ჩვენს შესახებ

ევროპის ფონდის მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. მიზნობრივი პროგრამების მხარდაჭერის და საგრანტო კონკურსების გზით, ევროპის ფონდი მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს.

ევროპის ფონდი 2008 წლის თებერვალში დაფუძნდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ფონდის მანდატები და მიდგომები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

სამოქალაქო მონიტორინგი

engage-and-monitor-for-changeფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს, ბიზნესისა და დონორი ორგანიზაციების საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელებას. საჯარო პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება, სახელმწიფო და სოციალური სერვისების მიწოდება და საზოგადოებრივი საქმიანობა – ყოველივე ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. შესაბამისად, ფონდი მხარს უჭერს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, განაგრძონ სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელებით საჯარო ანგარიშვალდებულების სისტემების დანერგვა და განვითარება. სამოქალაქო ჩართულობა ფონდის მიერ დაფინანსებული ყველა აქტივობის საკვანძო კომპონენტია.

კორპორატიული და საზოგადოებრივი ფილანტროპია

ფონდი ახორცილებს აქტივობებს, რომელიც პოპულარიზებას უწევს ადგილობრივ კორპორატიულ ფილანტროპიას და განავითარებს ახალგაზრდების უნარ–ჩვევებსა და ხედვას, რათა იყვნენ აქტიური მოქალაქეები, მოითხოვონ და უშუალოდ განახორციელონ სოციალური ცვლილებები. ევროპის ფონდი, ასევე, ხელს უწყობს ქვეყანაში მოხალისეობის კულტურის დამკვიდრებას.

მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება და საჯარო პოლიტიკის შემუშავება

ევროპის ფონდი ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას. აღიარებს რა, რომ ეფექტიანი ადვოკატირება და საჯარო პოლიტიკა სანდო და ობიექტურ ინფორმაციას უნდა ეფუძნებოდეს, ფონდი ახორციელებს კვლევებს და მოუწოდებს გრანტის მიმღებ და პარტნიორ ორგანიზაციებს, ადვოკატირების დროს გამოიყენონ არსებული კვლევების შედეგები, ან თავად მოაგროვონ მონაცემები და მოუწოდონ ხელისუფლებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკის დანერგვისაკენ.

საზღვრისპირა და თემთაშორისი თანამშრომლობა

ევროპის ფონდი საზღვრისპირა %e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-2და თემთაშორისი პროექტების განხორციელებით ერთ–ერთი ლიდერი ორგანიზაციაა სამხრეთ კავკასიაში. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ფონდის პროგრამები ერთმანეთს აკავშირებს სხვადასხვა თემსა და ქვეყანაში მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ჯგუფებს, რათა მათ ერთიანი ძალებით იმოქმედონ საკუთარ თემებში არსებული მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად. თემთაშორისი პროგრამების, როგორც სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, სამიზნე ჯგუფებია სამოქალაქო და კერძო სექტორები, რამეთუ ხშირად სწორედ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ბიზნესმენთა თანამრომლობითაა შესაძლებელი სოციალური ერთობის მიღწევა და კონფლიქტების თავიდან აცილება.

გენდერის ინტეგრაცია პროგრამებში

ევროპის ფონდი, სრულად იზიარებს რა გენდერული თანასწორობის პრინციპს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საკუთარი პროგრამების დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების დროს გენდერული ასპექტების გათვალისწინებას. ფონდს იგივე მიდგომა აქვს საგრანტო განაცხადების შეფასების დროსაც. შესაბამისად, ფონდი მოუწოდებს განმცხადებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პროექტის დაგეგმვის და განხორციელების დროს გაითვალისწინონ გენდერული თანასწორობის პრინციპი.

ახალგაზრდების ინტეგრაცია

youth-integration

ფონდს მიაჩნია, რომ რეალური დემოკრატიისათვის საფუძვლის ჩასაყრელად საჭიროა ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება და სხვადასხვა სფეროში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა. თუკი, ახალგაზრდებს საჭირო ცოდნითა და შესაძლებლობებით უზრუნველვყოფთ, მათ აქვთ უნიკალური პოტენციალი, სირთულეები ახლებური მიდგომებით და ენერგიით მოაგვარონ. ფონდი ახალგაზრდებს მიზანმიმართულად აქტიურად ჩართავს საკუთარ საქმიანობაში, რომ ახალგაზრდების გაძლიერების დამატებითი პრაქტიკული შესაძლებლობები შექმნას.

სექტორებს შორის თანამშრომლობა

ევროპის ფონდი მიიჩნევს, რომ ქვეყნის კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის თანაზიარი პასუხისმგებლობაა და რომ პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად აუცილებელია ამ სექტორებს შორის თანამშრომლობა. ფონდი, თავისი მუშაობით, ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპების დანერგვას და საფუძველს ჩაუყარის განგრძობად სამმხრივ თანამშრომლობას.

ღია კარი

ევროპის ფონდს მიაჩნია, რომopen-door ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცენ სოციალურ ცვლილებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ფონდი მზადაა, რომ ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში წაახალისოს მცირე მასშტაბის, თუნდაც სარისკო, პროექტები, რათა მათი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ფონდის ან სხვა დონორი ორგანიზაციის ხელშეწყობით, საფუძველი ჩაეყაროს პროექტის რეპლიკაციას სხვა გეოგრაფიულ არეალში ან უფრო დიდი მასშტაბით.

მანდატებისა და მიდგომების ფარგლებში, ევროპის ფონდი შემდეგ პროგრამებს ახორციელებს: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისთვის, ახალგაზრდული ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა.

ფონდის დონორებისა და პარტნიორების რიცხვში არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში (EU), შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (Sida) და ა.შ.

ევროპის ფონდი ევრაზიის ქსელის წევრია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ რვა დამოუკიდებელ ფონდს აერთიანებს.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში