სიახლეები

„ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2019 წლებში“ - ევროპის ფონდის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

  23 სექტემბერს, ევროპის ფონდმა „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“კვლევის ანგარიში წარმოადგინა. გამოკითხვას ევროპის ფონდი 2009 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევა წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და  მაქსიმალურად იდენტური კითხვარის გამოყენებით ტარდება, რათა საშუალება მოგვეცეს შევაფასოთ რამდენად იცვლება საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და მოლოდინები ევროკავშირის, საქართველო-ევროკავშირის  ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.  […]

Learn more

წყალი სასრულით

  ზღვა კოვზით დაილიაო *** „ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ საქართველოში ბევრი წყალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მართვა არ სჭირდება. არსებული რესურსი, ტემპერატურის მატებასთან ერთად, იკლებს და გადანაწილებაც არათანაბარია (წყლის 75% დასავლეთ საქართველოშია). ეს უკვე ცხადყოფს, რომ წყლის რესურსებს რაციონალური და მდგრადი გამოყენება სჭირდება და ამისათვის გარკვეული სტრატეგიაა საჭირო,“ - ამბობს მარიამ მაკაროვა, სოფლის […]

Learn more

ადამიანები ოკუპაციის ხაზთან

  გელა მჭედლიძე ფეხბურთის მწვრთნელია სოფელ აბანოში. ბავშვებს სკოლის ტერიტორიაზე, ახლადგარემონტებულ სტადიონზე ავარჯიშებს. სამსახურში მეზობელი სოფლიდან, კოდადან, დადის. კოდა ოკუპაციის ხაზთანაა და იქ 50 ოჯახი ცხოვრობს.  „აი, იმ შავ წერტილს ხომ ხედავთ, რუსი ჯარისკაცები არიან. ყოველდღე ჩავუვლი ხოლმე, ხანდახან ბავშვებთან ერთად, მაგრამ არაფერს მეუბნებიან. მართალი გითხრათ, დაჭერილი რომ ვიყავი და გამოცდილება მაქვს, აღარც მეშინია,“- ამბობს […]

Learn more

ევროპის ფონდმა დაასრულა 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს შესარჩევი კონკურსი

ევროპის ფონდმა დაასრულა „2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ შესარჩევი კონკურსი. მონაწილე საწარმოების მიერ კონკურსის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, კონკურსის ვერცერთმა მონაწილემ შეძლო კონკურსის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესაბამისი ცვლილებების სრულად დანერგვა.  ამის გათვალისწინებით, 2018 წელს ფონდმა კონკურსის გამარჯვებული არ გამოავლინა. კონკურსი „წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ ევროპის ფონდმა საქართველოში მოქმედ საწარმოებში სურსათის უვნებლობის ევროპულ ნორმებთან მიახლოების […]

Learn more

მოწვევა გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძურების თემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიის განსახორციელებლად

  ევროპის ფონდი ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში იწვევს ხელოვანთა ჯგუფებს/ხელოვანებს განაცხადების წარსადგენად, რომელიც დაეხმარება ფონდს გარემოს დაცვისა და ჰაერის ხარისხის კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევების დაძლევაში, კერძოდ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებრივი ქცევის შეცვლაში. პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და ჰაერის ხარისხის შესახებ, რათა საზოგადოების აქტიურობით და სამოქალაქო ჩართულობით ხელი შევუწყოთ მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების […]

Learn more

ვჭამთ - ესე იგი გვადარდებს

  ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენის შედეგად, 2018 წლის იანვრიდან-სექტემბრამდე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაახლოებით 85, 000 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა. ხორცის საწარმოები მაღალი რისკის მწარმოებლები არიან და ამიტომ სახელმწიფო მათ სხვა აუცილებელ ნორმებთან ერთად, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვას სთხოვს. HACCP-ი გულისხმობს წარმოების პროცესში ისეთ წერტილების გამოვლენას, რომლებზეც დაბინძურების მაღალი […]

Learn more

საგრანტო კონკურსი: გარემოს დაცვა და ჰაერის დაბინძურება

ევროპის ფონდი ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია სათემო ჯგუფების, სსო-ებისა და მედია საშუალებების ეფექტური ჩართულობის მხარდაჭერა გარემოს დაცვისა და ჰაერის ხარისხის კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების ადვოკატირებისა და წახალისების და გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძურების გარშემო საზოგადოებრივი ქცევის ცვლილებისა და საჯარო დისკუსიების ხელშეწყობის […]

Learn more

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება ჰაერის ხარისხის კუთხით

  ევროპის ფონდის ორგანიზებით შედგა დისკუსია თემაზე: ჰაერის ხარისხის კუთხით საქარათველოში არსებული ძირითადი გამოწვევები  – საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კანონმდებლობა და საჯარო პოლიტიკა.   ევროპის ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიზანი იყო, შემდგარიყო დისკუსია საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თემაზე, კერძოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპული პრაქტიკის დროულად და ეფექტურად დანერგვა გარემოსდაცვითი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორისა […]

Learn more

საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში

ევროპის ფონდი განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საგრანტო მხარდაჭერას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინიციატივების განსახორციელებლად და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნით, ევროპის ფონდი ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია სათემო ჯგუფების, სსო-ებისა და მედია საშუალებების ეფექტური ჩართულობის მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების დაგეგმვისა […]

Learn more

ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება შეაფასა

  2018 წლის 14 სექტემბერს ევროპის ფონდმა საზოგადოებას ანგარიში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფ რეგულირება:  საქართველოს ხელისუფლების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“ წარუდგინა. ანგარიში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა. როგორც წინა წლებში, წლევანდელ ანგარიშშიც შეფასებულია სანიტარული და ფიტოსანიტარული სფეროს რეგულირების კუთხით ხელისუფლების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობა, გამოყოფილია პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას და  წარმოდგენილია რეკომენდაციები […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად სურსათის საწარმოთა შესამოწმებლად

ევროპის ფონდი იწვევს სპეციალისტებს იმ სურსათის საწარმოების სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებთან მიმართებაში შესამოწმებლად, რომლებიც მონაწილეობენ ევროპის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ (საკონკურსო განცხადება და კონკურსის მონაწილე საწარმოთა ჩამონათვალი იხილეთ დანართ 1-სა და დანართ 2-ში). შესასრულებელი სამუშაო ან დავალება სპეციალისტებმა წლის განმავლობაში უნდა განახორციელონ კონკურსის მონაწილე საწარმოების სამჯერ გაუფრთხილებლად შემოწმება. სპეციალისტებმა […]

Learn more

კონკურსი: 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო

  ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოსავლენად და იწვევს სურსათის სფეროში მომუშავე ყველა საწარმოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის შესახებ ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში კონკურსი უკვე მეხუთედ ტარდება და მიზნად ისახავს იმ სასურსათო საწარმოების წახალისებას, რომლებიც ასრულებენ  საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს წოდება მიენიჭება კონკურსში […]

Learn more

ევროპის ფონდმა 2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო გამოავლინა

2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს კონკურსის გამარჯვებული შპს გეოპლანტის ოზურგეთის დაფასოების საწარმო გახდა. გამარჯვებული ევროპის ფონდმა 27 აპრილს, „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დაასახელა. კონკურსი „წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ ფონდმა საწარმოებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის წასახალისებლად და ამ სფეროში ევროპულ ნორმებთან მიახლოების მიზნით ჩაატარა. კონკურსის პირობების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში დარგის ექსპერტები საწარმოების მონიტორინგს ახორციელებდნენ და […]

Learn more

კვლევის - ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, შედეგების პრეზენტაცია

2017 წლის 10  ოქტომბერს ევროპის ფონდმა საზოგადოებას ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასების რიგით მე-5 კვლევის ანგარიში წარუდგინა. კვლევა, რომელსაც CRRC საქართველო ევროპის ფონდის დაკვეთით ყოველ ორ წელიწადში ატარებს, წარმოაჩენს, თუ როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა ევროკავშირის და ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ წლების განმავლობაში. 2017 წელს ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებული ანგარიში ასახავს 2009, 2011, 2013, 2015 და […]

Learn more

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: 2009 – 2017 წლები

2017 წლის 10 ოქტომბერს, 13:00-15:00 საათზე, ევროპის ფონდი გამართავს კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, 2009 – 2017 წლები“. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში (რუსთაველის გამზ. #13, თბილისი). ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია  ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნა და დამოკიდებულება. 2009, 2011, 2013, 2015 და 2017 წლების კვლევების შედეგების […]

Learn more

ანგარიშის - „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება,“ პრეზენტაცია ზუგდიდსა და თელავში

2017 წლის 7 და 9 აგვისტოს ევროპის ფონდი ზუგდიდსა და თელავში გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას: „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“. პრეზენტაციაზე გამომსვლელი შეაფასებს 2016 წელს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობას, გამოყოფს იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას და  წარმოადგენს რეკომენდაციებს ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ანგარიშის […]

Learn more

კონკურსი „2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“

ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს 2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოსავლენად და იწვევს სურსათის სფეროში მომუშავე ყველა საწარმოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის შესახებ ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში კონკურსი უკვე მეოთხედ ტარდება და მიზნად ისახავს იმ სასურსათო საწარმოების წახალისებას, რომლებიც ასრულებენ  საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. „2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ წოდება მიენიჭება კონკურსში მონაწილე […]

Learn more

ანგარიში: სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება (მიმოხილვა)

ევროპის ფონდის დაკვეთით მომზადდა ანგარიში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“. ანგარიში გამოყოფს იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას სურსათის უვნებლობის სახელწიფო რეგულირების სფეროში და წარმოადგენს რეკომენდაციებს ამ პრობლემების გადასაწყვეტად. იხილეთ ანგარიშის პრეზენტაციის ვიდეო რეპორტაჟი:  

Learn more

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება

2017 წლის 16 ივნისს ევროპის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“. ღონისძიება გაიმართება 09:30-დან 11:35 საათამდე სასტუმრო ჰოლიდეი ინში (26 მაისის მოედანი, #1, თბილისი). პრეზენტაციაზე გამომსვლელები შეაფასებენ 2016 წელს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობას, გამოყოფენ იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების […]

Learn more

კონკურსის „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ გამარჯვებული გამოვლინდა

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ კონკურსის „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ გამარჯვებულია. ევროპის ფონდმა 2016 წელს უკვე მესამედ გამართა კონკურსი „წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ შესარჩევად, რათა ხელი შეუწყოს სურსათის სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას და წაახალისოს ამ სფეროში ევროპულ ნორმებთან მიახლოება. კონკურსის მონაწილე 7 საწარმოსთან შეთანხმების საფუძველზე, ევროპის ფონდის მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა ერთი წლის […]

Learn more

საჯარო ფორუმი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში

2017 წლის 24 იანვარს ევროპის ფონდმა გამართა საჯარო ფორუმი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლის თაობაზე საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში. ღონისძიება გაიმართა სასტუმრო რუმსში. საქართველოში მიმდინარე სურსათის უვნებლობის სფეროს რეფორმის წარმატება სხვადასხვა ინსტიტუციების ძალისხმევასა და თანამშრომლობას საჭიროებს, მათ შორისაა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ფორუმი ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს მიეძღვნა, რომლებიც სამინისტროს ყურადღებას საჭიროებს: […]

Learn more

სურსათის უვნებლობის რეგულირება საქართველოში: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს განხორციელებული რეფორმების შეფასება

ევროპის ფონდი იწვევს ექსპერტებს ან ექსპერტთა ჯგუფებს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს სურსათის უვნებლობის  სფეროში განხორციელებული რეფორმების შესაფასებლად, რომლებიც ნაწილობრივ, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში  გატარდა. განცხადების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად.

Learn more

ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა საქართველოში: წარმატების ამბავი

2016 წლის 30 სექტემბერს ევროპის ფონდმა დაასრულა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოსა და მოლდოვაში. პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის საკითხებზე მუშაობა რვა წლიწადზე მეტი ხნის წინათ დაიწყო, როცა დაინახა ამ სფეროში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) შესაძლებლობების გაზრდისა […]

Learn more

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ძირითადი ტენდენციები 2009 – 2013 წლებში

2014 წლის 21 იანვარს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამართავს კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ძირითადი ტენდენციები 2009 – 2013 წლებში“ . ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში ასახულია ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება 2013 წლისათვის და ბოლო ოთხი წლის ძირითადი ტენდენციები ამ კუთხით. აღნიშნული კვლევა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით, CRRC […]

Learn more

ანგარიშის პრეზენტაცია - „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში“

2014 წლის 30 აპრილს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში“. ანგარიში წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ესპ-ის) სამოქმედო გეგმის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების მიხედვით საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წელს […]

Learn more

კონკურსის „2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ გამარჯვებული გამოვლინდა

შპს მარშე კონკურსის „2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ გამარჯვებულია იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას სურსათის სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში და წაახალისოს ამ სფეროში ევროპულ ნორმებთან მიახლოება, ევროპის ფონდმა გამართა კონკურსი „2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ შესარჩევად. კონკურსის მონაწილე საწარმოებთან შეთანხმების საფუძველზე, ევროპის ფონდის მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა განახორციელეს თითოეული საწარმოს 3 გაუფრთხილებელი შემოწმება […]

Learn more

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება / 2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო

2016 წლის 18 მაისს ევროპის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“ და, ასევე, კონკურსის „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო პირობების გაცნობას და 2015 წლის წარმატებული მონაწილეების დაჯილდოებას. ღონისძიება გაიმართება 10:00-დან 13:00 საათამდე სასტუმრო თბილისი მარიოტში (რუსთაველის 13). ანგარიშის პრეზენტაციაზე გამომსვლელები შეაფასებენ 2015 წელს სურსათის უვნებლობის […]

Learn more

წინადადებები საქართველოს კანონის პროექტში „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის მიერ ამჟამად განიხილება საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონის პროექტთან დაკავშირებით ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და მისი პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული წინადადებები იხილეთ აქ: Draft Changes with Comments  Comments CSOs 

Learn more

მიმართვა სასურსათო ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმის თაობაზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და მისი პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სასურსათო ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმირების ნელი ტემპის გამო და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, რათა დააჩქაროს რეფორმები ამ სფეროში მომხმარებლის უფლებების დასაცავად. მიმართვის სრული ტექსტი .  

Learn more

წინადადებები საქართველოს კანონის პროექტში „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონის პროექტთან დაკავშირებით ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და მისი პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული წინადადებები იხილეთ აქ: საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინადადებები   კომენტარები კანონპროექტზე 

Learn more

სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების კონტროლის შედეგების გამჭვირვალობა - ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის შედარებითი ანალიზი

2016 წლის 21 სექტემბერს ევროპის ფონდმა გამართა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია: „სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების კონტროლის შედეგების გამჭვირვალობა“ (ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის შედარებითი ანალიზი). ანგარიში მიზნად ისახავს, საზოგადოებას გააცნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება სურსათის უვნებლობის კონტროლის კუთხით. კერძოდ კი, როგორ ხდება კონტროლის შედეგების გამოქვეყნება ისე, რომ ზიანი არ მიადგეს მეწარმეთა ინტერესებსა და რეპუტაციას. დანიის, გაერთიანებული სამეფოს, […]

Learn more

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის თაობაზე

2013 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის მომზადება დაიწყო. მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი 2013 წლის ბოლოსთვის მომზადდა, მისი ინიცირება მხოლოდ 2015 წლის ივლისში მოხდა და მიმდინარე მოწვევის პარლამენტმა ისე დაასრულა მუშაობა, რომ კანონპროექტი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის […]

Learn more

ახალი მობილური აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლები გაეცნობიან თბილისში ჩატარებული სურსათის უვნებლობის ინსპექტირების შედეგებს

ევროპის ფონდმა შეიმუშავა მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები გაეცნობიან თბილისის საწარმოებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ინსპექტირების შედეგებს. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნახონ იმ საწარმოების შემოწმების შედეგები, რომელთა პროდუქციის, ან მომსახურების მომხმარებლებიც არიან და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. აპლიკაცია ასევე დაეხმარება მედიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და თავად მეწარმეებს სასურსათო ბიზნესისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურების საქმიანობის მონიტორინგში. კონტროლის შედეგების […]

Learn more

საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და სასურსათო ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმა

ბოლო ხანებში არაერთი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების თაობაზე, მათ შორის, სასურსათო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების ნაწილის უსაფუძვლო შეშფოთებას იწვევს და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ უარყოფით განწყობებს აღვივებს. მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც სურსათთან დაკავშირებული რეგულაციების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას, ან გამოთქვამს მოსაზრებას, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა შეცდომაში არ […]

Learn more

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში. ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2015 წლებში

2015 წლის 25 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა კვლევის ანგარიშის  ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2015 წლებში , პრეზენტაცია.  ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში აისახა ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნა და დამოკიდებულება. 2009, 2011, 2013 და 2015 წლების კვლევების შედეგების შედარების საფუძველზე, ანგარიშში ასევე შეფასებულია, თუ როგორ იცვლებოდა მოსახლეობის შეფასებები, მოლოდინები […]

Learn more

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჯარო განცხადება: კანონპროექტი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

2015 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოახდინა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, მომხმარებლების უფლებრივი მდომარეობის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღების, მისი მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით. კანონპროექტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და ეს […]

Learn more

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჯარო განცხადება: კანონპროექტი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

2013 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის მომზადება დაიწყო. მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი 2013 წლის ბოლოსთვის მომზადდა, მისი ინიცირება მხოლოდ 2015 წლის ივლისში მოხდა და მხოლოდ 2016 წლის მარტში მოხდა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. ამა წლის 18 მაისს, დარგობრივი […]

Learn more

საერთაშორისო კონფერენცია სურსათის უვნებლობასა და მომხმარებლის უფლებებზე

2016 წლის 28 ივლისს ევროპის ფონდი გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის გაუმჯობესება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ჭრილში: საქართველოსა და მოლდოვას გამოცდილება“. ღონისძიება გაიმართება 09:00-დან 18:30 საათამდე სასტუმრო რუმსში (თბილისი, კოსტავას 14). ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა […]

Learn more

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში