ჩვენს შესახებვინ ვართ ჩვენ

ქეთევან ვაშაკიძე

პრეზიდენტი
kvashakidze@epfound.ge

ქეთევან ვაშაკიძე 2007 წლიდან ხელმძღვანელობს ევროპის ფონდს.  მას სოციალურ ცვლილებებზე ფოკუსირებულ ორგანიზაცებში მუშაობის ფართო საერთაშორისო გამოცდილება აქვს. იგი ასწავლიდა უმაღლეს სასწავლებლებში და კონსულტირებას უწევდა მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაცებს, მსოფლიო ბანკის ჯგუფს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ ოფისს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, გაეროს ბავშვთა ფონდს ნიუ-იორკსა და ბოლივიაში. ქეთევანს დამოუკიდებელი საჯარო საბჭოს და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთა, წევრობის და თავმჯდომარეობის გამოცდილება აქვს;  მათ შორის, აღსანიშნავია, Grant-Makers East Forum, რომელიც ხელს უწყობს ფილანტროპიულ საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპაში და ევრაზიის ფონდის ქსელი, რომელიც ათ დამოუკიდებელ ფონდსა და კვლევით ცენტრს აერთიანებს აშშ-ში, ევროპასა და ევრაზიაში.  მას სიღრმისეული ცოდნა აქვს მდგრადი განვითარების  საკითხების და საზოგადოებზე, ეკონომიკასა და საერთაშორისო და ეროვნულ პოლიტიკაზე მათი ზეგავლენის შესახებ. ქეთევანმა განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო, ედინბურგის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს ბიზნესის  მართვის საერთაშორისო ხარისხი ლონდონის ეკონომიკური სკოლის (LSE), ნიუ იორკის უნივერსიტეტის (NYU) და HEC პარიზის ერთობლივი პროგრამის –  TRIUM ფარგლებში.

 

ნინო ხურციძე

ვიცე პრეზიდენტი
nkhurtsidze@epfound.ge

ნინო ხურციძეს აქვს საერთაშორისო განვითარების სფეროში მუშაობის 10 წლის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს სამართლებრივ-ტექნიკურ დახმარებას ყოფილი სოციალისტური ქვეყნებისათვის, რაც მიზნად ისახავდა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის ხელშეწყობისათვის. ნინო ხურციძეს ასევე აქვს პროექტების მენეჯმენტის, სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ხანგრძლივი გამოცდილება, რომელიც მან შეიძინა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საჯარო დაწესებულებასთან თანამშრომლობის დროს. ბოლო წლების განმავლობაში, იგი მოღვაწეობდა საქართველოში კანონის უზენაესობის სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების საკითხებზე, უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში, ასევე კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

საქართველოში დაბრუნებამდე ნინო ხურციძე 12 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი მუშაობდა განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამერიკის იურისტთა ასოციაციაში, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრში, ასევე ადგილობრივი განვითარების ცენტრში. მას დამთავრებული აქვს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ასევე აქვს დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტის მმართველობის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი და კენტუკის უნივერსიტეტის პატერსონის სკოლის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის მაგისტრის ხარისხი. იგი ამჟამად არის ამერიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფილოსოფიის დოქტორის კანდიდატი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის მოწვეული პროფესორი.

 

ბაქარ ალექსიძე

ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი
baleksidze@epfound.ge

ბაქარი ფონდს შემოუერთდა 2000 წელს, როგორც ოფის-მენეჯერი და ტექნიკური მენეჯერი. მან 1989 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური ინსტიტუტის ავტოსაინჟინრო ფაკულტეტი. მუშაობდა კომპიუტერული ფირმის მენეჯერად, სადაც დახელოვნდა კომპიუტერულ პროგრამირებაში. 

 

ლეილა ბაგაევა

გრანტების მენეჯერი
lbagaeva@epfound.org

ლეილამ ევროპის ფონდში მუშაობა გრანტების ანალიტიკოსას დაიწყო,  შემდეგ ჯერ გრანტების მენეჯერის თანაშემწე გახდა და 2003 წლიდან კი,  გრანტების მენეჯერის პოზიციას იკავებს.  მან დაამთავრა ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ელექტროტექნიკური ინსტიტუტი ბიოსამედიცინო ელექტრონიკის სპეციალობით და აგრეთვე, გავლილი აქვს თბილისის ბიზნეს სკოლის კურსები ბიზნესსა და საგადასახადო საქმეში. 1983 წლიდან – 1999 წლამდე ასწავლიდა თბილისის მანქანათმშენებლობის კოლეჯში სამედიცინო და რენტგენის აპარატურას.

თეიმურაზ გაფრინდაშვილი

ლოჯისტიკის მენეჯერი
tgaprindashvili@epfound.ge

თეიმურაზი (ქუცა)  ევროპის ფონდს 2004 წელს შეუერთდა. ფონდში მუშაობის დაწყებამდე ქუცა მუშაობდა საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში და დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში. მან დაამთავრა ეკოლოგიის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი.

 

მარიამ ვარდანაშვილი

გრანტების და ადამიანური რესურსების მენეჯერი
mvardanashvili@epfound.ge

მარიამ ვარდანაშვილი ევროპის ფონდს 2015 წლის იანვარში შეუერთდა. მან დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა, მენეჯმენტის სპეციალობით. 2010 წელს მარიამი სწავლობდა ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. ევროპის ფონდში მუშაობის დაწყებამდე, მარიამი მუშაობდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC), რომელსაც ახორციელებდა აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროფესიული განვითარების კუთხით, მან სხვადასხვა ტრენინგები და კურსები გაიარა, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და CSR-ის მიმართულებით.

 

დიკა კაციტაძე

ბუღალტერი
dkatsitadze@epfound.ge

დიკა კაციტაძე ევროპის ფონდს 2009 წელს შეუერთდა.  მან დაამთავრა დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფონდში მუშაობის დაწყებამდე,  დიკა ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების პროექტებში, როგორიცაა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ინსტიტუციური მშენებლობის საკრედიტო პროგრამა, USAID-ის NIS ენერგეტიკის სექტორის ინსტიტუციური რეფორმა და სხვ.

მარიამ კახელაშვილი

ფინანსური მენეჯერი
mkakhelashvili@epfound.ge

მარიამ კახელაშვილი გახლავთ ევროპის ფონდის ფინანსური მენეჯერი. ევროპის ფონდში მუშაობის დაწყებამდე,  ის ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში – მერლინი, მუშაობდა ფინანსურ და ადმინისტრაციულ ოფიცრად; აგრეთვე ეკავა უფროსი ფინანსური ოფიცრის თანამდებობა კავკასიის ავიახაზებში და პროექტის მონიტორის თანამდებობა  ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოში.  მარიამი კითხულობდა ლექციებს შავი ზღვის უნივერსიტეტში ფინანსურ აღრიცხვაში.

 

ნინო სუთიძე

პროგრამის კოორდინატორი
nsutidze@epfound.ge

ნინო სუთიძე ევროპის ფონდის გუნდს 2007 წელს. პროგრამის კოორდინატორად დანიშვნამდე, იგი ფონდში პროგრამის თანაშემწედ მუშაობდა. ნინომ 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და ამჟამად ეუფლება მაგისტრის ხარისხს საჯარო მმართველობაში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქალაქ შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება და ასევე, ჩართული იყო სხვადასხვა მთარგმელობით პროექტში. პროფესიული განვითარების კუთხით, ნინოს გავლილი აქვს არაერთი ტრეინინგი და კურსი პროექტების მართვასა და საზოგადოებასთან ურთიერთობში.
ნინო დაინტერესებულია ევროკავშირის საგარეო ურთიერთოებებით, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკით და საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებით. მისი ინტერესის სფეროს ასევე წარმოადგენს სხვადასხვა სექტორში კომუნიკაციის მეთოდები.
თავისუფალ დროს ნინოს უყვარს კითხვა და ფილმების ყურება

ელ-ფოსტა: nsutidze@epfound.ge

ნინო ქიქოძე

გრანტების და კონტრაქტების უფროსი მენეჯერი
nkikodze@epfound.ge

ნინო ქიქოძე ევროპის ფონდს 1997 წელს შეუერთდა.  მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ასევე,  გაიარა დამატებითი ტრენინგი საერთაშორისო ბუღალტერიაში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციასა და Ernst&Young -ში. ფონდში მოსვლამდე ნინო მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ესენია: UMCOR, მსოფლიო ბანკი და მიცუბიში მოტორსი. ის რამდენჯერმე დაწინაურდა ორგანიზაციაში და ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობიდან გრანტებისა და კონტრაქების უფროსი მენეჯერის თანამდებობამდე მიაღწია. 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში