გრანტებიგანაცხადის ფორმები

ინსტრუქცია საპროექტო განაცხადის წარმოსადგენად

ევროპის ფონდი გრანტებს გასცემს საგრანტო კონკურსების და ღია კარის პროგრამის ფარგლებში. ღია კარის პროგრამაში საგრანტო პროექტის წარდგენისას, პირველ ეტაპზე, საკმარისია წინასწარი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი რაიმე სხვა დოკუმენტის წარდგენა. თუ ღია კარის პროგრამაში განმცხადებელი პირველივე ეტაპზე წარმოადგენს სრულ საპროექტო განაცხადს, ფონდი მას განიხილავს. თუმცა, დროისა და რესურსის დაზოგვის მიზნით, ფონდი განმცხადებლებს ურჩევს, რომ საწყის ეტაპზე შემოიტანონ მხოლოდ წინასწარი საპროექტო განაცხადი.

ფონდის მიერ წინასწარი საპროექტო განაცხადის მოწონების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს სრული საპროექტო განაცხადი დეტალური ბიუჯეტით, ლოგიკური მოდელით, ორგანიზაციის რეგისტრაციის მოწმობით და შედარების აქტით. თუკი კონკურსის ფარგლებში განმცხადებელი წარმოადგენს წინასწარ საპროექტო განაცხადს, განაცხადი ჩაითვლება არასრულად და ფონდი წარმოდგენილ პროექტს არ განიხილავს.  გრანტის მენეჯმენტის კითხვარი ორგანიზაციამ უნდა შეავსოს სრული საპროექტო განაცხადის წარმოდგენის შემდეგ, მხოლოდ ფონდის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფონდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გენდერულ თანასწორობას და უმცირესობათა საკითხებს და მოუწოდებს განმცხადებლებს, საპროექტო განაცხადების (როგორც წინასწარი, ისე სრული) მომზადებისას, გაითვალისწინონ, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ პროექტს ქალებსა და მამაკაცებზე და უმცირესობათა ჯგუფებზე. ამაში დაგეხმარებათ ფონდის მიერ მომზადებული კითხვარები გენდერული ასპექტების  და ასევე,  უმცირესობათა საკითხების გათვალისწინებით პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისათვის. 

ევროპის ფონდი უზრუნველყოფს გრანტების გაცემის პროცესის გამჭირვალობას. თითოეული პროექტის განხილვა ხდება დეტალური მრავალსაფეხურიანი პროცედურის ფარგლებში.  გადაწყვეტილებები არასოდეს მიიღება ერთპიროვნულად და აღნიშნულის ყველა საპირისპირო მტკიცება არ შეესაბამება სინამდვილეს. პროექტის განხილვის პროცესში არაეთიკურ ქმედებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდით ფონდის შიდა აუდიტორს შემდეგ მისამართზე: ethicscaucasus@gmail.com.  

განაცხადის ფორმები

 

წინასწარი საპროექტო განაცხადის ფორმა

ჩამოტვირთეთ წინასწარი საპროექტო განაცხადის ფორმა (ქართულად)
ჩამოტვირთეთ წინასწარი საპროექტო განაცხადის ფორმა (ინგლისურად)
 

 სრული საპროექტო განაცხადის ფორმა

ჩამოტვირთეთ სრული საპროექტო განაცხადის ფორმა (ქართულად)
ჩამოტვირთეთ სრული საპროექტო განაცხადის ფორმა (ინგლისურად)
 

 ბიუჯეტის ფორმა

ჩამოტვირთეთ ბიუჯეტის ნიმუში (ქართულად)
ჩამოტვირთეთ ბიუჯეტის ნიმუში (ინგლისურად)

 

გრანტის მენეჯმენტის კითხვარი

ჩამოტვირთეთ გრანტის მენეჯმენტის კითხვარი (ქართულად)
ჩამოტვირთეთ გრანტის მენეჯმენტის კითხვარი (ინგლისურად)

 

ლოგიკური მოდელის ფორმა

ჩამოტვირთეთ ლოგიკური მოდელის მაგალითი (ქართულად)
ჩამოტვირთეთ ლოგიკური მოდელის მაგალითი (ინგლისურად)

 

განაცხადის ფორმები სტრატეგიული გრანტებისათვის

ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმები სტრატეგიული გრანტებისთვის (ქართულად)
ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმები სტრატეგიული გრანტებისთვის (ინგლისურად) 

პროექტის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით

სახელმძღვანელო კითხვები (ქართულად)
სახელმძღვანელო კითხვები (ინგლისურად)

 

როგორ დავგეგმოთ, განვახორციელოთ და შევაფასოთ პროექტი უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით

სახელმძღვანელო კითხვები (ქართულად)
 სახელმძღვანელო კითხვები (ინგლისურად)
საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში