სიახლეები

მესამე საჯარო ფორუმი: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი

2016 წლის 14 ივნისს ევროპის ფონდის ორგანიზებით გაიმართა მესამე საჯარო ფორუმი თემაზე: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი. საჯარო ფორუმების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გააქტიურება და ამ გზით საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის ხარჯებზე ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობა.

_r3q0786ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება გაეცნო საერთაშორისო კონსულტანტის ოლენა კრილოვა-მიულერის კვლევას „საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის მონიტორინგის მექანიზმები”. აღნიშნულმა კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საჯარო ფინანსების მართვის სექტორის რეფორმირების და გამჭვირვალობის ევროპული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე სერიოზულ გამოწვევად რჩება საჯარო ფინანსებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.

ფორუმის მეორე ნაწილში ისაუბრეს იმ ოთხი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომელთაც მიიღეს ფინანსური მხარდაჭერა ევროპის ფონდისაგან, საქართველოში საჯარო სახსრების მართვის მონიტორინგის განსახორციელებლად.

საგრანტო პროექტების შედეგების განხილვამ შეავსო შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია, რადგან ორგანიზაციებმა აქცენტი გააკეთეს მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ გამოწვევებზე და წარმოადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სახელმწიფო სახსრების მართვის ზედამხედველობის მექანიზმები.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ღონისძიება გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“, ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

საინფორმაციო ბიულეტენი 

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული წახალისების კომპონენტის შეფასების ანგარიში.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სამოქალაქო მონიტორინგი.

 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში