სიახლეები

გაიცანით ახალგაზრდული იდეის წევრები: ათუკა სამადალაშვილი

ათუკა სამადალაშვილი გორის ახალგაზრდული იდეის წევრია, 16 წლის. მეშვიდე კლასიდან აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ ახალგაზრდულ პროექტებში. ევროპის ფონდის ახალგაზრდული იდეის გორის კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი და ფინანსური მენეჯერია. „მე-11 კლასში რომ გადავედი, ვგეგმავდი, რომ სხვადასხვა აქტივობები ერთი მსხვილი პროექტით ჩამენაცვლებინა და ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო გამომეთავისუფლებინა. სწორედ ამ დროს სოციალური მედიიდან ევროპის ფონდის ახალგაზრდული […]

Learn more

გაიცანით ახალგაზრდული იდეის წევრები: მეგი კირტავა

მეგი კირტავა, 19 წლის, გალის ახალგაზრდული იდეის კურსდამთავრებული. “გალის ახალგაზრდულ იდეაში 2017 წელს გავწევრიანდი. ვფიქრობ, არაფორმალური განათლება რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სკოლის გარეთ აქტიურობამ ბევრი რამ შემძინა. უფრო მოტივირებული და დამოუკიდებელი გავხდი, თემისთვისაც ბევრი სასარგებლო რამ გავაკეთე. ჩემს თანატოლებთან ერთად რამდენიმე სასწავლო წრე დავაფუძნე, მათ შორის ინგლისური ენის წრე და ლიტერატურული წრე. ჩემი აზრით, […]

Learn more

გაიცანით ახალგაზრდული იდეის წევრები: დიანა კოტრიკაძე

დიანა კოტრიკაძე, 16 წლის, ხობის ახალგაზრდული იდეის წევრი “ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამას 2020 წელს შევუერთდი. პროგრამული მენეჯერის ფუნქციას ვასრულებ. ჩემი ამოცანაა გუნდის მობილიზება, სხადასხვა აქტივობების განხორციელება, პროექტების შესახებ ანგარიშების მოწესრიგება და ფონდისთვის წარდგენა. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩავრთო ახალგაზრდული იდეის აქტივობებში, რადგან ვთვლი, რომ ერთად ბევრი სასარგებლო ინიციატივის განხორციელება შეგვიძლია. გატაცებული ვარ ენების […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: კულტურათაშორისი კომუნიკაციების ტრენინგი

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებს ან ფიზიკურ პირებს, ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი ახალგაზრდებისთვის კულტურათაშორისი კომუნიკაციების ტრენინგის ჩასატარებლად. აღნიშნული ტრენინგის ჩატარება გათვალისწინებულია 2021 წლის ივნის-ივლისში. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მოწვევის სრული ტექსტი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად)

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: ვირტუალური ტრენინგის ჩატარება მედია წიგნიერებისა და სთორითელინგში

ევროპის ფონდი იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებს ან ფიზიკურ პირებს, ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარი ახალგაზრდებისთვის მედია წიგნიერებაში ვირტუალური ტრენინგის ჩასატარებლად. ტრენინგის მიზანია ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერება მედია მასალის მოპოვების, კრიტიკულად შეფასების და შექმნის კუთხით, მათი სოციალური და სამოქალაქო აქტივიზმის ეფექტურობის გასაზრდელად. აღნიშნული ტრენინგის ჩატარება გათვალისწინებულია 2021 წლის ივნის-ივლისში. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მოწვევის სრული ტექსტი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად).

Learn more

მოხალისეობა პანდემიაში

ევროპის ფონდის ახალგაზრდული იდეა საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურ ახალგაზრდებს აერთიანებს, ასწავლის მათ მოხალისეობას, უზრუნველყოფს შესაბამისი რესურსებით იმისათვის, რომ მათ ადგილობრივ თემში შეძლონ პოზიტიური ინიციატივების წამოწყება და დაფინანსება. წლების განმავლობაში ფონდმა ასობით ახალგაზრდა გაააქტიურა და დაეხმარა მათ პროექტების განხორციელებაში. ახალგაზრდული იდეის წლევანდელ შემადგენლობაში ფატიმა მარგოშვილი და მურო ექიზაშვილიც არიან. ფატიმა მარგოშვილი, 17 წლის, პანკისი ფატიმა ევროპის […]

Learn more

სამოქალაქო აქტიურობა დისტანციურად

ახალგაზრდული იდეის წევრებმა COVID-19-ის გამოწვევას დისტანციური მოხალისეობით უპასუხეს. მოხალისეობისთვის ფიზიკური კონტაქტის არარსებობა რომ ბარიერი აღარ არის, მათთვის აღმოჩენა იყო. „ჩვენი მიზანი ძირითადად თანატოლების გააქტიურება და თემისთვის სასარგებლო ინიციატივების ერთობლივად განხორციელებაა. დისტანციურად ეს პროცესი თავიდან რთული წარმოსადგენი იყო. ვერ ვიფიქრებდით, რომ ლანჩხუთის ახალგაზრდული იდეა იმაზე მეტად შეძლებდა თანატოლების მობილიზებას პანდემიის პირობებში, ვიდრე მანამდე, როდესაც ვირუსი და […]

Learn more

სკოლის ეზოს სათბური

მარნეულის რაიონში ახალგაზრდულ იდეას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომიტეტი ჰყავს. კომიტეტის წევრებთან ერთად, აქტიურობენ პროექტის ავტორებიც, ანუ ახალგაზრდები, რომლებიც იდეებს პროექტებად აქცევენ და კომიტეტთან ერთად მუშაობენ, რომ ადგილობრივ თემს რეალური სარგებელი მოუტანონ. ამ პროცესს ევროპის ფონდი ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ეხმარება. წელს მარნეულის რეგიონის ახალგაზრდებმა სოფელ მარადისის სკოლის ტერიტორიაზე ახალი პრეცედენტი შექმნეს – ააშენეს სათბური, რომელიც […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მისაღებად: ტრენინგი გარემოსდაცვით საკითხებზე

  ევროპის ფონდი იწვევს განაცხადებს კვალიფიციური ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისაგან, ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებისათვის გარემოსდაცვით საკითხებზე ტრენინგების ჩასატარებლად.   იხილეთ განაცხადის სრული ტექსტი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად). 

Learn more

რეალური ცხოვრება, რეალური ფული, რეალური ცვლილება

  ვერნონ რინგლანდი განვითარების სპეციალისტია, ჩრდილოეთ ირლანდიელაში ცხოვრობს და მუშაობს. პროექტი, რომელსაც ის 20 წელია, ავითარებს, ახალგაზრდებს ეხება და 24 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის განვითარებად ქვეყნებს. რინგლანდი ამ ქვეყნებში ხშირად მოგზაურობს, ეხმარება ორგანიზაციებს ახალგაზრდული იდეის (Youth bank) კონცეფციის დანერგვაში, ხვდება და ასწავლის ახალგაზრდებს, სტუმრობს  კონფლიქტურ რეგიონებს და ცდილობს, ახალგაზრდების მოხალისეობას იქ შეუქმნას ნიადაგი, სადაც ამის […]

Learn more

მოწვევა განაცხადების მიღებაზე: ახალგაზრდებისათვის ტრენინგის ჩატარება ჰიგიენისა და სანიტარიის სტანდარტების შესახებ

  ევროპის ფონდი იწვევს განაცხადებს კვალიფიციური ორგანიზაციებისა და ინდივიდებისგან სკოლებში ჰიგიენისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად ახალგაზრდებისთვის გზამკვლევის მომზადებასა და ტრენინგების ჩასატარებლად. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ განცხადების სრული ტექსტი.    

Learn more

მარადისის მოხალისეები

თენგო შაინიძე ევროპის ფონდის პროგრამის, ახალგაზრდული იდეის მარნეულის  კომიტეტის წევრია. აბიტურიენტობის გამო, წელს სწავლაზე უფრო მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე მოხალისეობაზე, მაგრამ პასიურობას მაინც არ აპირებს. ფიქრობს, რომ თანატოლებთან ერთად თავისი სოფლისთვის კიდევ ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ის, რაც ნამდვილად შესაცვლელი ჩანს, მარნეულის ერთ-ერთი სოფლის, მარადისის საჯარო სკოლის შენობაა, სკოლის ტერიტორიაზე კი იგივეს ვერ ვიტყვით. თენგომ […]

Learn more

ახალგაზრდული იდეა სვანეთში

  დარიკო კვანჭიანი 15 წლისაა. მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში ცხოვრობს. ახლახან ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის, სვანეთის ახალგაზრდული იდეის კომიტეტის წევრი გახდა. მესტიის #1 საჯარო სკოლაში, ახალგაზრდული იდეის პრეზენტაციაზე, დარიკო ჩუმად იყო. ინტერაქციაში მონაწილეობა არ მიუღია.  კომიტეტისთვის შესაფერისი კანდიდატურა რომ იყო, გასაუბრებამ გამოავლინა. „ყველაფრის მოსინჯვა მიყვარს. სკოლაში მუსიკის და სვანური ცეკვების წრეზე დავდივარ. გასართობად ბევრი […]

Learn more

ტრენინგი სურსათის უვნებლობის საკითხებზე ახალგაზრდული იდეის წევრებისთვის

  24-26 ნოემბერს, „ახალგაზრდული იდეის“ 40-ზე მეტი წევრი დაესწრო ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით. ტრენინგზე, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტები და ევროპის ფონდის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, ახალგაზრდებმა გაიღრმავეს ცოდნა სურსათის უვნებლობის საფუძვლებთან, სურსათის ეტიკეტირებისა და სურსათის საწარმოების მიმართ არსებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ახალგაზრდულ იდეის წევრები მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას თავიანთ თემებში დაბრუნებისთანავე გაუზიარებენ თანატოლებს, რათა ხელი […]

Learn more

ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ტრენერთა გუნდს ახალი ტრენერები შემოუერთდნენ

  30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ ახალგაზრდული იდეის ტრენერთა ტრენინგს, რომელსაც Youth Bank International-ის წარმომადგენელი, ვერნონ რინგლანდი უძღვებოდა და რომელმაც მათ საშუალება მისცა გაეღრმავებინათ ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, უკეთ გასცნობოდნენ ახალგაზრდული იდეის მეთოდოლოგიას, სამუშაო პრონციპებსა და ღირებულებებს. გადამზადებული ტრენერები შეძლებენ პროგრამასთან თანამშრომლობა განაგრძონ ახლა უკვე ტრენერის როლში და მიღებული ცოდნა და […]

Learn more

ახალგაზრდული იდეის წევრებმა ახალი საგრანტო ციკლის განხორციელება დაიწყეს

ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის – ახალგაზრდული იდეის წევრებმა ახალი საგრანტო ციკლის განხორციელება თავიანთი თემების საჭიროებების შეფასებით დაიწყეს და მცირე საგრანტო კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყეს. მათ უკვე გააცნეს საზოგადოებას ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემები, რომელთა მოგვარების მიზნითაც, უახლოეს მომავალში დაიწყებენ თანატოლების მიერ შემუშავებული ინიციატივების დაფინანსებას.

Learn more

ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამას ახალი წევრები შემოუერთდნენ

  ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამას კიდევ 80 ახალი წევრი შემოუერთდა. ახალი წევრების შესარჩევ კონკურსში 500-ზე მეტი დაინტერესებული და მოტივირებული ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას საქართველოს 19 მუნიციპალიტეტიდან. ახალგაზრდული იდეის არსებულ კომიტეტებს კიდევ ერთი – წალკის კომიტეტიც დაემატა. 20-24 ოქტომბერს წყალტუბოში, პროგრამის ახალი წევრებისათვის გაცნობითი სახის ტრენინგი ჩატარდა. ოთხი დღის განმავლობაში, ახალგაზრდები ეცნობოდნენ პროგრამის მეთოდოლოგიასა და მუშაობის პრინციპებს. ტრენინგის […]

Learn more

თემატური შეხვედრა - ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში

2017  წლის 21 სექტემბერს, ევროპის ფონდმა თემატურ რეგიონულ შეხვედრას –   ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში, უმასპინძლა თბილისში.  ღონისძიებამ  საქართველოს, სომხეთის, ბულგარეთის, მოლდოვას რუმინეთის, თურქეთის უკრაინის, ირლანდიის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის ლატვიის და პოლონეთი სსამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) წარმომადგენლებს მოუყარა თავი, რომელთაც ახალგაზრდული იდეის (YouthBank) მეთოდოლოგიის გამოყენებით წვლილი შეიტანეს მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის ზრდაში. ღონისძიება […]

Learn more

ევროპის ფონდს გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ევროპის ფონდს ჯილდო გადასცა 2016-2017 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის. ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ფონდი 2009 წლიდან უწყობს ხელს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის ზრდას გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული იდეის მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი ინოვაციური მიდგომაა და  გულისხმობს 7-10 ახალგაზრდისაგან (16-21 წლის) შემდგარი ჯგუფების, ე.წ. ახალგაზრდული იდეის კომიტეტების, […]

Learn more

ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის წევრებმა საგრანტო ციკლის დასრულება აღნიშნეს და წლის მანძილზე მიღწეული შედეგები შეაჯამეს

ევროპის ფონდის ორგანიზებით, ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოში ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც 3 დღის განმავლობაში, ახალგაზრდული იდეის წევრ ახალგაზრდებს, საქართველოს 20 მუნიციპალიტეტიდან, შესაძლებლობა მიეცათ ერთად აღენიშნათ საგრანტო ციკლის დასრულება და მიღებული გამოცდილება გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის.  ღონისძიების დახურვისას, ახალგაზრდებს ევროპის ფონდის, აშშ-ის საერთაშორისო განვთარების სააგენტოსა (USAID)  და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს […]

Learn more

ქართველი, აფხაზი და ბოსნიელი ახალგაზრდები ერთმანეთს სარაევოში, ლიდერების კონფერენციაზე შეხვდნენ

ფონდის პროექტის – “ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საქართველოში” – ფარგლებში, ახალგაზრდული იდეის წევრები საქართველოდან, მათ შორის აფხაზეთიდან, და ასევე, ბოსნიასა და ჰერცეგოვინადან სარაევოში, ლიდერების კონფერენციაზე შეხვდნენ ერთმანეთს, რათა შეეფასებინათ პროექტის განვლილი საფეხურები და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათგანხორციელებული ადგილობრივი ინიციატივებიდან მიღებული გამოცდილება. მონაწილეებმა ასევე განიხილეს საკითხები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ ახალგაზრდებს მათ თემებში და იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხების გადაჭრა ეროვნული […]

Learn more

ტრენინგი კულტურათაშორის კომუნიკაციაში ახალგაზრდული იდეის წევრებისათვის

სარაევოში დაგეგმილ „ლიდერების კონფერენციაზე”,  ბოსნიელ და აფხაზ თანატოლებთან შეხვედრამდე, ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის წევრები დაესწრნენ კულტურათაშორის კომუნიკაციის ტრენინგს.  ტრენინგი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სტერეოტიპები, მცდარი და დაუსაბუთებელი შეხედულებები, დისკრიმინაცია და ა.შ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ეთნიკური მრავალფეროვნების საფუძველზე განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. ტრენინგი ჩატარდა პროექტის – “ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საქართველოში” – ფარგლებში, რომელსაც ფონდი 2015 […]

Learn more

ახალგაზრდული იდეის წევრებმა საგრანტო ციკლის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად მორიგი შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში გამართეს

მარნეულის ახალგაზრდული იდეის კომიტეტმა, დაფინანსებული ხუთი ახალგაზრდული ინიციატივის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად,  შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ღონისძებას ადგილობრივი სკოლების ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები, ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდები და პროექტის ავტორები ესწრებოდნენ. პროექტების ავტორებს შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ გამოცდილება თანატოლებისათვის და ფართო აუდიტორიისთვის მათი ინიციატივების გახორციელებით მიღწეული შედეგები გაეცნოთ.

Learn more

ახალგაზრდული იდეის წევრები საგრანტო ციკლის განხორციელებას ასრულებენ

საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული იდეის კომიტეტების წევრები საგრანტო ციკლის განხორციელებას ასრულებენ.  წარმატებით დასრულდა ბოლნისის ახალგაზრდული იდეის მიერ დაფინანსებული ხუთი მიკრო პროექტის გახორციელებაც. ამის აღსანიშნავად, ბოლნისის ახალგაზრდული იდეის კომიტეტის წევრებმა შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს, რომელსაც ადგილობრივი სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ. პროექტების ავტორებს შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება თანატოლებისთვის და ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ […]

Learn more

გორის ახალგაზრდული იდეის წევრებმა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლეს

27 ივნისს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტორს წარმომადგენლები ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის – ახალგაზრდული იდეის, წევრებს ეწვივნენ გორში და მათ საქმიანობას გაეცნენ.  ახალგაზრდებმა პროგრამაში მიღებულ გამოცდილებასა და იმ ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც ახალგაზრდული იდეის მიმდინარე წლის საგრანტო ციკლის ფარგლებში დაფინანსდა. გორის ახალგაზრდული იდეა 2010 წელს ჩამოყალიბდა და გორში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობისა და ადგილობრივი თემის […]

Learn more

დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის პროექტ „რეწვის ხელოვნების“ ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიერ დამზადებული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

დღეს ყველა საუბრობს სამეწარმეო უნარ-ჩვევების ფლობის აუცილებლობაზე. დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის წევრებმა დაამტკიცეს, რომ მეწარმისთვის აუცილებელ უნარებს შესაძლოა ახალგაზრდებიც ფლობდნენ და უფრო მეტიც, ამას თემისთვის სასიკეთოდ იყენებდნენ.  ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის მიერ განხორციელებული პროექტი „რეწვის ხელოვნება“ მიზნად ისახავდა ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის გაზრდას, დედოფლისწყაროში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად. პროექტის ფარგლებში, მოხალისე […]

Learn more

„ახალგაზრდული იდეის“ წევრები ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსებას განაგრძობენ

ჩვენი ფონდის „ახალგაზრდების ინტეგრაციის“ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები კვლავ აქტიურად განაგრძობენ მუშაობას თავიანთი გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის. „ახალგაზრდული იდეის“ წევრებმა, თანატოლებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში დააფინანსეს 102 ინიციატივა ისეთ თემებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ადამიანის უფლებები და ა.შ. მათ, დაფინანსებული პროექტების საზოგადოებისათვის გასაცნობად და პროექტების ავტორებისათვის გრანტის გადასაცემად […]

Learn more

„ახალგაზრდული იდეა“ - გზა ცვლილებებისა და განვითარებისაკენ

ერთმანეთისგან დაშორებულ ორ რეგიონში მცხოვრებ ორ ახალგაზრდას – მესტიის მკვიდრ ვიკა ფილფანს და ლანჩხუთელ ნინო ცეცხლაძეს ერთი რამ აერთიანებთ: ორივენი ევროპის ფონდის „ახალგაზრდული იდეის“ პროგრამის აღზრდილები არიან და ამჟამად, უკვე როგორც პროგრამის ტრენერები, „ახალგაზრდული იდეის“ სხვა მონაწილეებს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. „ახალგაზრდული იდეის“ უნიკალურობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრულიად დამოუკიდებლად, უფროსთა ზედამხედველობის […]

Learn more

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში