სიახლეები

ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე პლატფორმაში გაწევრიანების მსურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა განაცხადების მიღება

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის დასაარსებლად საზოგადოებრივი ორგანიზაციების განაცხადების მიღებას იწყებს. პლატფორმის შექმნა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას საქართველოში სახელმწიფო სახსრების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის ჩამოყალიბებისა და ამ საკითხებზე დიალოგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით. პლატფორმის წევრები შეიკრიბებიან ორ თვეში ერთხელ მაინც (ფორმალური მოთხოვნა), რათა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართონ დისკუსიები, განსაზღვრონ ადვოკატირების სტრატეგია და გააერთიანონ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევა სახელმწიფო ხარჯების მონიტორინგის მიმართულებით.

პლატფორმის წევრობის კრიტერიუმები

პლატფორმაში გაწევრიანების მსურველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული, სულ მცირე ერთი წლის მანძილზე მუშაობის გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის ან სახელმწიფო სახსრების ფინანსური მართვის საკითხებით. აღნიშნულ სფეროებში საქმიანობის განხორციელების დადასტურებული გამოცდილება დამატებით უპირატესობად ჩაითვლება. წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციები უნდა იზიარებდნენ პლატფორმის მიზანს და ჰქონდეთ პლატფორმის სხვა წევრებსა და დაინტერესებულ პირებთან განსაზღვრულ საკითხებზე კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი.

ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას ვთხოვთ, გამოაგზავნონ ელექტრონული განაცხადი მისამართზე: mshildelashvili@epfound.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: CSOPlatform on Budget Transparency.
პლატფორმა მთელი თავისი მუშაობის მანძილზე ღია იქნება ახალი წევრებისთვის, თუმცა დამფუძნებელი წევრების მიერ განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადად განისაზღვრა *2015 წლის 6 თებერვალი, 17:00 საათი. *

საკონტაქტო პირი: ვიქტორ ბარამია ტელ.: 225-39-42/43; ელ-ფოსტა: vbaramia@epfound.ge.

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1) ორგანიზაციის დასახელება;
2) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
3) რეგისტრაციის თარიღი;
4) ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
5) საკონტაქტო ინფრომაცია, მათ შორის საკონტაქტო პირ(ებ)ის სახელი;
6) ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის მოკლე აღწერა;
7) პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
8) საზოგადოებრივ ორგანიზაციათა პლატფორმაში გაწევრიანების მოტივაცია და რა წვლილს შეიტანს ორგანიზაცია პლატფორმის საქმიანობაში (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
9) იმ ძირითადი პრობლემების მოკლე მიმოხილვა, რომელთა მოგვარებაზეც უნდა იზრუნოს პლატფორმამ ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულების გაზრდაზე მიმართული საქმიანობის ფარგლებში (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
10) მოკლე აღწერა წარსულში განხორციელებული ან მიმდინარე პროექტებისა, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო სახსრების მართვას და/ან სახელმწიფო სახსრების მართვის მონიტორინგის მექანიზმებს უკავშირდება (არაუმეტეს 250 სიტყვისა).

განაცხადის შემომტან ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს 17 თებერვლისა.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში