სიახლეები

მცირე საგრანტო კონკურსი განვითარებადი სათემო ორგანიზაციების გასაძლიერებლად

ევროპის ფონდი იწვევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, აქტუალური სათემო პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.  საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანებია:  ➢ ახლად დაარსებული სსო-ების გაძლიერება მათი ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოებასთან […]

Learn more

ფისკალური გამჭვირვალობა საგანგებო მდგომარეობისას

COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, აიძულა, სწრაფად მიეღო გადაწყვეტილებები საჯარო ფინანსების ხელახალ გადანაწილებასა და პრიორიტეტიზაციაზე, რათა ბიუჯეტი მაქსიმალურად მიმართულიყო კრიზისის პრევენციასა და აღმოფხვრაზე. საგანგებო ვითარების დროს კიდევ უფრო მნიშნვენლოვანი ხდება ფისკალური გამჭვირვალობა, რათა ყველა დაინტერესებული მხარე, მთავრობა, საზოგადოება და სამოქალაქო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ დროულად და სრულყოფილად ინფორმირებული როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ […]

Learn more

დასწრება თუ მონაწილეობა? რა ბარიერი ექმნება შშმ პირს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

26 წლის იურისტი, ესმა გუმბერიძე, კონფერენციებს ხშირად ესწრება. მხედველობა არ აქვს, ამიტომ კარგად იცნობს იმ საკითხებს, რომლებიც უსინათლოებს კონფერენციებში  სრულფასოვანი მონაწილეობისთვის სჭირდებათ. მისი თქმით, შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხებზე ერთი შეხედვით ცნობადობა იზრდება, მაგრამ პირადად მას არაერთხელ ჰქონია კონფერენციის პროცესში ჩართულობის ბარიერი.    „მე პირადად, მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცებში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული საჭიროებები არ მაქვს, ბევრჯერ შემქმნია […]

Learn more

ფსიქიკური პრობლემა - განაჩენი?

ბლოგი: ოლღა კალინა *** საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები სტიგმის, დისკრიმინაციის და ბარიერების წინაშე დგანან. ფსიქიატრიის სერვისებით სარგებლობის ისტორია ან/და ერთხელ დასმულიდიაგნოზი შესაძლოა  ადამიანისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კონკრეტულ მომენტში ფსიქიკური პრობლემა.. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ამ ტიპის გამოცდილებას მალავენ და შედეგად საზოგადოებაში არ არის მაგალითები, […]

Learn more

საზოგადოების ჩართულობა ფისკალური პოლიტიკის შემუშავების პროცესში: ევროპის ფონდი GIFT -ის გლობალურ ქსელთან პარტნიორობას იწყებს

2019 წლის 17 დეკემბერს, ევროპის ფონდმა და გლობალურმა ინიციატივამ ფისკალური გამჭვირვალობისათვის (GIFT) უმასპინძლეს ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ფისკალური პოლიტიკის განხორციელებისას მოქალაქეების ღია და ინკლუზიურ ჩართულობას ემსახურება. ღონისძიებამ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს მოუყარა თავი. საუბარი შედგა საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობასა და GIFT-ის 10 პრინციპზე. ურუგვაისა და სამხრეთ აფრიკის საჯარო და […]

Learn more

პარკი ყველასათვის

ოზურგეთში მცხოვრები ნათია ვაშალომიძე სამოქალაქო პროტესტს მაშინ შეუერთდა, როდესაც ქალაქის მერმა ცენტრში არსებული ერთ-ერთი პარკის შუაგულის მოასფალტება გადაწყვიტა და პროტესტის მიუხედავად, ჩანაფიქრი შეასრულა კიდეც. პარკის შუაში დღეს საავტომობილო გზაა გაყვანილი, თუმცა ნათიას და მისი მეგობრების აქტიურობის შედეგად, ადგილობრივი მთავრობა იძულებული გახდა, ბიუჯეტიდან ქალაქის სამი პარკის რეაბილიტაციის თანხა გამოეყო და ერთ მათგანზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ნათია […]

Learn more

მოზაიკის რჩეული ამბები

რადიო მოზაიკა გორის მუნიციპალიტეტში ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა – აშუქებს ამბებს, რომლებიც უშუალოდ გორის და ირგვლივ მდებარე სოფლების მოსახლეობას და მათ საჭიროებებს ეხება. ევროპის ფონდის მხარდაჭერით, გასული წლიდან მოზაიკა მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული მმართველობის ჩამოყალიბებას ეხმარება. „მზად ვართ, წავახალისოთ ხელისუფლება საჭირო საქმის კეთებისას და ასევე, გავაკრიტიკოთ გადაცდომის ან გულგრილობის შემთხვევაში,“- ამბობს მოზაიკის დირექტორი.  პანდემიის […]

Learn more

მოწვევა სამოქალაქო საზოგადოებისორგანიზაციებისათვის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად: სოციალური სერვისების საჭიროების შეფასება, დაგეგმვა და ღირებულების განსაზღვრა

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც შეეხება სოციალური სერვისების საჭიროებების შეფასებას, მათ დაგეგმვასა და ღირებულების განსაზღვრას. ტრენინგები მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე სოციალური სერვისების საჭიროებათა განსაზღვრასა და შემდგომ ადვოკატირებაში, რათა გაიზარდოს მათი ინფორმირებული მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შემუშავებაში. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა თანდართული განაცხადის შევსებული ფორმა უნდა […]

Learn more

მოწვევა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის დისტანციურ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად:

სამოქალაქო საბიუჯეტო ზედამხედველობა და საბიუჯეტო ადვოკატირება სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობა ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც შეეხება (1) სამოქალაქო საბიუჯეტო ზედამხედველობას და საბიუჯეტო ადვოკატირებას და (2) სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობას. ტრენინგები იმართება ევროპის ფონდის პროგრამის თანამონაწილეობა და […]

Learn more

საჯარო ფინანსების გამოყენება შშმ პირთა ინკლუზიისა და თანამონაწილეობისათვის

  სახელმწიფოს მიერ დახარჯული სახსრები შშმ პირთა რეალური ინტეგრაციისთვის სასურველ შედეგს არ იძლევა - ეს გამოიკვეთა ბიუჯეტის კვლევის ანგარიშში, რომელიც ვროპის ფონდმა 2019 წლის 16 მაისს წარმოადგინა. ანგარიში ფონდის მიერ მოწვეულმა კონსულტანტმა ალექს კოტემ, ექსპერტ მიხეილ კუკავასთან ერთად მოამზადა. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა საქართველოს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტი შშმ თემის საჭიროებებთან მიმართებაში. დოკუმენტში გამოწვევად […]

Learn more

სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსება: საქართველოს რეალობა და პერსპექტივები

8 ნოემბერს, 13:30 საათზე, სასტუმრო რედისონში, ევროპის ფონდი უმასპინძლებს პრეზენტაციას „სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსება: საქართველოს რეალობა და გამოწვევები“. პრეზენტაციას წარმოადგენს დამოუკიდებელი კონსულტანტი ჯემა პინოლ პუიგი, რომელმაც ანგარიში ევროპის ფონდის დაკვეთით მოამზადა. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები.   კონსულტანტმა შეისწავლა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პრაქტიკა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, […]

Learn more

საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდასაჭერად

ევროპის ფონდი განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საგრანტო მხარდაჭერას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინიციატივების განსახორციელებლად და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნით, ევროპის ფონდი პროგრამის თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათემო ჯგუფების, სსოე-ბისა და […]

Learn more

არაფერი ჩვენთვის ჩვენს გარეშე

„ტრავმამ ყველაფერი ერთ დღეში შეცვალა. მე თვითონ აღმოვჩნდი საზოგადოების სხვა მხარეს, ანუ იმ სეგრეგირებულ ნაწილში, სადაც ჩემივე წარმოდგენით, იყვნენ სხვები,“- ეს სიტყვები გიორგი ახმეტელისაა. გიორგი ეტლით სარგებლობს და დღეს შშმ პირთა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ორგანიზაციას „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" ხელმძღვანელობს.  „საქართველოში გარემო პრაქტიკულად არ გიტოვებს შანსს, რომ საზოგადოებას დაუბრუნდე ისეთი, როგორიც ხარ, რადგან ამაში უამრავი […]

Learn more

პროგრესის სახლი გურიაში

  „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“, გურიის ყველაზე მსხვილი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, დიდი ხანია გაცდა თავისი სახელწოდების ქვეშ მოქცეულ შინაარსს - „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ დამფუძნებლები აღარც ახალგაზრდები არიან და აღარც მეცნიერები. წლებია გურიის ყველაზე მსხვილ და გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციას უძღვებიან და მათი მიზანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ხელშეწყობაა. სამოქალაქო საზოგადოების წევრ სხვა […]

Learn more

ბათუმის უპასუხო წერილები

  მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტი საქართველოში ყველაზე მსხვილი ადმინისტრაციული ერთეულია  - 158, 800 მოსახლით. ამ მოქალაქეებიდან ნებისმიერს ბათუმის მუნიციპალიტეტისგან რაიმე საკითხზე საჯარო ინფორმაცია რომ დასჭირდეს, არსებობს (I) 15%-იანი ალბათობა იმისა, რომ პასუხს საერთოდ ვერ მიიღებს; (II) 7%-იანი  ალბათობა იმისა, რომ მიიღებს, მაგრამ არასრულყოფილად და (III) 66% პროცენტიანი ალბათობა, რომ სრულყოფილად მიღებს, მაგრამ 10 დღიანი […]

Learn more

ამხანაგობა დევნილობაში

  საქართველოში დღეს 88, 542 იძულებით გადაადგილებული ოჯახია აღრიცხული. აქედან,  90-იანი წლებიდან დღემდე, სახელმწიფომ მხოლოდ 35, 341 ოჯახი დააკმაყოფილა საცხოვრებლით.  53,201 ოჯახი კი ისევ ელოდება ქვეყნისგან თავშესაფარს (წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო, „დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი“, იანვარი, 2017 წელი, გვ. 18). დევნილების განაწილება და განსახლება სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ქულების […]

Learn more

თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება - დემოკრატიის აუცილებელი კომპონენტი

  2017 წლის „ღია ბიუჯეტის კვლევის“ მიხედვით საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსი საკმაოდ მაღალია - 100 ქულიანი შეფასების სისტემაში 82-ე ადგილს იკავებს და 2015 წელთან შედარებით 16 პუნქტით არის გაუმჯობესებული. იგივე კვლევის მიხედვით, საზოგადოების მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში 22 ქულითაა შეფასებული, რაც ნიშნავს, რომ  მოსახლეობას საბიუჯეტო პროცესში ჩართვის მცირე შესაძლებლობა აქვს. “ეს კვლევა ზუსტად ასახავს იმ გარემოებებს, […]

Learn more

ევროპის ფონდმა სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებისთვის ტრენინგ-სემინარები - თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი, ჩაატარა

  საბიუჯეტო საკითხებთან მიმართებით სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გასაზრდელად, ევროპის ფონდმა 17-19 ნოემბერს და 24-26 ნოემბერს ჩაატარა ტრენინგ-სემინარები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, თანამონაწილეობით ბიუჯეტირებასა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგში.   ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროპის ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიუჯეტის გამჭვირვალობის თემას და საბიუჯეტო ხარჯების მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას. ფონდმა უკვე ჩაატარა ტრენინგების კურსი […]

Learn more

მოწვევა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

  ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებს თანამონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგის შესახებ ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი გაიმართება ევროპის ფონდის პროგრამის თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფარგლებში და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებას საბიუჯეტო საკითხებთან მიმართებით, რათა გაიზარდოს მათი ინფორმირებული მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში. […]

Learn more

უსაფრთხო სკოლაზე ზრუნვით

სკოლა ის ინსტიტუციაა, რომელთანაც მუდმივი შეხება აქვს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.  თამარ მოსიაშვილი, პედაგოგიური საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ კოორდინატორი გახლდათ 2010 წელს ევროპის ფონდის მიერ მხარდაჭერილ პროექტში – „უსაფრთხო სკოლის სამოქალაქო მონიტორინგი“. პროექტის მიზანი იყო მთავრობის მიერ შემუშავებული უსაფრთხო სკოლის პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობა. თამარმა და მისმა კოლეგებმა […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: “თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში” პროექტის შეფასება (განახლებული)

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ კონსულტანტ(ებ)ს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში” – შესაფასებლად. კვლევის მიზანია პროექტის მიღწევების ობიექტური შეფასება, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ხარისხის, შედეგისა და მდგრადობის გათვალისწინებით. დეტალური ინფორმაცია მოწვევის შესახებ იხილეთ დანართში (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე).

Learn more

პროექტის "თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის" დასკვნითი ღონისძიება

2017 წლის 27 თებერვალს ევროპის ფონდმა პროექტის „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ საჯარო ფორუმი და დასკვნითი კონფერენცია გამართა სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში. ევროპის ფონდისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის სტრატეგიის განხორციელების საკოორდინაციო საბჭოს და მისი ახალი სამუშაო ფორმატის შესახებ. […]

Learn more

საჯარო ფორუმი: განსახლება, როგორც ეკომიგრაციის პრობლემის გადაწყვეტის მოკლევადიანი სტრატეგია

2017 წლის 1 თებერვალს ევროპის ფონდი გამართავს მეოთხე საჯარო ფორუმს: „განსახლება, როგორც ეკომიგრაციის პრობლემის გადაწყვეტის მოკლევადიანი სტრატეგია“. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო ჰოლიდეი ინში, პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია ფარგლებში“, რომელსაც აფინანსებს დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმის მიზანია ეკომიგრაციის შესახებ დისკუსიის გაგრძელება, კერძოდ, კი განსახლების, როგორც ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთა პრობლემების გადაწყვეტის, მოკლევადიანი სტრატეგიის […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: “თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში” პროექტის შეფასება

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ კონსულტანტ(ებ)ს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში” – შესაფასებლად. კვლევის მიზანია პროექტის მიღწევების ობიექტური შეფასება, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ხარისხის, შედეგისა და მდგრადობის გათვალისწინებით. დეტალური ინფორმაცია მოწვევის შესახებ იხილეთ დანართში (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე).  

Learn more

ახალი სატელევიზიო პროგრამა: „ეკომიგრაცია საქართველოში“

2016 წლის 26 დეკემბერს, 21:40 წუთზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში იწყება ახალი სატელევიზიო პროგრამა „ეკომიგრაცია საქართველოში“, რომელიც ევროპის ფონდისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დაკვეთით მომზადდა პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში. სატელევიზიო პროგრამა მოიცავს 15 ეკომიგრანტების საკითხებისა და პრობლემების შესახებ 18-20 წუთიანი დოკუმენტური ფილმების მომზადებას, რომელიც აჭარის ტელევიზიის ეთერით გავა […]

Learn more

ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში: ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

2016 წლის 20 დეკემბერს ევროპის ფონდი გამართავს მესამე საჯარო ფორუმს „ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში: ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები“. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო ჰოლიდეი ინში, პროექტის – „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმის მიზანია საქართველოში ეკომიგრაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზის, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, შესახებ დისკუსიის […]

Learn more

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სიტუაციური ანალიზი

2016 წლის 5 დეკემბერს, სასტუმრო ჰოლიდეი ინში ევროპის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ანგარიშის, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სიტუაციური ანალიზი“ პრეზენტაცია. ანალიზის მიზანი იყო, შეეფასებინა ის გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მუშაობენ საქართველოში და განესაზღვრა ის ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე ახდენს გავლენას, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. კვლევის დასკვნები და რეკომენდაციები ემყარება დოკუმენტური მონაცემების ანალიზს […]

Learn more

ტრენინგ-სემინარები ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე

ევროპის ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, გამართა ტრენინგ-სემინარები ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ექვსი თვითმმართველი ქალაქიდან: თბილისი, გორი, ახალციხე, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი. ტრენინგები ორ ციკლად გაიმართა: 7-8 დეკემბერს, თბილისში, სემინარში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისიდან, გორიდან და ახალციხიდან, ხოლო 11-12 დეკემბერს, ბათუმში, სემინარს დაესწრენ […]

Learn more

ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა - განსახლება, პრევენცია

2016 წლის 22 და 25 ნოემბერს, ბორჯომსა და ბათუმში ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა რეგიონული შეხვედრები პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი და ევროპის ფონდი ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და […]

Learn more

ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში: მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების განხილვა

თბილისი, საქართველო – 2016 წლის 1 ივნისს ევროპის ფონდი გამართავს მეორე საჯარო ფორუმს „ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში: მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების განხილვა“. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო ჰოლიდეი ინში ევროპის ფონდისა და დემოკრატიის ინტიტუტის პროექტის ,,ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში. საქართველოს მოსახლეობისთვის განსახლების ადგილის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბოლო პერიოდში ეკომიგრაცია გახდა, რადგან კლიმატის […]

Learn more

პრეზენტაცია ეკომიგრანტების საჭიროებების შესახებ

2016 წლის 25 თებერვალს ევროპის ფონდმა უმასპინძლა ანგარიშის წარდგენას: “ეკომიგრანტები და პოტენციური ეკომიგრანტები საქართველოში: გამოცდილება და თვითშეფასებები.” ჩამოტვირთეთ ანგარიში (ქართულად) ჩამოტვირთეთ შეჯამება (ინგლისურად)  

Learn more

მესამე საჯარო ფორუმი: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი

2016 წლის 14 ივნისს ევროპის ფონდის ორგანიზებით გაიმართება მესამე საჯარო ფორუმი თემაზე: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი. საჯარო ფორუმების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გააქტიურება და ამ გზით საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის ხარჯებზე ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობა. ღონისძიების მსვლელობის დროს საერთაშორისო კონსულტანტი, ოლენა კრილოვა-მიულერი წარმოადგენს კვლევას „საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის […]

Learn more

მესამე საჯარო ფორუმი: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი

2016 წლის 14 ივნისს ევროპის ფონდის ორგანიზებით გაიმართა მესამე საჯარო ფორუმი თემაზე: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი. საჯარო ფორუმების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გააქტიურება და ამ გზით საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის ხარჯებზე ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება გაეცნო საერთაშორისო კონსულტანტის ოლენა კრილოვა-მიულერის კვლევას „საქართველოში საჯარო ფინანსების […]

Learn more

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში