეთ იყოს დაცული არახელსაყრელ პირობებში მყოფი, მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების ინტერესები და მოქალაქეები მიმდინარე პროცესების შესახებ მიუკერძოებელ ინფორმაციას იღებდნენ. იხილეთ მოწვევის სრული ტექსტი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად).

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: ტრენინგი მეწარმეობაზე

ევროპის ფონდი იწვევს განაცხადებს კვალიფიციური ორგანიზაციებისა და ინდივიდებისაგან, ფონდის ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდებისათვის მეწარმეობის შესახებ ტრენინგების სერიის ჩასატარებლად.  ტრენინგების სერია უნდა ჩატარდეს  2018 წლის დეკებრისა და 2019 წლის იანვრის შუალედში.  იხილეთ განცხადების სრული ტექსტი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად). 

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: ევროპის ფონდის პროგრამებისა და საგრანტო მექანიზმის შეფასება 2014-2018 წლებისათვის

  ევროპის ფონდი ეძებს კონსულტანტს ფონდის მიერ 2014-2018 წლებში გაწეული პროგრამული საქმიანობის შესაფასებლად. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მოწვევის სრული ტექსტი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად).

Learn more

საკონსულტაციო საათი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 5 აპრილს გაიმართება

  სააღდგომო დღეებთან დაკავშირებით,  არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საკონსულტაციო საათი პარასკევის ნაცვლად, გაიმართება ხუთშაბათს, 5 აპრილს,  15:00 საათიდან 17:00 საათამდე. 

Learn more

კონკურსი კონსულტანტის შერჩევაზე

  ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს კონსულტანტის შერჩევაზე საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის (2016- 2020 წლებისთვის) გენდერული  ანალიზის ჩასატარებლად.  განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2018 წლის 22 მარტი, 17:00. იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.

Learn more

კონკურსი მობილური აპლიკაციის განსაახლებლად და დასამზადებლად

  ევროპის ფონდი იწვევს ორგანიზაციებსა და კერძო პირებს კონკურსში ანდროიდის სისტემაზე მომუშავე არსებული მობილური აპლიკაციის განსაახლებლად და იდენტური აპლიკაციის შესაქმნელად IOS სისტემისთვის. დეტალური ინფორმაცია იხილეთ საკონკურსო განცხადებაში. 

Learn more

ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ზეგავლენის შეფასებისათვის განაცხადების მისაღებად გამოცხადებული მოწვევის შედეგები

ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ზეგავლენის შეფასებისათვის  განაცხადების მისაღებად გამოცხადებული მოწვევის ფარგლებში ევროპის ფონდმა სულ შვიდი განაცხადი მიიღო.  განახცადების განხილვის შედეგად, ფონდმა არც ერთი განაცხადი არ შეარჩია და მიიღო გადაწყვეტილება, ხელმეორედ აღარ გამოეცხადებინა მოწვევა.  

Learn more

ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ზეგავლენის შეფასება

ევროპის ფონდი ეძებს კვალიფიციურ საერთაშორისო კონსულტანტს ან კონსულტანტთა ჯგუფს, ფონდის ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ზეგავლენის შეფასების ჩასატარებლად. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ განცხადება (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად).

Learn more

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ქეთევან ვაშაკიძე გახდა

2017 წლის 28 თებერვალს გაიმართა აღმოსავლეთ  პარტნიორობის სამოქალაქო  საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის შეხვედრა, რომლის მიმდინარეობისას პლატფორმის წევრმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა პლატფორმის თავმჯდომარეების კანდიდატურებს უყარეს კენჭი.  კენჭისყრის შედეგად, პლატფორმის თავმჯდომარედ ევროპის ფონდის პრეზიდენტი, ქეთევან ვაშაკიძე დასახელდა. იგი პლატფორმას ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. „იმედი მაქვს, რომ პლატფორმის მუშაობა კონკრეტული შედეგების მიღწევაზე იქნება ორიენტირებული, უფრო გააქტიურდება თითოეული […]

Learn more

თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: საჯარო ფორუმი და დასკვნითი კონფერენცია

2017  წლის თებერვალს ევროპის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის –  „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ დასკვნით კონფერენციას  გამართავს. პროექტის მიზნად ისახავდა ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულების გაზრდას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებითა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საჯარო მოხელეებს შორის დიალოგის გააქტიურებით. ღონისძიების მიზანია პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობისა და […]

Learn more

ტენდერი სოციალური რეკლამის რგოლების შესაქმნელად

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს მონაწილეობა მიიღონ ტენდერში სოციალური რეკლამის ვიდეო და აუდიო რგოლების შესაქმნელად. ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის, „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ ფარგლებში. ტენდერი სოციალური რეკლამის რგოლების შესაქმნელად

Learn more

კონკურსი გარემოსდაცვით საკითხებზე ტრეინინგის ჩასატარებლად

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აგრძელებს კონკურსს ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდებისთვის ტრენინგის ჩასატარებლად შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ ინგლისურ ენაზე იხილეთ დანართში  

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: საქართველო - ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტის განხორციელების 2014 – 2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს განაცხადებს საქართველო – ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის 2.4 თავის „ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები“ ვალდებულებების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტის განხორციელების 2014 – 2017 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით 2014 – 2015 წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის შესაფასებლად. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წ. 9 ნოემბერი, 16:00. […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: ვებ დეველოპერი/დიზაინერი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს განაცხადებს კვალიფიციური ინდივიდებისა და სააგენტოებისგან, ფონდის ახალი, ორენოვანი ვებ გვერდის შესაქმნელად. სრული განაცხადი (ინგლისურ ენაზე) იხილეთ დანართად: მოწვევა განაცხადების მისაღებად: ვებ დეველოპერი/დიზაინერი (370.19 KBytes)

Learn more

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა სახელი შეიცვალა!

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF), წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება, 2015 წლის 18 დეკემბრიდან მოღვაწეობას განაგრძობს ახალი სახელწოდებით – ევროპის ფონდი. სახელის ცვლილების მიუხედავად, ფონდი შეინარჩუნებს თავდაპირველ აკრონიმს, EPF-ს, რითაც ხაზს უსვამს თავის საქმიანობაში მხარეთა შორის […]

Learn more

გარემოსდაცვით საკითხებზე ტრენინგის ჩასატარებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდებისთვის ტრენინგის ჩასატარებლად, გამოვლინდა გამარჯვებული – ორგანიზაცია ,,ეკოხედვა“.

Learn more

ტენდერი ბრენდინგ კომპანიის/ბრენდინგზე მომუშავე ინდივიდის შესარჩევად

სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით, ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ბრენდიგ კომპანიებს ან ბრენდინგზე მომუშავე ინდივიდებს ფონდის ახალი ბრენდის ვიზუალური სტილის შესაქმნელად. ახალი ვიზუალური სტილი მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს არსებულისგან, რათა გაადვილდეს ფონდის მრავალწლიან საქმიანობასთან კავშირი. დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ იხილეთ დანართში: ტენდერი ბრენდინგ კომპანიის/ბრენდინგზე მომუშავე ინდივიდის შესარჩევად (163.75 KBytes)

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის ანალიზი

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ადგილობრივ ან საერთაშორისო კონსულტანტ(ებ)ს, საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის ანალიზისათვის. სიტუაციის ანალიზი გულისხმობს ინფორმაციის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის ადგილზე შეფასებას და იმ ფორმალური და არაფორმალური ფაქტორების გამოვლენას, რაც აფერხებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოში. დეტალური ინფორმაცია მოწვევის შესახებ (ინგლისურ ენაზე).

Learn more

განაცხადების მოწვევა: ვებპლატფორმის შექმნა საბიუჯეტო ხარჯების ვიზუალიზაციისათვის

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ადგილობრივ ორგანიზაციებს (არასამთავრობო ან კერძო) ან ინდივიდებს საბიუჯეტო ხარჯების ვიზუალიზაციის აპლიკაციის (ვებ პლატფორმის) შესაქმნელად. ვებ პლატფორმის მიზანია ინოვაციური ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოს სახელმწიფო ხარჯების შესახებ ინფორმაციის ადვილი ხელმისაწვდომობა. განცხადების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად:

Learn more

კონკურსი: 2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში, სურსათის სფეროში მომუშავე საწარმოებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის გამარჯვებული გამოცხადდება „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოდ“. განცხადების სრული ტექსტი იხილეთ დანართად. საკონკურსო განცხადება  განაცხადის ფორმა  

Learn more

მოწვევა სოციალური რეკლამის რგოლების შესაქმნელად

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, მონაწილეობა მიიღონ ტენდერში სოციალური რეკლამის ვიდეო და აუდიო რგოლების შესაქმნელად. ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის: 1) „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ და 2) „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში (დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ევროპის ფონდის ვებსაიტზე: www.epfound.ge).

Learn more

კონკურსი მხატვრებისა და მწერლებისათვის, სოციალურ თემებზე კომიქსების შესაქმნელად

ევროპის ფონდი იწვევს განაცხადებს მხატვრებისა და მწერლებისაგან, სოციალურ თემაზე კომიქსების შესაქმნელად. კომიქსების მთავარი (სუპერ)გმირი სოციალურ მისიას უნდა ემსახურებოდეს, ხოლო თავად ისტორია თავისუფალი საზოგადოების ღირებულებების წარმოჩენას უწყობდეს ხელს და ამავდროულად, ქართულ კულტურას ასახავდეს. გამარჯვებულავტორ(ებ)თან გაფორმდება ხელშეკრულება კომიქსების სერიის შესაქმნელად, რომლის გამოცემასაც ევროპის ფონდი უზრუნველყოფს. კონკურსი მხატვრებისა და მწერლებისათვის, სოციალურ თემებზე კომიქსების შესაქმნელად 

Learn more

მოწვევა ექსპერტებისათვის: საჯარო პოლიტიკის შეფასება ჰაერის ხარისხის კონტროლის კუთხით

ევროპის ფონდი ეძებს საერთაშორისო ექსპერტს ან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა გუნდს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად, როგორებიცაა მისი დაცვის, შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციისკენ მიმართული ღონისძიებები. მოწვევის სრული ტექსტი, გთხოვთ, იხილოთ ინგლისურ ენაზე. (274.08 KBytes)

Learn more

მოწვევა ექსპერტებისათვის: კონკურენციის პოლიტიკისა და მისი განხორციელების ანალიზი

ევროპის ფონდი ეძებს კვალიფიციურ საერთაშორისო ექსპერტს ან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების გუნდს საქართველოს კონკურენციის პოლიტიკისა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზის ჩასატარებლად და იმის შესაფასებლად, თუ რამდენად სრულდება, ამ კუთხით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები. მოწვევის სრული ტექსტი, იხილეთ ინგლისურ ენაზე. 

Learn more

ფოტოკონკურსი ევროპის დღის აღსანიშნავად

ევროპის დღესთან (9 მაისი) დაკავშირებით, ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად არაერთი ღონისძიება იმართება. ევროპის ფონდიც უერთდება საყოველთაო დღესასწაულს და აცხადებს ფოტოკონკურსს ჩემი ევროპა. კონკურსის პირობები მარტივია: გადაიღეთ ფოტო, რომელიც წარმოაჩენს, თუ რასთან ასოცირდება თქვენთვის ევროპა (ფოტო საქართველოში უნდა იყოს გადაღებული) და ატვირთეთ ევროპის ფონდის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/epfound.ge/ 9 მაისის ჩათვლით, ე.წ. ჰეშთეგით ‪#‎ჩემიევროპა‬. მოწონებების („ლაიქები“) მიხედვით პირველ […]

Learn more

კონკურსი სურსათის უვნებლობის სპეციალისტებისათვის

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს ფონდის კონკურსში „2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ მონაწილე სურსათის საწარმოების შესამოწმებლად. კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ საკონკურსო განცხადებასა და დანართებში. საკონკურსო განცხადება დანართი 1 დანართი 2

Learn more

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში