ჩვენს შესახებსტრატეგიული ხედვა

ცვლილებების თეორია

ევროპის ფონდი მიიჩნევს, რომ საზოგადოება წარმატებულად ფუნქციონირებს მაშინ, როდესაც ადამიანები საკუთარ სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას იღებენ. ფონდის აზრით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, თუ მოახდენენ მოქალაქეების ინფორმირებას, მათთან ერთად განსაზღვრავენ არსებულ საჭიროებებს, ერთობლივად დაგეგმავენ ამ საჭიროებების შესაბამის ადვოკატირების კამპანიას და ხელს შეუწყობენ ინტერესთა ჯგუფებისა და ხელისუფლების თანამშრომლობას ხელშესახები შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, ფონდის პროგრამები საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ეხმარება ისეთი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების შეძენაში, როგორიცაა, მაგალითად, თემში ან სამიზნე ჯგუფებში არსებული პრობლემების განსაზღვრა და მათ გადასაწყვეტად მოქალაქეების მობილიზება.

ევროპის ფონდისათვის ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობა. სწორედ ამ მიზნით, ფონდმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაისახა სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ, კონსენსუსის საფუძველზე, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება. მსგავსი თანამშრომლობა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის მდგრადი განვითარების წინაპირობასაც წარმოადგენს.

ქვემოაღნიშნული პროგრამების მეშვეობით ევროპის ფონდი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რომ მიაღწიოს ფონდისა და ზოგადად, სამოქალაქო სექტორის მთავარ მიზანს — მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბიზნესი მოქმედებდეს სოციალური პასუხისმგებლობით, არასამთავრობო სექტორი იყოს ძლიერი, ანგარიშვალდებული და ეფექტური და საქართველო იყოს დემოკრატიული და კონფლიქტებისგან თავისუფალი.

მექანიზმები

ევროპის ფონდი თავისი საქმიანობისთვის იყენებს ორ ძირითად მექანიზმს: გრანტების გაცემა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება. საქმიანობის ეს ორი ფორმა განსხვავდება იმით, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას შედეგების მიღწევაზე. როდესაც, საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, ფონდი აფინანსებს პარტნიორ ორგანიზაციას, პროექტის შედეგზე პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელს ეკისრება, ხოლო ფონდის მიერ განსაზღვრული პროგრამების განხორციელების დროს, ფონდი თავად ახორციელებს პროექტს და, შესაბამისად, თავად იღებს პასუხისმგებლობას პროექტის შედეგებზე.

ევროპის ფონდის პროგრამები მიმართულია სამოქალაქო სექტორის გაძლიერებასა და სამოქალაქო, კერძო, სამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის კავშირების გამყარებისკენ. სწორედ ფონდის პროგრამების საშუალებით ხდება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაცია დადებითი შედეგების მიღწევის მიზნით. მაშინ როდესაც პრობლემების გადაჭრას ცალკეული საგრანტო პროექტი ვერ გაუმკლავდება, ფონდის პროგრამები უფრო ფართო მასშტაბისა და გრძელვადიანი ინტერვენციის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამის ფარგლებში, ევროპის ფონდს აქვს შესაძლებლობა, შეკრას სხვადასხვა საგრანტო პროექტისა თუ პროგრამული აქტივობით მიღებული განყენებული შედეგები, სამიზნე სფეროზე გრძელვადიანი გავლენის მოსახდენად.

ევროპის ფონდის მიერ გაცემულ ყველა გრანტს, თავის მხრივ, წვლილი შეაქვს ფონდის მისიის მიღწევაში. წლის ნებისმიერ დროს ფონდი განიხილავს და აფინანსებს საჭიროებებზე დაფუძნებულ პროექტებს, ფონდის პროგრამულ და სამანდატო სფეროების ფარგლებში. გარდა ამისა, ფონდი პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, სადაც ფინანსდება ისეთი პროექტები, რომლებიც ფონდის კონკრეტული პროგრამის ამოცანებს შეესაბამება.

საგრანტო პროექტებისადმი ევროპის ფონდის მიდგომა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური რესურსების გაცემით. ფონდისთვის გრანტის მენეჯმენტი პარტნიორი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და ინსტიტუციური გაძლიერების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. გრანტის გაცემამდე ფონდი განაცხადის შემომტანთან ერთად განსაზღვრავს პროექტის დიზაინს, განხორციელების გეგმასა და შეფასების პროცესს. ამასთან, ფონდის თანამშრომლები ეხმარებიან გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს შეიმუშაონ მექანიზმები თემის მობილიზაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ორგანიზაციის მართვის სისტემების გაძლიერებისათვის. ეს პროცესი მიმართულია პროექტის წარმატებული განხორციელებისა და კონკრეტული შედეგების მიღწევისაკენ და, ამასთანავე, ხელს უწყობს პროექტისა და გრანტის მიმღები ორგანიზაციის მდგრადობას. გრანტის მიმღებ ორგანიზაციათა ნაწილს, ასევე, ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს ევროპის ფონდის ორგანიზაციული განვითარების ინიციატივით, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერების კიდევ ერთი ქმედითი მეთოდია.

ძირითადი პროგრამები

ყოველივე ზემოაღნიშნული ასახულია ევროპის ფონდის პროგრამებში. ხუთი წლის მანძილზე (2014-2019) ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე, საზოგადოების წინაშე მდგარი სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ამ მიზნით, ევროპის ფონდის პროგრამა თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფოკუსირებული იქნება ადგილობრივი თემების ჩართულობაზე, რათა გაიზარდოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამასთან, ევროპული ინტეგრაციის პროგრამა უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანამონაწილეობას, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ ფასეულობებს, სტანდარტებსა და პრაქტიკას. ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში კი, ფონდი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებასა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზებას, რათა ახალგაზრდებმა ყურადღება გაამახვილონ ადგილობრივ თემებში არსებულ პრობლემებზე და დასახონ მათი გადაჭრის გზები. სოციალური მეწარმეობის კონცეფციის სახელმწიფო პოლიტიკის დღის წესრიგში შეტანით ფონდის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში სოციალური საწარმოს მიდგომის დამკვიდრებას, როგორც ინსტიტუციური მდგრადობისა და სამიზნე ჯგუფების პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას. ღია კარის საგრანტო პროგრამა კი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას მისი რესურსების განვითარებისა და მდგრადობის განმტკიცებით, რაც განხორციელდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერების გრანტებისა თუ ადგილობრივ საჭიროებებზე დაფუძნებულ

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში