სიახლეები

მოწვევა განაცხადების მისაღებად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2021 წლის 9 ივნისიდან 2021 წლის 14 ივლისის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის გრანტის მისაღებად. ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში სსო-ებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება.  იხილეთ სრული ტექსტი.

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: კულტურათაშორისი კომუნიკაციების ტრენინგი

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებს ან ფიზიკურ პირებს, ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი ახალგაზრდებისთვის კულტურათაშორისი კომუნიკაციების ტრენინგის ჩასატარებლად. აღნიშნული ტრენინგის ჩატარება გათვალისწინებულია 2021 წლის ივნის-ივლისში. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მოწვევის სრული ტექსტი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად)

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: ვირტუალური ტრენინგის ჩატარება მედია წიგნიერებისა და სთორითელინგში

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებს ან ფიზიკურ პირებს, ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი ახალგაზრდებისთვის მედია წიგნიერებაში ვირტუალური ტრენინგის ჩასატარებლად. ტრენინგის მიზანია ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერება მედია მასალის მოპოვების, კრიტიკულად შეფასების და შექმნის კუთხით, მათი სოციალური და სამოქალაქო აქტივიზმის ეფექტურობის გასაზრდელად. აღნიშნული ტრენინგის ჩატარება გათვალისწინებულია 2021 წლის ივნის-ივლისში. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მოწვევის სრული ტექსტი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად).

Learn more

ფისკალური გამჭვირვალობა საგანგებო მდგომარეობისას

COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, აიძულა, სწრაფად მიეღო გადაწყვეტილებები საჯარო ფინანსების ხელახალ გადანაწილებასა და პრიორიტეტიზაციაზე, რათა ბიუჯეტი მაქსიმალურად მიმართულიყო კრიზისის პრევენციასა და აღმოფხვრაზე. საგანგებო ვითარების დროს კიდევ უფრო მნიშნვენლოვანი ხდება ფისკალური გამჭვირვალობა, რათა ყველა დაინტერესებული მხარე, მთავრობა, საზოგადოება და სამოქალაქო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ დროულად და სრულყოფილად ინფორმირებული როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ […]

Learn more

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა ცვლილებებისთვის - ევროპის ფონდი ახალ პროგრამას იწყებს

სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების წახალისების მიზნით და ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების ხელშესაწყობად, ევროპის ფონდი იწყებს პროგრამას – საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა ცვლილებებისათვის. პროგრამის ფარგლებში, საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად, ფონდი მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას მოიაზრებს: (1) გამომძიებელი ჟურნალისტების იურიდიული მხარდაჭერა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული უფლებების (წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, გამოხატვის თავისუფლება) შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, რათა ჟურნალისტებმა შეძლონ ამ უფლებების რეალიზაცია […]

Learn more

ზოგიერთი ეტაპი თემის მობილიზებისთვის

თემის მობილიზება იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შემადგენელი ნაწილია, რომლებიც სხვადასხვა სათემო ჯგუფებს წარმოადგენენ და მუშაობენ ამ ჯგუფების ინტერესების სასარგებლოდ. მუშაობის პროცესში, როგორც ადვოკატირების აუცილებელი კომპონენტი, მათ უნდა შეძლონ თემის მობილიზება და თემთან ერთად საკუთარი ინიციატივების ადვოკატირება, რათა საბოლოო ჯამში თემისთვის სასიკეთო შედეგი დადგეს. თემის მობილიზების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც შეგიძლიათ […]

Learn more

დასწრება თუ მონაწილეობა? რა ბარიერი ექმნება შშმ პირს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

26 წლის იურისტი, ესმა გუმბერიძე, კონფერენციებს ხშირად ესწრება. მხედველობა არ აქვს, ამიტომ კარგად იცნობს იმ საკითხებს, რომლებიც უსინათლოებს კონფერენციებში  სრულფასოვანი მონაწილეობისთვის სჭირდებათ. მისი თქმით, შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხებზე ერთი შეხედვით ცნობადობა იზრდება, მაგრამ პირადად მას არაერთხელ ჰქონია კონფერენციის პროცესში ჩართულობის ბარიერი.    „მე პირადად, მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცებში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული საჭიროებები არ მაქვს, ბევრჯერ შემქმნია […]

Learn more

ფსიქიკური პრობლემა - განაჩენი?

ბლოგი: ოლღა კალინა *** საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები სტიგმის, დისკრიმინაციის და ბარიერების წინაშე დგანან. ფსიქიატრიის სერვისებით სარგებლობის ისტორია ან/და ერთხელ დასმულიდიაგნოზი შესაძლოა  ადამიანისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კონკრეტულ მომენტში ფსიქიკური პრობლემა.. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ამ ტიპის გამოცდილებას მალავენ და შედეგად საზოგადოებაში არ არის მაგალითები, […]

Learn more

საზოგადოების ჩართულობა ფისკალური პოლიტიკის შემუშავების პროცესში: ევროპის ფონდი GIFT -ის გლობალურ ქსელთან პარტნიორობას იწყებს

2019 წლის 17 დეკემბერს, ევროპის ფონდმა და გლობალურმა ინიციატივამ ფისკალური გამჭვირვალობისათვის (GIFT) უმასპინძლეს ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ფისკალური პოლიტიკის განხორციელებისას მოქალაქეების ღია და ინკლუზიურ ჩართულობას ემსახურება. ღონისძიებამ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს მოუყარა თავი. საუბარი შედგა საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობასა და GIFT-ის 10 პრინციპზე. ურუგვაისა და სამხრეთ აფრიკის საჯარო და […]

Learn more

პარკი ყველასათვის

ოზურგეთში მცხოვრები ნათია ვაშალომიძე სამოქალაქო პროტესტს მაშინ შეუერთდა, როდესაც ქალაქის მერმა ცენტრში არსებული ერთ-ერთი პარკის შუაგულის მოასფალტება გადაწყვიტა და პროტესტის მიუხედავად, ჩანაფიქრი შეასრულა კიდეც. პარკის შუაში დღეს საავტომობილო გზაა გაყვანილი, თუმცა ნათიას და მისი მეგობრების აქტიურობის შედეგად, ადგილობრივი მთავრობა იძულებული გახდა, ბიუჯეტიდან ქალაქის სამი პარკის რეაბილიტაციის თანხა გამოეყო და ერთ მათგანზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ნათია […]

Learn more

დასახლების საერთო კრება - მოჩვენებითი დემოკრატია ადგილობრივ მმართველობაში

დასახლების საერთო კრება ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების მონაწილეობის მექანიზმია. ის დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოქალაქეების ჩართულობით გადაწყვეტას გულისხმობს.   რა საკითხები შეიძლება იყოს დასახლების საერთო კრების განხილვის საგანი? „ასეთია ნებისმიერი საკითხი, რომელიც დასახლებას ეხება, ინფრანსტრუქტურული პროექტებით დაწყებული, დასრულებული სოციალური პროგრამებით, რომლებიც ადგილობრივად ხორციელდება,“- ამბობს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენელი, ოთარ რევიშვილი. “თუ კრება დაფუძნდა, ის წელიწადში ორჯერ უნდა […]

Learn more

მოხალისეობა პანდემიაში

ევროპის ფონდის ახალგაზრდული იდეა საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურ ახალგაზრდებს აერთიანებს, ასწავლის მათ მოხალისეობას, უზრუნველყოფს შესაბამისი რესურსებით იმისათვის, რომ მათ ადგილობრივ თემში შეძლონ პოზიტიური ინიციატივების წამოწყება და დაფინანსება. წლების განმავლობაში ფონდმა ასობით ახალგაზრდა გაააქტიურა და დაეხმარა მათ პროექტების განხორციელებაში. ახალგაზრდული იდეის წლევანდელ შემადგენლობაში ფატიმა მარგოშვილი და მურო ექიზაშვილიც არიან. ფატიმა მარგოშვილი, 17 წლის, პანკისი ფატიმა ევროპის […]

Learn more

სამოქალაქო აქტიურობა დისტანციურად

ახალგაზრდული იდეის წევრებმა COVID-19-ის გამოწვევას დისტანციური მოხალისეობით უპასუხეს. მოხალისეობისთვის ფიზიკური კონტაქტის არარსებობა რომ ბარიერი აღარ არის, მათთვის აღმოჩენა იყო. „ჩვენი მიზანი ძირითადად თანატოლების გააქტიურება და თემისთვის სასარგებლო ინიციატივების ერთობლივად განხორციელებაა. დისტანციურად ეს პროცესი თავიდან რთული წარმოსადგენი იყო. ვერ ვიფიქრებდით, რომ ლანჩხუთის ახალგაზრდული იდეა იმაზე მეტად შეძლებდა თანატოლების მობილიზებას პანდემიის პირობებში, ვიდრე მანამდე, როდესაც ვირუსი და […]

Learn more

მოზაიკის რჩეული ამბები

რადიო მოზაიკა გორის მუნიციპალიტეტში ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა – აშუქებს ამბებს, რომლებიც უშუალოდ გორის და ირგვლივ მდებარე სოფლების მოსახლეობას და მათ საჭიროებებს ეხება. ევროპის ფონდის მხარდაჭერით, გასული წლიდან მოზაიკა მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული მმართველობის ჩამოყალიბებას ეხმარება. „მზად ვართ, წავახალისოთ ხელისუფლება საჭირო საქმის კეთებისას და ასევე, გავაკრიტიკოთ გადაცდომის ან გულგრილობის შემთხვევაში,“- ამბობს მოზაიკის დირექტორი.  პანდემიის […]

Learn more

უფრო შეზღუდული შესაძლებლობები - COVID-19-ის ფარული ეფექტი

2020 წლის 10 აპრილს, თითქმის თვენახევრის შემდეგ, რაც საქართველოში COVID-19 დაფიქსირდა, შშმ თემის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციებმა მთავრობას წერილით მიმართეს. ამ წერილში ორგანიზაციები შშმ თემის საჭიროებების უგულებელყოფაზე ჩიოდნენ და მთავრობას მათი ინტერესების გათვალისწინებას სთხოვდნენ. 42 ორგანიზაცია წერილში მთავრობას შეახსენებდა, რომ შშმ თემი კრიზისის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და მათ ისევე აქვთ სიცოცხლისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების […]

Learn more

რობოლაბი რუსთავში

11 წლის ნიკა გოგოლაძე რუსთავის რობოტიკის სკოლაში გასული წლის სექტემბრიდან დადის. ამბობს, რომ რობოტიკის კლასები სკოლის ნებისმიერ გაკვეთილს ურჩევნია. „სექტემბრიდან მოყოლებული რობოტიკის მხოლოდ ერთი გაკვეთილი გავაცდინე, ისიც იმ მიზეზით, რომ დღეები ამერია. ბევრი რამ ვისწავლე. რობოტების აწყობა ყველაზე საინტერესოა.“ ნიკას ჯგუფში კიდევ 15 ბავშვია. გაკვეთილში ყველა თანაბრადაა ჩართული. აქ თამაშით სწავლობენ – ხმაურიც შეიძლება, ფეხზე […]

Learn more

სკოლის ეზოს სათბური

მარნეულის რაიონში ახალგაზრდულ იდეას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომიტეტი ჰყავს. კომიტეტის წევრებთან ერთად, აქტიურობენ პროექტის ავტორებიც, ანუ ახალგაზრდები, რომლებიც იდეებს პროექტებად აქცევენ და კომიტეტთან ერთად მუშაობენ, რომ ადგილობრივ თემს რეალური სარგებელი მოუტანონ. ამ პროცესს ევროპის ფონდი ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ეხმარება. წელს მარნეულის რეგიონის ახალგაზრდებმა სოფელ მარადისის სკოლის ტერიტორიაზე ახალი პრეცედენტი შექმნეს – ააშენეს სათბური, რომელიც […]

Learn more

თებეს სოციალური ექსპონატები

თებე სოციალური საწარმოა და ბორჯომში არსებული დღის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს. თავად დღის ცენტრი ბორჯომში 2013 წელს საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში დაარსდა. „დაუგეგმავად, მაგრამ ბევრი ბრძოლის შედეგად“,- იხსენებს ნანა ლომაძე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ დამფუძნებელი.   ვიდრე ამ საქმეს დაიწყებდა, ნანა ლომაძე სოციალური თერაპიის სახლის გენერალური მენეჯერი იყო. ბორჯომში დღის ცენტრის დაარსება ერთ ამერიკელ […]

Learn more

სოციალური საწარმოები პანდემიით გამოწვეული კრიზისის წინაშე

ევროპის ფონდმა, გრანტის მიმღებ სოციალურ საწარმოებს COVID-19 პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა. ამ მხარდაჭერით რამდენიმე ორგანიზაციამ ისარგებლა და მათ წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას შეეცადა. ასოციაცია ანიკამ, ევროპის ფონდის მხარდაჭერით შეძლო, დღის ცენტრის მომსახურება ციფრულ ფორმატში გადაეტანა და სერვისი დისტანციურად მიეწოდებინა ბენეფიციარებისთვის.  სოციალური კაფე მზიური დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, შეეცადა სწრაფი კვების მიმართულების […]

Learn more

მოწვევა სამოქალაქო საზოგადოებისორგანიზაციებისათვის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად: სოციალური სერვისების საჭიროების შეფასება, დაგეგმვა და ღირებულების განსაზღვრა

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც შეეხება სოციალური სერვისების საჭიროებების შეფასებას, მათ დაგეგმვასა და ღირებულების განსაზღვრას. ტრენინგები მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე სოციალური სერვისების საჭიროებათა განსაზღვრასა და შემდგომ ადვოკატირებაში, რათა გაიზარდოს მათი ინფორმირებული მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შემუშავებაში. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა თანდართული განაცხადის შევსებული ფორმა უნდა […]

Learn more

მოწვევა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის დისტანციურ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად:

სამოქალაქო საბიუჯეტო ზედამხედველობა და საბიუჯეტო ადვოკატირება სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობა ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც შეეხება (1) სამოქალაქო საბიუჯეტო ზედამხედველობას და საბიუჯეტო ადვოკატირებას და (2) სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობას. ტრენინგები იმართება ევროპის ფონდის პროგრამის თანამონაწილეობა და […]

Learn more

თებეს სოციალური ექსპონატები

თებე სოციალური საწარმოა და ბორჯომში არსებული დღის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს. თავად დღის ცენტრი ბორჯომში 2013 წელს საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში დაარსდა. „დაუგეგმავად, მაგრამ ბევრი ბრძოლის შედეგად“,- იხსენებს ნანა ლომაძე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ დამფუძნებელი.   ვიდრე ამ საქმეს დაიწყებდა, ნანა ლომაძე სოციალური თერაპიის სახლის გენერალური მენეჯერი იყო. ბორჯომში დღის ცენტრის დაარსება ერთ ამერიკელ […]

Learn more

„ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2019 წლებში“ - ევროპის ფონდის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

  23 სექტემბერს, ევროპის ფონდმა „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“კვლევის ანგარიში წარმოადგინა. გამოკითხვას ევროპის ფონდი 2009 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევა წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და  მაქსიმალურად იდენტური კითხვარის გამოყენებით ტარდება, რათა საშუალება მოგვეცეს შევაფასოთ რამდენად იცვლება საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და მოლოდინები ევროკავშირის, საქართველო-ევროკავშირის  ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.  […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: ტრენინგი გარემოსდაცვით საკითხებზე

  ევროპის ფონდი იწვევს განაცხადებს კვალიფიციური ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისაგან, ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებისათვის გარემოსდაცვით საკითხებზე ტრენინგების ჩასატარებლად.   იხილეთ განაცხადის სრული ტექსტი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად). 

Learn more

ფონდის გამოხმაურება მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებით

  ევროპის ფონდი ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გამოქვეყნებულ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის, ტექნიკური მხარდაჭერის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების 2014-2018 წლების შედეგების შეფასებას. 2018 წლის აგვისტოში, ევროპის ფონდმა გამოაქვეყნა და დაინტერესებულ მხარეებს გააცნო საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-2020 წლების სტრატეგიის გენდერული შეფასების ანგარიში, რომლის ერთ-ერთ მიგნებასაც სტრატეგიის […]

Learn more

საჯარო ფინანსების გამოყენება შშმ პირთა ინკლუზიისა და თანამონაწილეობისათვის

  სახელმწიფოს მიერ დახარჯული სახსრები შშმ პირთა რეალური ინტეგრაციისთვის სასურველ შედეგს არ იძლევა - ეს გამოიკვეთა ბიუჯეტის კვლევის ანგარიშში, რომელიც ვროპის ფონდმა 2019 წლის 16 მაისს წარმოადგინა. ანგარიში ფონდის მიერ მოწვეულმა კონსულტანტმა ალექს კოტემ, ექსპერტ მიხეილ კუკავასთან ერთად მოამზადა. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა საქართველოს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტი შშმ თემის საჭიროებებთან მიმართებაში. დოკუმენტში გამოწვევად […]

Learn more

ვინ არის პერსონალური ასისტენტი?

თეკლა ტატუაშვილი 7 წლისაა. ბოლნისის #1 საჯარო სკოლაში სწავლობს. თვენახევარია, რაც საგაკვეთილო პროცესში პერსონალური ასისტენტი ეხმარება.  თეკლა გულის მანკით დაიბადა. თვეების იყო, როდესაც ოპერაცია გაუკეთეს. 15 თვისას მეოთხე ხარისხის, ორმხრივი  სიყრუე დაუდგინდა. „კოხლეარულ იმპლანტაციას 3 წელი ველოდეთ. უკვე დაგვიანებული იყო. იმპლანტთან შეგუებაც გაუჭირდა. ცოტა ხნის შემდეგ აპარატი გაუფუჭდა და 6 თვე ისევ სიჩუმეში მოუწია ყოფნა,“- […]

Learn more

წყალი სასრულით

  ზღვა კოვზით დაილიაო *** „ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ საქართველოში ბევრი წყალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მართვა არ სჭირდება. არსებული რესურსი, ტემპერატურის მატებასთან ერთად, იკლებს და გადანაწილებაც არათანაბარია (წყლის 75% დასავლეთ საქართველოშია). ეს უკვე ცხადყოფს, რომ წყლის რესურსებს რაციონალური და მდგრადი გამოყენება სჭირდება და ამისათვის გარკვეული სტრატეგიაა საჭირო,“ - ამბობს მარიამ მაკაროვა, სოფლის […]

Learn more

რეალური ცხოვრება, რეალური ფული, რეალური ცვლილება

  ვერნონ რინგლანდი განვითარების სპეციალისტია, ჩრდილოეთ ირლანდიელაში ცხოვრობს და მუშაობს. პროექტი, რომელსაც ის 20 წელია, ავითარებს, ახალგაზრდებს ეხება და 24 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის განვითარებად ქვეყნებს. რინგლანდი ამ ქვეყნებში ხშირად მოგზაურობს, ეხმარება ორგანიზაციებს ახალგაზრდული იდეის (Youth bank) კონცეფციის დანერგვაში, ხვდება და ასწავლის ახალგაზრდებს, სტუმრობს  კონფლიქტურ რეგიონებს და ცდილობს, ახალგაზრდების მოხალისეობას იქ შეუქმნას ნიადაგი, სადაც ამის […]

Learn more

ადამიანები ოკუპაციის ხაზთან

  გელა მჭედლიძე ფეხბურთის მწვრთნელია სოფელ აბანოში. ბავშვებს სკოლის ტერიტორიაზე, ახლადგარემონტებულ სტადიონზე ავარჯიშებს. სამსახურში მეზობელი სოფლიდან, კოდადან, დადის. კოდა ოკუპაციის ხაზთანაა და იქ 50 ოჯახი ცხოვრობს.  „აი, იმ შავ წერტილს ხომ ხედავთ, რუსი ჯარისკაცები არიან. ყოველდღე ჩავუვლი ხოლმე, ხანდახან ბავშვებთან ერთად, მაგრამ არაფერს მეუბნებიან. მართალი გითხრათ, დაჭერილი რომ ვიყავი და გამოცდილება მაქვს, აღარც მეშინია,“- ამბობს […]

Learn more

ევროპის ფონდმა დაასრულა 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს შესარჩევი კონკურსი

ევროპის ფონდმა დაასრულა „2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ შესარჩევი კონკურსი. მონაწილე საწარმოების მიერ კონკურსის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, კონკურსის ვერცერთმა მონაწილემ შეძლო კონკურსის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესაბამისი ცვლილებების სრულად დანერგვა.  ამის გათვალისწინებით, 2018 წელს ფონდმა კონკურსის გამარჯვებული არ გამოავლინა. კონკურსი „წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ ევროპის ფონდმა საქართველოში მოქმედ საწარმოებში სურსათის უვნებლობის ევროპულ ნორმებთან მიახლოების […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მიღებაზე: ახალგაზრდებისათვის ტრენინგის ჩატარება ჰიგიენისა და სანიტარიის სტანდარტების შესახებ

  ევროპის ფონდი იწვევს განაცხადებს კვალიფიციური ორგანიზაციებისა და ინდივიდებისგან სკოლებში ჰიგიენისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად ახალგაზრდებისთვის გზამკვლევის მომზადებასა და ტრენინგების ჩასატარებლად. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ განცხადების სრული ტექსტი.    

Learn more

მოწვევა გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძურების თემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიის განსახორციელებლად

  ევროპის ფონდი ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში იწვევს ხელოვანთა ჯგუფებს/ხელოვანებს განაცხადების წარსადგენად, რომელიც დაეხმარება ფონდს გარემოს დაცვისა და ჰაერის ხარისხის კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევების დაძლევაში, კერძოდ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებრივი ქცევის შეცვლაში. პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და ჰაერის ხარისხის შესახებ, რათა საზოგადოების აქტიურობით და სამოქალაქო ჩართულობით ხელი შევუწყოთ მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების […]

Learn more

ვჭამთ - ესე იგი გვადარდებს

  ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენის შედეგად, 2018 წლის იანვრიდან-სექტემბრამდე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაახლოებით 85, 000 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა. ხორცის საწარმოები მაღალი რისკის მწარმოებლები არიან და ამიტომ სახელმწიფო მათ სხვა აუცილებელ ნორმებთან ერთად, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვას სთხოვს. HACCP-ი გულისხმობს წარმოების პროცესში ისეთ წერტილების გამოვლენას, რომლებზეც დაბინძურების მაღალი […]

Learn more

საგრანტო კონკურსი: გარემოს დაცვა და ჰაერის დაბინძურება

ევროპის ფონდი ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია სათემო ჯგუფების, სსო-ებისა და მედია საშუალებების ეფექტური ჩართულობის მხარდაჭერა გარემოს დაცვისა და ჰაერის ხარისხის კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების ადვოკატირებისა და წახალისების და გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძურების გარშემო საზოგადოებრივი ქცევის ცვლილებისა და საჯარო დისკუსიების ხელშეწყობის […]

Learn more

მზეთამზე წყაროების ძიებაში

  ბორჯომის ხეობაში, წაღვერიდან 6 კილომეტრის სავალზე, სოფელი მზეთამზეა. მზეთამზეში ახლა დაახლოებით 250 მუდმივი მაცხოვრებელია. სოფლის დასაწყისიდან კენწერომდე ბეტონის ახლად დაგებული გზა მიდის. საქართველოს სოფლებში ასეთი გზა იშვიათია. 58 წლის დალი ქასაშვილი ყვება, ადრე ამ ტერიტორიაზე მუხლამდე ტალახის გამო მეზობელთან გადასვლაც კი ჭირდა, არათუ ბავშვების გაგზავნა წაღვერში - სკოლასა და საბავშვო ბაღში.   მზეთამზეში მხოლოდ […]

Learn more

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება ჰაერის ხარისხის კუთხით

  ევროპის ფონდის ორგანიზებით შედგა დისკუსია თემაზე: ჰაერის ხარისხის კუთხით საქარათველოში არსებული ძირითადი გამოწვევები  – საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კანონმდებლობა და საჯარო პოლიტიკა.   ევროპის ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიზანი იყო, შემდგარიყო დისკუსია საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თემაზე, კერძოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპული პრაქტიკის დროულად და ეფექტურად დანერგვა გარემოსდაცვითი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორისა […]

Learn more

მარადისის მოხალისეები

თენგო შაინიძე ევროპის ფონდის პროგრამის, ახალგაზრდული იდეის მარნეულის  კომიტეტის წევრია. აბიტურიენტობის გამო, წელს სწავლაზე უფრო მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე მოხალისეობაზე, მაგრამ პასიურობას მაინც არ აპირებს. ფიქრობს, რომ თანატოლებთან ერთად თავისი სოფლისთვის კიდევ ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ის, რაც ნამდვილად შესაცვლელი ჩანს, მარნეულის ერთ-ერთი სოფლის, მარადისის საჯარო სკოლის შენობაა, სკოლის ტერიტორიაზე კი იგივეს ვერ ვიტყვით. თენგომ […]

Learn more

საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში

ევროპის ფონდი განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საგრანტო მხარდაჭერას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინიციატივების განსახორციელებლად და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნით, ევროპის ფონდი ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია სათემო ჯგუფების, სსო-ებისა და მედია საშუალებების ეფექტური ჩართულობის მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების დაგეგმვისა […]

Learn more

საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის (2016-2020) გენდერული შეფასება

  ევროპის ფონდის ინიციატივით, ფონდის სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, შვედურმა საკონსულტაციო ჯგუფმა Nordic Consulting Group მოამზადა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის (2016-2020) გენდერული შეფასება. დოკუმენტის მიზანია შეფასდეს, რამდენად ითვალისწინებს სახელმწიფო გენდერულ ასპექტებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში და რამდენად პასუხობს სახელმწიფოს სტრატეგია ქალი მეწარმეების რეალურ საჭიროებებს. შეფასების დოკუმენტი ემყარება სამაგიდო კვლევას, მათ […]

Learn more

სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსება: საქართველოს რეალობა და პერსპექტივები

8 ნოემბერს, 13:30 საათზე, სასტუმრო რედისონში, ევროპის ფონდი უმასპინძლებს პრეზენტაციას „სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსება: საქართველოს რეალობა და გამოწვევები“. პრეზენტაციას წარმოადგენს დამოუკიდებელი კონსულტანტი ჯემა პინოლ პუიგი, რომელმაც ანგარიში ევროპის ფონდის დაკვეთით მოამზადა. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები.   კონსულტანტმა შეისწავლა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პრაქტიკა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, […]

Learn more

საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდასაჭერად

ევროპის ფონდი განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საგრანტო მხარდაჭერას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინიციატივების განსახორციელებლად და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნით, ევროპის ფონდი პროგრამის თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათემო ჯგუფების, სსოე-ბისა და […]

Learn more

არაფერი ჩვენთვის ჩვენს გარეშე

„ტრავმამ ყველაფერი ერთ დღეში შეცვალა. მე თვითონ აღმოვჩნდი საზოგადოების სხვა მხარეს, ანუ იმ სეგრეგირებულ ნაწილში, სადაც ჩემივე წარმოდგენით, იყვნენ სხვები,“- ეს სიტყვები გიორგი ახმეტელისაა. გიორგი ეტლით სარგებლობს და დღეს შშმ პირთა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ორგანიზაციას „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" ხელმძღვანელობს.  „საქართველოში გარემო პრაქტიკულად არ გიტოვებს შანსს, რომ საზოგადოებას დაუბრუნდე ისეთი, როგორიც ხარ, რადგან ამაში უამრავი […]

Learn more

ცხოვრება ფარავნის იქით

  ვარდანუშ მალხაზიანი 60 წლისაა. ნინოწმინდაში ცხოვრობს. ეთნიკური სომეხია, ისევე როგორც  ამ სოფლის მოსახლეობის 98%. ახლა ვარდანუში ქალებთან ერთად  კარტოფილს იღებს. ამბობს, რომ კილოგრამს 35 თეთრად ჩააბარებს გადამყიდველებთან. ცხოვრებით უკმაყოფილო არ არის,  თუმცა პენსიას თუ გაუზრდიან, ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება. არტუშ ღარსლანისთვის კარტოფილის სეზონი არც ისე დამღლელია. მიწაზე მუშაობა არ უყვარს. ტკბილეულის შესაფუთი ქაღალდებისგან ხელნაკეთ […]

Learn more

არაბული ART HOUSE - კორშას სავიზიტო ბარათი

  ნინო არაბული 12 წელია ტურიზმის სფეროში მუშაობს. ხევსურული წარმომავლობის  მიუხედავად, მშობლიურ მხარეში პირველად სტუდენტობის დროს ჩამოვიდა. დღეს უკვე ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და განვითარებაზე მუშაობს. ამ საქმიანობას თან სოციალური მისიაც აქვს - ადგილობრივი ქალების დასაქმება, ახალგაზრდების დაინტერესება ტრადიციული ხელსაქმით და ადგილობრივი კულტურის კომერციალიზაცია. საკუთარი გამოცდილების გარდა, ნინო არაბულს ამაში შოთა არაბულთან შეხვედრა დაეხმარა. შოთა […]

Learn more

ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება შეაფასა

  2018 წლის 14 სექტემბერს ევროპის ფონდმა საზოგადოებას ანგარიში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფ რეგულირება:  საქართველოს ხელისუფლების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“ წარუდგინა. ანგარიში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა. როგორც წინა წლებში, წლევანდელ ანგარიშშიც შეფასებულია სანიტარული და ფიტოსანიტარული სფეროს რეგულირების კუთხით ხელისუფლების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობა, გამოყოფილია პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას და  წარმოდგენილია რეკომენდაციები […]

Learn more

პროგრესის სახლი გურიაში

  „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“, გურიის ყველაზე მსხვილი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, დიდი ხანია გაცდა თავისი სახელწოდების ქვეშ მოქცეულ შინაარსს - „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ დამფუძნებლები აღარც ახალგაზრდები არიან და აღარც მეცნიერები. წლებია გურიის ყველაზე მსხვილ და გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციას უძღვებიან და მათი მიზანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ხელშეწყობაა. სამოქალაქო საზოგადოების წევრ სხვა […]

Learn more

ბათუმის უპასუხო წერილები

  მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტი საქართველოში ყველაზე მსხვილი ადმინისტრაციული ერთეულია  - 158, 800 მოსახლით. ამ მოქალაქეებიდან ნებისმიერს ბათუმის მუნიციპალიტეტისგან რაიმე საკითხზე საჯარო ინფორმაცია რომ დასჭირდეს, არსებობს (I) 15%-იანი ალბათობა იმისა, რომ პასუხს საერთოდ ვერ მიიღებს; (II) 7%-იანი  ალბათობა იმისა, რომ მიიღებს, მაგრამ არასრულყოფილად და (III) 66% პროცენტიანი ალბათობა, რომ სრულყოფილად მიღებს, მაგრამ 10 დღიანი […]

Learn more

მოწვევა სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

  ევროპის ფონდი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საგრანტო კონკურსის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით, მხარი დაუჭიროს ახალი სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებას და არსებული სოციალური საწარმოების განვითარებას. იხილეთ განცხადების სრული ტექსტი. იხილეთ განაცხადის ფორმა. 

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

  ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2018 წლის 4 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის გრანტის მისაღებად. ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში სსო-ებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება. იხილეთ სრული განცხადება.

Learn more

არჩილ ელბაქიძის რვათვიანი მარწყვი

  არჩილ ელბაქიძე პროფესიით ქიმიკოსია. წლებია, სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობს. მისი ორგანიზაცია, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ უკვე ოცი წლისაა. ამ წლების განმავლობაში არჩილმა იმდენი გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, რომ დღეს თავს კენკროვანი კულტურების ექსპერტად თვლის. ამ მიმართულებით საქართველოს არაერთ რეგიონში კონსულტანტის სამუშაოსაც ასრულებს, მაგრამ ეს არჩილ ელბაქიძის საქმიანობის მეათედიც არ არის.   ფონდი „აფხაზინტერკონტი“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, […]

Learn more

ამხანაგობა დევნილობაში

  საქართველოში დღეს 88, 542 იძულებით გადაადგილებული ოჯახია აღრიცხული. აქედან,  90-იანი წლებიდან დღემდე, სახელმწიფომ მხოლოდ 35, 341 ოჯახი დააკმაყოფილა საცხოვრებლით.  53,201 ოჯახი კი ისევ ელოდება ქვეყნისგან თავშესაფარს (წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო, „დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი“, იანვარი, 2017 წელი, გვ. 18). დევნილების განაწილება და განსახლება სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ქულების […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად სურსათის საწარმოთა შესამოწმებლად

ევროპის ფონდი იწვევს სპეციალისტებს იმ სურსათის საწარმოების სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებთან მიმართებაში შესამოწმებლად, რომლებიც მონაწილეობენ ევროპის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ (საკონკურსო განცხადება და კონკურსის მონაწილე საწარმოთა ჩამონათვალი იხილეთ დანართ 1-სა და დანართ 2-ში). შესასრულებელი სამუშაო ან დავალება სპეციალისტებმა წლის განმავლობაში უნდა განახორციელონ კონკურსის მონაწილე საწარმოების სამჯერ გაუფრთხილებლად შემოწმება. სპეციალისტებმა […]

Learn more

ახალგაზრდული იდეა სვანეთში

  დარიკო კვანჭიანი 15 წლისაა. მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში ცხოვრობს. ახლახან ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის, სვანეთის ახალგაზრდული იდეის კომიტეტის წევრი გახდა. მესტიის #1 საჯარო სკოლაში, ახალგაზრდული იდეის პრეზენტაციაზე, დარიკო ჩუმად იყო. ინტერაქციაში მონაწილეობა არ მიუღია.  კომიტეტისთვის შესაფერისი კანდიდატურა რომ იყო, გასაუბრებამ გამოავლინა. „ყველაფრის მოსინჯვა მიყვარს. სკოლაში მუსიკის და სვანური ცეკვების წრეზე დავდივარ. გასართობად ბევრი […]

Learn more

თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება - დემოკრატიის აუცილებელი კომპონენტი

  2017 წლის „ღია ბიუჯეტის კვლევის“ მიხედვით საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსი საკმაოდ მაღალია - 100 ქულიანი შეფასების სისტემაში 82-ე ადგილს იკავებს და 2015 წელთან შედარებით 16 პუნქტით არის გაუმჯობესებული. იგივე კვლევის მიხედვით, საზოგადოების მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში 22 ქულითაა შეფასებული, რაც ნიშნავს, რომ  მოსახლეობას საბიუჯეტო პროცესში ჩართვის მცირე შესაძლებლობა აქვს. “ეს კვლევა ზუსტად ასახავს იმ გარემოებებს, […]

Learn more

კონკურსი: 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო

  ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოსავლენად და იწვევს სურსათის სფეროში მომუშავე ყველა საწარმოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის შესახებ ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში კონკურსი უკვე მეხუთედ ტარდება და მიზნად ისახავს იმ სასურსათო საწარმოების წახალისებას, რომლებიც ასრულებენ  საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს წოდება მიენიჭება კონკურსში […]

Learn more

ევროპის ფონდმა 2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო გამოავლინა

2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს კონკურსის გამარჯვებული შპს გეოპლანტის ოზურგეთის დაფასოების საწარმო გახდა. გამარჯვებული ევროპის ფონდმა 27 აპრილს, „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დაასახელა. კონკურსი „წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ ფონდმა საწარმოებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის წასახალისებლად და ამ სფეროში ევროპულ ნორმებთან მიახლოების მიზნით ჩაატარა. კონკურსის პირობების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში დარგის ექსპერტები საწარმოების მონიტორინგს ახორციელებდნენ და […]

Learn more

კოხლეარული იმპლანტი - ყრუდ ცხოვრების ალტერნატივა

  რეზი ჩეკურიშვილს მშობლებმა 6 თვის ასაკში შეატყვეს, რომ ხმებზე საერთოდ არ რეაგირებდა. ექიმებმა მას მეოთხე ხარისხის სმენაჩლუნგობა დაუდგინეს. ამ დიაგნოზს სასმენი აპარატი არ შველის. ერთადერთი გამოსავალი კოხლეარული იმპლანტაციაა. „წესით, სამშობიაროშივე უნდა გვცოდნოდა ამ დიაგნოზის შესახებ. ისე გავიდა 6 თვე, რომ სმენის პრობლების შესახებ არაფერი ვიცოდით, “- ამბობს ირმა კილაძე, რეზის დედა.   რეზი დღეს […]

Learn more

სადღესასწაულო პროდუქტები სოციალური საწარმოებისგან

  ევროპის ფონდი და სოციალურ საწარმოთა ალიანსი, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მხარდაჭერით, 2018 წლის 4-7 აპრილს,  გუდვილის დიდი დიღმის ჰიპერმარკეტში  (ფარნავაზ მეფის გამზირი #1) გიწვევთ წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე, რომელშიც მონაწილეობას სოციალური საწარმოები მიიღებენ. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება სოციალური საწარმოების მიერ ნაწარმოები სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ხელნაკეთი ნივთები. მომხმარებელს საშუალება ექნება, შეიძინოს ქართული ღვინო „გრემი“ მინარევების გარეშე, სვანური მარილი „ზესხო“, […]

Learn more

ახალი მზიურის სიახლე

  მზიურის პარკს დღეს თუკი რაიმე აცოცხლებს, მზიურის სოციალური კაფეა, თუმცა მას მხოლოდ კაფეს ვერ დავარქმევთ - სოციალური სივრცეა. გვანცა მზიურის კაფეს ბარისტაა. გახსნის დღიდან იქ მუშაობს. გახსნამდე იცოდა პროექტის მისიის შესახებ და არც დაფიქრებულა, ანას პირდაპირ დათანხმდა მუშაობის დაწყებაზე. „კაფეში მუშაობა დიდი ხნის წინ მინდოდა და სიხარულით დავთანხმდი. მგონია, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, […]

Learn more

ბაბალე ონლაინ სივრცეში

  ლია ტაბატაძეს 8 წლის გოგო ჰყავს. ისევე როგორც ბევრ სხვას, სამშობიაროში მასაც ურჩიეს, ბავშვი დაეტოვებინა. ბავშვი დაუნის სინდრომით დაიბადა. დედა ამბობს, რომ  შოკის მიუხედავად, ამაზე წამითაც არ უფიქრია. მაშინვე ინფორმაციის მოძიება და დიაგნოზში გარკვევა დაიწყო. დაუნის სინდრომის შესახებ მანამდე ბევრი არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რომ ასეთი ბავშვების მშობლები შვილების დიაგნოზზე ხმამაღლა არ  საუბრობდნენ. „გაოგნებული […]

Learn more

ცხოვრება C ჰეპატიტით

  ავტორი: ირაკლი იმნაიშვილი *** 2007 წელს, ინტერფერონ თერაპიის პირველი კურსი ჩავიტარე. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა ლონდონის ღვიძლის სნეულებათა ცენტრის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა, ვირუსის დამარცხება მაინც ვერ მოხერხდა. დაავადება მკურნალობის მერე უფრო გააგრესიულდა. ღვიძის დაზიანების ტემპმა იმატა და ვირუსების რაოდენობაც გაიზარდა. ახალი პრეპარატი ხუთ წელიწადში გამოდიოდა ბაზარზე. ჩემი მიზანი იყო, ახალი წამლით მეცადა მკურნალობა […]

Learn more

სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგები

  2017 წლის ოქტომბერში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მიერ სოციალური საწარმოს შექმნის ან არსებული საწარმოს გაუმჯობესების მხარდასაჭერად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფონდში 29 საპროექტო განაცხადი შემოვიდა. 2018 წლის თებერვალში, ფონდმა, დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭოსთან ერთად, დაასრულა განაცხადების განხილვა. პროექტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა: · პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან, ამოცანებთან და პირობებთან; · განმცხადებელი ორგანიზაციისა და პროექტის […]

Learn more

ჭკვიანი ხელი სოციალური მისიისთვის

მარიამს მარცხენა ხელის მტევანი რომ არ განუვითარდებოდა, მშობლებმა ორსულობის მე-12 კვირას უკვე იცოდნენ. დღეს ის 7 წლისაა და განსაკუთრებული გოგოა. მარიამ ნინიაშვილი საქართველოში პირველია, ვისაც ქართველი სტარტაპერების მიერ 3D პრინტერით დამზადებული მაღალტექნოლოგიური ხელი აქვს. ორი წელია Hand4Help-ის აქტიური მოხალისეა, ახალ პროტოტიპებს ირგებს და პროექტს განვითარებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხელითაც შეუძლია თითქმის ყველაფრის კეთება, […]

Learn more

მუზეუმი შეუზღუდავი შესაძლებლობებით

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ მუზეუმში, შეუძლებელია არ იცოდეთ, რას ნიშნავს ექსპონატთან შეხების ცდუნება. სულ უფრო ახლოს მიდიხართ წითელ ხაზთან, მალე მასაც აბიჯებით, რაღაც მომენტში გრძნობთ, როგორ გიახლოვდებათ ზურგსუკან ექსპოზიციის მეთვალყურე, ან უარეს შემთხვევაში, გესმით გამაფრთხილებელი სიგნალი და ეს მოულოდნელად ასრულებს მაგიურ ურთიერთობას თქვენსა და ექსპონატს შორის. თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც ხელოვნების ნიმუშთან შეხება დანაშაული არ […]

Learn more

ტრენინგი სურსათის უვნებლობის საკითხებზე ახალგაზრდული იდეის წევრებისთვის

  24-26 ნოემბერს, „ახალგაზრდული იდეის“ 40-ზე მეტი წევრი დაესწრო ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით. ტრენინგზე, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტები და ევროპის ფონდის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, ახალგაზრდებმა გაიღრმავეს ცოდნა სურსათის უვნებლობის საფუძვლებთან, სურსათის ეტიკეტირებისა და სურსათის საწარმოების მიმართ არსებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ახალგაზრდულ იდეის წევრები მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას თავიანთ თემებში დაბრუნებისთანავე გაუზიარებენ თანატოლებს, რათა ხელი […]

Learn more

ევროპის ფონდმა სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებისთვის ტრენინგ-სემინარები - თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი, ჩაატარა

  საბიუჯეტო საკითხებთან მიმართებით სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გასაზრდელად, ევროპის ფონდმა 17-19 ნოემბერს და 24-26 ნოემბერს ჩაატარა ტრენინგ-სემინარები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, თანამონაწილეობით ბიუჯეტირებასა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგში.   ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროპის ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიუჯეტის გამჭვირვალობის თემას და საბიუჯეტო ხარჯების მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას. ფონდმა უკვე ჩაატარა ტრენინგების კურსი […]

Learn more

ევროპის ფონდი გლობალური მეწარმეობის კვირეულს შეუერთდა

  2017 წლის 13-19 ნოემბერს მსოფლიოს 70-ზე მეტმა ქვეყანამ გლობალური მეწარმეობის კვირეული აღნიშნა. 2014 წლიდან მოყოლებული, ევროპის ფონდი კვირეულს სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება.  წელს ფონდმა კვირეულის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები გამართა:  16 ნოემბერს, სასტუმრო ციტრუსში ჩატარდა სოციალური მეწარმეობის მარკეტინგის მასტერკლასი, რომელსაც სტრატეგიული მარკეტინგისა და კორპორაციული ინოვაციის სპეციალისტი, მირიამ კივანი გაუძღვა. მასტერ კლასში 11 სოციალური საწარმოს 14-მაწარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მასტერკლასის განმავლობაში, თეორიული სესიებისა […]

Learn more

ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ტრენერთა გუნდს ახალი ტრენერები შემოუერთდნენ

  30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ ახალგაზრდული იდეის ტრენერთა ტრენინგს, რომელსაც Youth Bank International-ის წარმომადგენელი, ვერნონ რინგლანდი უძღვებოდა და რომელმაც მათ საშუალება მისცა გაეღრმავებინათ ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, უკეთ გასცნობოდნენ ახალგაზრდული იდეის მეთოდოლოგიას, სამუშაო პრონციპებსა და ღირებულებებს. გადამზადებული ტრენერები შეძლებენ პროგრამასთან თანამშრომლობა განაგრძონ ახლა უკვე ტრენერის როლში და მიღებული ცოდნა და […]

Learn more

ახალგაზრდული იდეის წევრებმა ახალი საგრანტო ციკლის განხორციელება დაიწყეს

ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის – ახალგაზრდული იდეის წევრებმა ახალი საგრანტო ციკლის განხორციელება თავიანთი თემების საჭიროებების შეფასებით დაიწყეს და მცირე საგრანტო კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყეს. მათ უკვე გააცნეს საზოგადოებას ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემები, რომელთა მოგვარების მიზნითაც, უახლოეს მომავალში დაიწყებენ თანატოლების მიერ შემუშავებული ინიციატივების დაფინანსებას.

Learn more

ევროპის ფონდი გლობალური მეწარმეობის კვირეულს აღნიშნავს

2017 წლის 13-19 ნოემბერს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა გლობალური მეწარმეობის კვირეულს აღნიშნავს. გასული წლების მსგავსად, ევროპის ფონდი წელსაც უერთდება კვირეულს შემდეგი ღონისძიებებით: 16 ნოემბერი, 09: 30 – 14:30 სთ. –  სოციალური მეწარმეობის მარკეტინგგის მასტერკლასი, რომელსაც სტრატეგიული  მარკეტინგისა და  კორპორაციული ინოვაციის სპეციალისტი,  მირიამ კივანი ჩაატარებს. ღონისძიება სასტუმრო ციტრუსში (9 აპრილის ქ. N3) გაიმართება. მასტერკლასის ძირითადი ნაწილი დაეთმობა თეორიულ სესიებსა […]

Learn more

Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ შვიდ გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან და დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი). პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ: Sign & Sound – ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან. პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, ხოლო სპიკერი გაახმოვანებს […]

Learn more

ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამას ახალი წევრები შემოუერთდნენ

  ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამას კიდევ 80 ახალი წევრი შემოუერთდა. ახალი წევრების შესარჩევ კონკურსში 500-ზე მეტი დაინტერესებული და მოტივირებული ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას საქართველოს 19 მუნიციპალიტეტიდან. ახალგაზრდული იდეის არსებულ კომიტეტებს კიდევ ერთი – წალკის კომიტეტიც დაემატა. 20-24 ოქტომბერს წყალტუბოში, პროგრამის ახალი წევრებისათვის გაცნობითი სახის ტრენინგი ჩატარდა. ოთხი დღის განმავლობაში, ახალგაზრდები ეცნობოდნენ პროგრამის მეთოდოლოგიასა და მუშაობის პრინციპებს. ტრენინგის […]

Learn more

პროექტის - მწერლები ევროპული ღირებულებებისათვის, პრეზენტაცია

  9 ოქტომბერს სოფ. პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა  პროექტის „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“ პრეზენტაცია, რომელსაც ადგილობრივი ახალგაზრდობა ესწრებოდა. პროექტი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „განათლება ყველა ბავშვს“ ახორციელებს, ევროპის ფონდის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ევროკავშირის შესახებ არსებული უარყოფითი სტერეოტიპების ნგრევას საჯარო ლექციებისა და დისკუსიების მეშვეობით, რომელთაც თანამედროვე ქართველი მწერლები, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი და ლაშა ბუღაძე […]

Learn more

კვლევის - ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, შედეგების პრეზენტაცია

2017 წლის 10  ოქტომბერს ევროპის ფონდმა საზოგადოებას ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასების რიგით მე-5 კვლევის ანგარიში წარუდგინა. კვლევა, რომელსაც CRRC საქართველო ევროპის ფონდის დაკვეთით ყოველ ორ წელიწადში ატარებს, წარმოაჩენს, თუ როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა ევროკავშირის და ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ წლების განმავლობაში. 2017 წელს ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებული ანგარიში ასახავს 2009, 2011, 2013, 2015 და […]

Learn more

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: 2009 – 2017 წლები

2017 წლის 10 ოქტომბერს, 13:00-15:00 საათზე, ევროპის ფონდი გამართავს კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, 2009 – 2017 წლები“. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში (რუსთაველის გამზ. #13, თბილისი). ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია  ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნა და დამოკიდებულება. 2009, 2011, 2013, 2015 და 2017 წლების კვლევების შედეგების […]

Learn more

მოწვევა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

  ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებს თანამონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგის შესახებ ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი გაიმართება ევროპის ფონდის პროგრამის თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფარგლებში და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებას საბიუჯეტო საკითხებთან მიმართებით, რათა გაიზარდოს მათი ინფორმირებული მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში. […]

Learn more

თემატური შეხვედრა - ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში

2017  წლის 21 სექტემბერს, ევროპის ფონდმა თემატურ რეგიონულ შეხვედრას –   ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში, უმასპინძლა თბილისში.  ღონისძიებამ  საქართველოს, სომხეთის, ბულგარეთის, მოლდოვას რუმინეთის, თურქეთის უკრაინის, ირლანდიის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის ლატვიის და პოლონეთი სსამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) წარმომადგენლებს მოუყარა თავი, რომელთაც ახალგაზრდული იდეის (YouthBank) მეთოდოლოგიის გამოყენებით წვლილი შეიტანეს მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის ზრდაში. ღონისძიება […]

Learn more

პროექტის - "ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში" პრეზენტაცია

20 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა პროექტის „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ პრეზენტაცია. პროექტი, რომელსაც  ორგანიზაცია – „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის,“ ახორციელებს, ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების პროგრამების მეშვეობით, საქართველოს სოციალური და კულტურულ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების ინტეგრაციის ხელშეწყობას.  ღონისძიება გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა მიხეილ წერეთელმა, რომელმაც განსხვავებული საჭიროებების […]

Learn more

ევროპის ფონდს გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ევროპის ფონდს ჯილდო გადასცა 2016-2017 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის. ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ფონდი 2009 წლიდან უწყობს ხელს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის ზრდას გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული იდეის მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი ინოვაციური მიდგომაა და  გულისხმობს 7-10 ახალგაზრდისაგან (16-21 წლის) შემდგარი ჯგუფების, ე.წ. ახალგაზრდული იდეის კომიტეტების, […]

Learn more

პროექტი „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“ დაიწყო

ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „განათლება ყველა ბავშვს“ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში პროექტს „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“ განახორციელებს. პროექტი, რომელიც ადილობრივი ორგანიზაციის სტატუსით ევროპის ფონდის საქმიანობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული კამპანიის ნაწილია, ითვალისწინებს საჯარო ლექციებისა და დისკუსიების ციკლს, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ქართველი მწერლები ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ იდენტობას შორის არსებულ კავშირებზე ისაუბრებენ. სხვადასხვა […]

Learn more

ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის წევრებმა საგრანტო ციკლის დასრულება აღნიშნეს და წლის მანძილზე მიღწეული შედეგები შეაჯამეს

ევროპის ფონდის ორგანიზებით, ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოში ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც 3 დღის განმავლობაში, ახალგაზრდული იდეის წევრ ახალგაზრდებს, საქართველოს 20 მუნიციპალიტეტიდან, შესაძლებლობა მიეცათ ერთად აღენიშნათ საგრანტო ციკლის დასრულება და მიღებული გამოცდილება გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის.  ღონისძიების დახურვისას, ახალგაზრდებს ევროპის ფონდის, აშშ-ის საერთაშორისო განვთარების სააგენტოსა (USAID)  და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს […]

Learn more

ანგარიშის - „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება,“ პრეზენტაცია ზუგდიდსა და თელავში

2017 წლის 7 და 9 აგვისტოს ევროპის ფონდი ზუგდიდსა და თელავში გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას: „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“. პრეზენტაციაზე გამომსვლელი შეაფასებს 2016 წელს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობას, გამოყოფს იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას და  წარმოადგენს რეკომენდაციებს ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ანგარიშის […]

Learn more

ქართველი, აფხაზი და ბოსნიელი ახალგაზრდები ერთმანეთს სარაევოში, ლიდერების კონფერენციაზე შეხვდნენ

ფონდის პროექტის – “ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საქართველოში” – ფარგლებში, ახალგაზრდული იდეის წევრები საქართველოდან, მათ შორის აფხაზეთიდან, და ასევე, ბოსნიასა და ჰერცეგოვინადან სარაევოში, ლიდერების კონფერენციაზე შეხვდნენ ერთმანეთს, რათა შეეფასებინათ პროექტის განვლილი საფეხურები და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათგანხორციელებული ადგილობრივი ინიციატივებიდან მიღებული გამოცდილება. მონაწილეებმა ასევე განიხილეს საკითხები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ ახალგაზრდებს მათ თემებში და იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხების გადაჭრა ეროვნული […]

Learn more

ტრენინგი კულტურათაშორის კომუნიკაციაში ახალგაზრდული იდეის წევრებისათვის

სარაევოში დაგეგმილ „ლიდერების კონფერენციაზე”,  ბოსნიელ და აფხაზ თანატოლებთან შეხვედრამდე, ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის წევრები დაესწრნენ კულტურათაშორის კომუნიკაციის ტრენინგს.  ტრენინგი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სტერეოტიპები, მცდარი და დაუსაბუთებელი შეხედულებები, დისკრიმინაცია და ა.შ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ეთნიკური მრავალფეროვნების საფუძველზე განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. ტრენინგი ჩატარდა პროექტის – “ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საქართველოში” – ფარგლებში, რომელსაც ფონდი 2015 […]

Learn more

ახალგაზრდული იდეის წევრებმა საგრანტო ციკლის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად მორიგი შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში გამართეს

მარნეულის ახალგაზრდული იდეის კომიტეტმა, დაფინანსებული ხუთი ახალგაზრდული ინიციატივის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად,  შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ღონისძებას ადგილობრივი სკოლების ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები, ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდები და პროექტის ავტორები ესწრებოდნენ. პროექტების ავტორებს შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ გამოცდილება თანატოლებისათვის და ფართო აუდიტორიისთვის მათი ინიციატივების გახორციელებით მიღწეული შედეგები გაეცნოთ.

Learn more

ახალგაზრდული იდეის წევრები საგრანტო ციკლის განხორციელებას ასრულებენ

საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული იდეის კომიტეტების წევრები საგრანტო ციკლის განხორციელებას ასრულებენ.  წარმატებით დასრულდა ბოლნისის ახალგაზრდული იდეის მიერ დაფინანსებული ხუთი მიკრო პროექტის გახორციელებაც. ამის აღსანიშნავად, ბოლნისის ახალგაზრდული იდეის კომიტეტის წევრებმა შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს, რომელსაც ადგილობრივი სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ. პროექტების ავტორებს შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება თანატოლებისთვის და ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ […]

Learn more

გორის ახალგაზრდული იდეის წევრებმა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლეს

27 ივნისს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტორს წარმომადგენლები ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის – ახალგაზრდული იდეის, წევრებს ეწვივნენ გორში და მათ საქმიანობას გაეცნენ.  ახალგაზრდებმა პროგრამაში მიღებულ გამოცდილებასა და იმ ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც ახალგაზრდული იდეის მიმდინარე წლის საგრანტო ციკლის ფარგლებში დაფინანსდა. გორის ახალგაზრდული იდეა 2010 წელს ჩამოყალიბდა და გორში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობისა და ადგილობრივი თემის […]

Learn more

კონკურსი „2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“

ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს 2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოსავლენად და იწვევს სურსათის სფეროში მომუშავე ყველა საწარმოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის შესახებ ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში კონკურსი უკვე მეოთხედ ტარდება და მიზნად ისახავს იმ სასურსათო საწარმოების წახალისებას, რომლებიც ასრულებენ  საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. „2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ წოდება მიენიჭება კონკურსში მონაწილე […]

Learn more

გამოფენა-გაყიდვა: იყიდე სოციალური საწარმოსგან

17 ივნისს,  ფაბრიკაში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის სოციალურ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ევროპის ფონდისა და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა ქართული სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე 15 სოციალური საწარმოს პროდუქცია – თექა, ტექსტილი, სანთლები, სათამაშოები, სამკაულები და აქსესუარები, სუვენირები, საკვები და ა.შ. იყო წარმოდგენილი, რომელთა პოპულარიზაციასა და გაყიდვაშიც ავსტრალიის რაგბის ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც ჩაერთნენ. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა „ნიჭიერთა ათწლედის” […]

Learn more

ანგარიში: სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება (მიმოხილვა)

ევროპის ფონდის დაკვეთით მომზადდა ანგარიში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“. ანგარიში გამოყოფს იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას სურსათის უვნებლობის სახელწიფო რეგულირების სფეროში და წარმოადგენს რეკომენდაციებს ამ პრობლემების გადასაწყვეტად. იხილეთ ანგარიშის პრეზენტაციის ვიდეო რეპორტაჟი:  

Learn more

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება

2017 წლის 16 ივნისს ევროპის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“. ღონისძიება გაიმართება 09:30-დან 11:35 საათამდე სასტუმრო ჰოლიდეი ინში (26 მაისის მოედანი, #1, თბილისი). პრეზენტაციაზე გამომსვლელები შეაფასებენ 2016 წელს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობას, გამოყოფენ იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების […]

Learn more

Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

25 მაისს, პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში სულ 48 აპლიკაცია შემოვიდა და ჟიურიმ, მათ შორის, რვა საუკეთესო პროექტი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2017 წლის ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტურ ბიზნესგეგმებს შეიმუშავებენ.   Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამასოციალური მეწარმეობის […]

Learn more

დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის პროექტ „რეწვის ხელოვნების“ ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიერ დამზადებული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

დღეს ყველა საუბრობს სამეწარმეო უნარ-ჩვევების ფლობის აუცილებლობაზე. დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის წევრებმა დაამტკიცეს, რომ მეწარმისთვის აუცილებელ უნარებს შესაძლოა ახალგაზრდებიც ფლობდნენ და უფრო მეტიც, ამას თემისთვის სასიკეთოდ იყენებდნენ.  ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის მიერ განხორციელებული პროექტი „რეწვის ხელოვნება“ მიზნად ისახავდა ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის გაზრდას, დედოფლისწყაროში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად. პროექტის ფარგლებში, მოხალისე […]

Learn more

კონკურსის „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ გამარჯვებული გამოვლინდა

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ კონკურსის „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ გამარჯვებულია. ევროპის ფონდმა 2016 წელს უკვე მესამედ გამართა კონკურსი „წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ შესარჩევად, რათა ხელი შეუწყოს სურსათის სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას და წაახალისოს ამ სფეროში ევროპულ ნორმებთან მიახლოება. კონკურსის მონაწილე 7 საწარმოსთან შეთანხმების საფუძველზე, ევროპის ფონდის მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა ერთი წლის […]

Learn more

ტრენინგი ადგილობრივი საჭიროებებით ნაკარნახევი პროექტების მომზადებაში

ევროპის ფონდს მისიის მიღწევაში არა მხოლოდ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა ეხმარება, არამედ თითოეული გრანტი, რომელსაც ის გასცემს საგრანტო მექანიზმის გზით.  ფონდისათვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს  ადგილობრივი საჭიროებებით ნაკარნახევ პროექტებს, რომლებშიც საფუძვლიანად გააზრებულია პრობლემა, მასთან დაკავშირებული გენდერული საკითხები და მისი გადაჭრის გზები.    იმისათვის რომ ევროპის ფონდი  დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ეფექტური და მდგრადი პროექტების დაგეგმვაში, […]

Learn more

„ახალგაზრდული იდეის“ წევრები ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსებას განაგრძობენ

ჩვენი ფონდის „ახალგაზრდების ინტეგრაციის“ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები კვლავ აქტიურად განაგრძობენ მუშაობას თავიანთი გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის. „ახალგაზრდული იდეის“ წევრებმა, თანატოლებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში დააფინანსეს 102 ინიციატივა ისეთ თემებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ადამიანის უფლებები და ა.შ. მათ, დაფინანსებული პროექტების საზოგადოებისათვის გასაცნობად და პროექტების ავტორებისათვის გრანტის გადასაცემად […]

Learn more

უსაფრთხო სკოლაზე ზრუნვით

სკოლა ის ინსტიტუციაა, რომელთანაც მუდმივი შეხება აქვს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.  თამარ მოსიაშვილი, პედაგოგიური საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ კოორდინატორი გახლდათ 2010 წელს ევროპის ფონდის მიერ მხარდაჭერილ პროექტში – „უსაფრთხო სკოლის სამოქალაქო მონიტორინგი“. პროექტის მიზანი იყო მთავრობის მიერ შემუშავებული უსაფრთხო სკოლის პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობა. თამარმა და მისმა კოლეგებმა […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: “თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში” პროექტის შეფასება (განახლებული)

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ კონსულტანტ(ებ)ს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში” – შესაფასებლად. კვლევის მიზანია პროექტის მიღწევების ობიექტური შეფასება, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ხარისხის, შედეგისა და მდგრადობის გათვალისწინებით. დეტალური ინფორმაცია მოწვევის შესახებ იხილეთ დანართში (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე).

Learn more

პროექტის "თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის" დასკვნითი ღონისძიება

2017 წლის 27 თებერვალს ევროპის ფონდმა პროექტის „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ საჯარო ფორუმი და დასკვნითი კონფერენცია გამართა სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში. ევროპის ფონდისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის სტრატეგიის განხორციელების საკოორდინაციო საბჭოს და მისი ახალი სამუშაო ფორმატის შესახებ. […]

Learn more

Social Impact Award - პროგრამა სტუდენტებისათვის სოციალურ მეწარმეობაში

ახალგაზრდებს არაერთი სასიკეთო ცვლილების მოტანა შეუძლიათ საზოგადოებისთვის, მით უფრო, თუკი ისინი აქტიურები არიან და ბევრი საინტერესო იდეა აქვთ. მათ შეუძლიათ ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების მოგვარებას შეუწყონ ხელი და თავადვე შექმნან საკუთარი მომავალი, თუ თავიანთი უნარებისა და ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცემათ. Social Impact Award, სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით სწორედ ასეთი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, რომელმაც სტარტი 9 თებერვალს […]

Learn more

საჯარო ფორუმი: განსახლება, როგორც ეკომიგრაციის პრობლემის გადაწყვეტის მოკლევადიანი სტრატეგია

2017 წლის 1 თებერვალს ევროპის ფონდი გამართავს მეოთხე საჯარო ფორუმს: „განსახლება, როგორც ეკომიგრაციის პრობლემის გადაწყვეტის მოკლევადიანი სტრატეგია“. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო ჰოლიდეი ინში, პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია ფარგლებში“, რომელსაც აფინანსებს დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმის მიზანია ეკომიგრაციის შესახებ დისკუსიის გაგრძელება, კერძოდ, კი განსახლების, როგორც ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთა პრობლემების გადაწყვეტის, მოკლევადიანი სტრატეგიის […]

Learn more

სოციალური მეწარმეობის განვითარებაში გენდერული საკითხების ინტეგრირების მასტერ-კლასი

2017 წლის 23 იანვარს ევროპის ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, გამართა სოციალური მეწარმეობის განვითარებაში გენდერული საკითხების ინტეგრირების მასტერ-კლასი. მასტერ-კლასში მონაწილეობა მიიღეს სოციალურმა მეწარმეებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა 5 ქალაქიდან: თბილისი, ქუთაისი, გორი, ლაგოდეხი და დუშეთი. შეხვედრა ჩატარდა ევროპის ფონდის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ქალთა (და მამაკაცთა) […]

Learn more

საჯარო ფორუმი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში

2017 წლის 24 იანვარს ევროპის ფონდმა გამართა საჯარო ფორუმი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლის თაობაზე საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში. ღონისძიება გაიმართა სასტუმრო რუმსში. საქართველოში მიმდინარე სურსათის უვნებლობის სფეროს რეფორმის წარმატება სხვადასხვა ინსტიტუციების ძალისხმევასა და თანამშრომლობას საჭიროებს, მათ შორისაა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ფორუმი ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს მიეძღვნა, რომლებიც სამინისტროს ყურადღებას საჭიროებს: […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: “თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში” პროექტის შეფასება

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ კონსულტანტ(ებ)ს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში” – შესაფასებლად. კვლევის მიზანია პროექტის მიღწევების ობიექტური შეფასება, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ხარისხის, შედეგისა და მდგრადობის გათვალისწინებით. დეტალური ინფორმაცია მოწვევის შესახებ იხილეთ დანართში (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე).  

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2017 წლის 11 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის გრანტის მისაღებად. ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში სსო-ებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება. იმ შემთხვევაში, თუ 2017 წლის 28 თებერვლამდე წარმოდგენილი განაცხადი არ დაფინანსდა, […]

Learn more

სურსათის უვნებლობის რეგულირება საქართველოში: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს განხორციელებული რეფორმების შეფასება

ევროპის ფონდი იწვევს ექსპერტებს ან ექსპერტთა ჯგუფებს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს სურსათის უვნებლობის  სფეროში განხორციელებული რეფორმების შესაფასებლად, რომლებიც ნაწილობრივ, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში  გატარდა. განცხადების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად.

Learn more

ახალი სატელევიზიო პროგრამა: „ეკომიგრაცია საქართველოში“

2016 წლის 26 დეკემბერს, 21:40 წუთზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში იწყება ახალი სატელევიზიო პროგრამა „ეკომიგრაცია საქართველოში“, რომელიც ევროპის ფონდისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დაკვეთით მომზადდა პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში. სატელევიზიო პროგრამა მოიცავს 15 ეკომიგრანტების საკითხებისა და პრობლემების შესახებ 18-20 წუთიანი დოკუმენტური ფილმების მომზადებას, რომელიც აჭარის ტელევიზიის ეთერით გავა […]

Learn more

ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა საქართველოში: წარმატების ამბავი

2016 წლის 30 სექტემბერს ევროპის ფონდმა დაასრულა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოსა და მოლდოვაში. პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის საკითხებზე მუშაობა რვა წლიწადზე მეტი ხნის წინათ დაიწყო, როცა დაინახა ამ სფეროში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) შესაძლებლობების გაზრდისა […]

Learn more

ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში: ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

2016 წლის 20 დეკემბერს ევროპის ფონდი გამართავს მესამე საჯარო ფორუმს „ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში: ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები“. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო ჰოლიდეი ინში, პროექტის – „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმის მიზანია საქართველოში ეკომიგრაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზის, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, შესახებ დისკუსიის […]

Learn more

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სიტუაციური ანალიზი

2016 წლის 5 დეკემბერს, სასტუმრო ჰოლიდეი ინში ევროპის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ანგარიშის, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სიტუაციური ანალიზი“ პრეზენტაცია. ანალიზის მიზანი იყო, შეეფასებინა ის გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მუშაობენ საქართველოში და განესაზღვრა ის ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე ახდენს გავლენას, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. კვლევის დასკვნები და რეკომენდაციები ემყარება დოკუმენტური მონაცემების ანალიზს […]

Learn more

ტრენინგ-სემინარები ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე

ევროპის ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, გამართა ტრენინგ-სემინარები ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ექვსი თვითმმართველი ქალაქიდან: თბილისი, გორი, ახალციხე, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი. ტრენინგები ორ ციკლად გაიმართა: 7-8 დეკემბერს, თბილისში, სემინარში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისიდან, გორიდან და ახალციხიდან, ხოლო 11-12 დეკემბერს, ბათუმში, სემინარს დაესწრენ […]

Learn more

ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა - განსახლება, პრევენცია

2016 წლის 22 და 25 ნოემბერს, ბორჯომსა და ბათუმში ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა რეგიონული შეხვედრები პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი და ევროპის ფონდი ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და […]

Learn more

ერთიანი ძალისხმევა სოციალური ცვლილებებისათვის

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, 17 ნოემბერს, ევროპის ფონდისა და Impact Hub Tbilisi-ს ორგანიზები თ გაიმართა შეხვედრა – „ერთიანი ძალისხმევა სოციალური ცვლილებებისათვის“. გლობალური მეწარმეობის კვირეული ყოველი წლის ნოემბერში მსოფლიოს 160 ქვეყანაში აღინიშნება, საქართველოს ჩათვლით. კვირეულის ფარგლებში, მეწარმეობის ხელშეწყობისათვის არაერთი ღონისძიება ეწყობა, რაც საშუალებას აძლევს მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს გაეცნონ, დაამყარონ კავშირები, იდეები გააზიარონ და ა.შ. ევროპის ფონდი გლობალური […]

Learn more

ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში: მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების განხილვა

თბილისი, საქართველო – 2016 წლის 1 ივნისს ევროპის ფონდი გამართავს მეორე საჯარო ფორუმს „ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში: მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების განხილვა“. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო ჰოლიდეი ინში ევროპის ფონდისა და დემოკრატიის ინტიტუტის პროექტის ,,ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში. საქართველოს მოსახლეობისთვის განსახლების ადგილის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბოლო პერიოდში ეკომიგრაცია გახდა, რადგან კლიმატის […]

Learn more

პრეზენტაცია ეკომიგრანტების საჭიროებების შესახებ

2016 წლის 25 თებერვალს ევროპის ფონდმა უმასპინძლა ანგარიშის წარდგენას: “ეკომიგრანტები და პოტენციური ეკომიგრანტები საქართველოში: გამოცდილება და თვითშეფასებები.” ჩამოტვირთეთ ანგარიში (ქართულად) ჩამოტვირთეთ შეჯამება (ინგლისურად)  

Learn more

მესამე საჯარო ფორუმი: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი

2016 წლის 14 ივნისს ევროპის ფონდის ორგანიზებით გაიმართება მესამე საჯარო ფორუმი თემაზე: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი. საჯარო ფორუმების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გააქტიურება და ამ გზით საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის ხარჯებზე ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობა. ღონისძიების მსვლელობის დროს საერთაშორისო კონსულტანტი, ოლენა კრილოვა-მიულერი წარმოადგენს კვლევას „საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის […]

Learn more

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ძირითადი ტენდენციები 2009 – 2013 წლებში

2014 წლის 21 იანვარს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამართავს კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ძირითადი ტენდენციები 2009 – 2013 წლებში“ . ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში ასახულია ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება 2013 წლისათვის და ბოლო ოთხი წლის ძირითადი ტენდენციები ამ კუთხით. აღნიშნული კვლევა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით, CRRC […]

Learn more

ანგარიშის პრეზენტაცია - „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში“

2014 წლის 30 აპრილს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში“. ანგარიში წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ესპ-ის) სამოქმედო გეგმის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების მიხედვით საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წელს […]

Learn more

კონკურსის „2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ გამარჯვებული გამოვლინდა

შპს მარშე კონკურსის „2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ გამარჯვებულია იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას სურსათის სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში და წაახალისოს ამ სფეროში ევროპულ ნორმებთან მიახლოება, ევროპის ფონდმა გამართა კონკურსი „2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ შესარჩევად. კონკურსის მონაწილე საწარმოებთან შეთანხმების საფუძველზე, ევროპის ფონდის მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა განახორციელეს თითოეული საწარმოს 3 გაუფრთხილებელი შემოწმება […]

Learn more

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება / 2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო

2016 წლის 18 მაისს ევროპის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“ და, ასევე, კონკურსის „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო პირობების გაცნობას და 2015 წლის წარმატებული მონაწილეების დაჯილდოებას. ღონისძიება გაიმართება 10:00-დან 13:00 საათამდე სასტუმრო თბილისი მარიოტში (რუსთაველის 13). ანგარიშის პრეზენტაციაზე გამომსვლელები შეაფასებენ 2015 წელს სურსათის უვნებლობის […]

Learn more

წინადადებები საქართველოს კანონის პროექტში „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის მიერ ამჟამად განიხილება საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონის პროექტთან დაკავშირებით ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და მისი პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული წინადადებები იხილეთ აქ: Draft Changes with Comments  Comments CSOs 

Learn more

მიმართვა სასურსათო ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმის თაობაზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და მისი პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სასურსათო ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმირების ნელი ტემპის გამო და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, რათა დააჩქაროს რეფორმები ამ სფეროში მომხმარებლის უფლებების დასაცავად. მიმართვის სრული ტექსტი .  

Learn more

წინადადებები საქართველოს კანონის პროექტში „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონის პროექტთან დაკავშირებით ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და მისი პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული წინადადებები იხილეთ აქ: საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინადადებები   კომენტარები კანონპროექტზე 

Learn more

„ახალგაზრდული იდეა“ - გზა ცვლილებებისა და განვითარებისაკენ

ერთმანეთისგან დაშორებულ ორ რეგიონში მცხოვრებ ორ ახალგაზრდას – მესტიის მკვიდრ ვიკა ფილფანს და ლანჩხუთელ ნინო ცეცხლაძეს ერთი რამ აერთიანებთ: ორივენი ევროპის ფონდის „ახალგაზრდული იდეის“ პროგრამის აღზრდილები არიან და ამჟამად, უკვე როგორც პროგრამის ტრენერები, „ახალგაზრდული იდეის“ სხვა მონაწილეებს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. „ახალგაზრდული იდეის“ უნიკალურობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრულიად დამოუკიდებლად, უფროსთა ზედამხედველობის […]

Learn more

სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების კონტროლის შედეგების გამჭვირვალობა - ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის შედარებითი ანალიზი

2016 წლის 21 სექტემბერს ევროპის ფონდმა გამართა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია: „სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების კონტროლის შედეგების გამჭვირვალობა“ (ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის შედარებითი ანალიზი). ანგარიში მიზნად ისახავს, საზოგადოებას გააცნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება სურსათის უვნებლობის კონტროლის კუთხით. კერძოდ კი, როგორ ხდება კონტროლის შედეგების გამოქვეყნება ისე, რომ ზიანი არ მიადგეს მეწარმეთა ინტერესებსა და რეპუტაციას. დანიის, გაერთიანებული სამეფოს, […]

Learn more

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის თაობაზე

2013 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის მომზადება დაიწყო. მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი 2013 წლის ბოლოსთვის მომზადდა, მისი ინიცირება მხოლოდ 2015 წლის ივლისში მოხდა და მიმდინარე მოწვევის პარლამენტმა ისე დაასრულა მუშაობა, რომ კანონპროექტი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის […]

Learn more

ახალი მობილური აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლები გაეცნობიან თბილისში ჩატარებული სურსათის უვნებლობის ინსპექტირების შედეგებს

ევროპის ფონდმა შეიმუშავა მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები გაეცნობიან თბილისის საწარმოებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ინსპექტირების შედეგებს. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნახონ იმ საწარმოების შემოწმების შედეგები, რომელთა პროდუქციის, ან მომსახურების მომხმარებლებიც არიან და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. აპლიკაცია ასევე დაეხმარება მედიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და თავად მეწარმეებს სასურსათო ბიზნესისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურების საქმიანობის მონიტორინგში. კონტროლის შედეგების […]

Learn more

მესამე საჯარო ფორუმი: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი

2016 წლის 14 ივნისს ევროპის ფონდის ორგანიზებით გაიმართა მესამე საჯარო ფორუმი თემაზე: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი. საჯარო ფორუმების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გააქტიურება და ამ გზით საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის ხარჯებზე ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება გაეცნო საერთაშორისო კონსულტანტის ოლენა კრილოვა-მიულერის კვლევას „საქართველოში საჯარო ფინანსების […]

Learn more

საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და სასურსათო ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმა

ბოლო ხანებში არაერთი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების თაობაზე, მათ შორის, სასურსათო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების ნაწილის უსაფუძვლო შეშფოთებას იწვევს და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ უარყოფით განწყობებს აღვივებს. მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც სურსათთან დაკავშირებული რეგულაციების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას, ან გამოთქვამს მოსაზრებას, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა შეცდომაში არ […]

Learn more

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში. ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2015 წლებში

2015 წლის 25 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა კვლევის ანგარიშის  ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2015 წლებში , პრეზენტაცია.  ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში აისახა ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნა და დამოკიდებულება. 2009, 2011, 2013 და 2015 წლების კვლევების შედეგების შედარების საფუძველზე, ანგარიშში ასევე შეფასებულია, თუ როგორ იცვლებოდა მოსახლეობის შეფასებები, მოლოდინები […]

Learn more

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჯარო განცხადება: კანონპროექტი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

2015 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოახდინა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, მომხმარებლების უფლებრივი მდომარეობის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღების, მისი მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით. კანონპროექტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და ეს […]

Learn more

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჯარო განცხადება: კანონპროექტი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

2013 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის მომზადება დაიწყო. მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი 2013 წლის ბოლოსთვის მომზადდა, მისი ინიცირება მხოლოდ 2015 წლის ივლისში მოხდა და მხოლოდ 2016 წლის მარტში მოხდა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. ამა წლის 18 მაისს, დარგობრივი […]

Learn more

საერთაშორისო კონფერენცია სურსათის უვნებლობასა და მომხმარებლის უფლებებზე

2016 წლის 28 ივლისს ევროპის ფონდი გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის გაუმჯობესება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ჭრილში: საქართველოსა და მოლდოვას გამოცდილება“. ღონისძიება გაიმართება 09:00-დან 18:30 საათამდე სასტუმრო რუმსში (თბილისი, კოსტავას 14). ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა […]

Learn more

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში