სიახლეები

ფოტოკონკურსი ევროპის დღის აღსანიშნავად

ევროპის დღესთან (9 მაისი) დაკავშირებით, ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად არაერთი ღონისძიება იმართება. ევროპის ფონდიც უერთდება საყოველთაო დღესასწაულს და აცხადებს ფოტოკონკურსს ჩემი ევროპა.

კონკურსის პირობები მარტივია: გადაიღეთ ფოტო, რომელიც წარმოაჩენს, თუ რასთან ასოცირდება თქვენთვის ევროპა (ფოტო საქართველოში უნდა იყოს გადაღებული) და ატვირთეთ ევროპის ფონდის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/epfound.ge/ 9 მაისის ჩათვლით, ე.წ. ჰეშთეგით ‪#‎ჩემიევროპა‬. მოწონებების („ლაიქები“) მიხედვით პირველ ადგილზე გასული ფოტოს ავტორს გადაეცემა ტექნიკის სახლის 300 ლარიანი ვაუჩერი , ხოლო მეორე ადგილზე გასულს – 150 ლარიანი ვაუჩერი.

შედეგები დაითვლება და გამარჯვებულები გამოცხადდებიან 13 მაისს, 18:00 საათზე.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში