გრანტებისაკონსულტაციო საათი არასამთავრობო ორანიზაციებისათვის

ევროპის ფონდის ინიციატივა – არასამთავრობო ორგანიზაციების საკონსულტაციო მომსახურება

ინიციატივის მიზანი – არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად, სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერაა. ყოველი თვის პირველ პარასკევს 3:00-დან 5:00 საათამდე ფონდის თანაშრომლები ზოგად კონსულტაციებს გაუწევენ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის მსურველ მოქალაქეებსა და ახლად დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შემდეგ საკითხებზე: არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, მართვა, პროექტებისათვის ფინანსების მოზიდვა, პროექტების მენეჯმენტი და არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. დაინტერესებულ პირებს აგრეთვე შეუძლიათ აღნიშნულ საკითხებზე მასალები იხილონ ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებულ “საკონსულტაციო საათი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის” განყოფილებაში.

საკონსულტაციო შეხვედრაზე დასასწრებად (ონლაინ) დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე:   https://bit.ly/3i0LJSM

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში