ჩვენს შესახებმმართველობითი საბჭო და მრჩეველთა კომიტეტი

მმართველობითი საბჭო

ევროპის ფონდის მმართველობითი საბჭო ფინანსური და სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს ღებულობს. სრული შემადგენლობით საბჭო იკრიბება წელიწადში ორჯერ, მაისში და ნოემბერში. თუმცა, საბჭოს ცალკეული კომიტეტები ისეთები, როგორიცაა აღმასრულებელი კომიტეტი, აუდიტისა და ფინანსების კომიტეტი, ნომინაციათა კომიტეტი და განვითარების კომიტეტი შესაძლოა უფრო ხშირადაც შეიკრიბონ.

მმართველობითი საბჭო წარმოდგენილია ავტორიტეტული პირებით ევროპიდან, საქართველოდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან, რომელთაც ღრმა ცოდნა და დიდი გამოცდილება გააჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ფინანსების, ბიზნესისა და სამართლის კუთხით და კარგად იცნობენ რეგიონს. საბჭოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ევროპის ფონდის მართვაში და უზრუნველყოფს ფონდის ანგარიშვალდებულებასა და და ფინანსების ეფექტურ მართვას.

 მმართველობითი საბჭოს წევრები 

ჰორტონ ბიბი-სენტერი
ევრაზიის ფონდი

ქეთევან ვაშაკიძე
ევროპის ფონდი

ენდრიუ კოქშალი
KPMG

მარგარეტ რიჩარდსონი
აშშ-ის შემოსავლების სამსახურის ყოფილი კომისარი

დენიელ ტარშისი
სტოკჰოლმის უნივერსიტეტი

მერი შიჰანი
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი

ბადრი ჯაფარიძე
თი-ბი-სი ბანკი

მრჩეველთა კომიტეტი

ევროპის ფონდის მრჩეველთა კომიტეტი რჩევებს აწვდის ფონდს გრანტებსა და პროგრამებზე. კომიტეტი ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შემოსული განაცხადების განხილვის მიზნით შეიქმნა და მის შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, მკვლევარები, საზოგადოებრივი და/ან დონორი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის ადგილობრივი წარმომადგენლები შედიან, რომლებიც ფონდს, პროგრამული მიმართულებების შესაბამისად, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. მრჩეველთა კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს ღია კარის პროგრამის განაცხადების განხილვაში და ფონდს თავის მოსაზრებებს აწვდის სტრატეგიისა, თუ პროგრამების შესახებ, რაც ევროპის ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს .

მრჩეველთა კომიტეტის წევრები 

ია თიკანაძე
ფრიდრიხ ებერტის ფონდი

დავით მელუა
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაცია

თამარ საბედაშვილი
გაეროს ქალთა განვითარების ფონდი

ვალერი ჩეხერია
Adjara Group Hospitality

ხატია ჯინჯიხაძე
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში