პროგრამები / მიმდინარე პროგრამებისაგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა ცვლილებებისთვის
მიზანი

მედიისა და სამოქალაქო აქტორების გაძლიერება ფაქტების დადგენის, მათი გამოქვეყნების და ადვოკატირების გზით ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოსავლენად, რაც რეალურ ცვლილებებს შეუწყობს ხელს და მოქალაქეთა ცხოვრებას გააუმჯობესებს.

საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად, ფონდი მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას მოიაზრებს:

(1) გამომძიებელი ჟურნალისტების იურიდიული მხარდაჭერა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული უფლებების (წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, გამოხატვის თავისუფლება) შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, რათა ჟურნალისტებმა შეძლონ ამ უფლებების რეალიზაცია გამოძიების პროცესში;  

(2) მედიის თავისუფლების და მასზე ფორმალური თუ არაფორმალური გავლენების კვლევა, მედიის მაკონტროლებელი ორგანოს – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გრძელვადიანი მონიტორინგი და ამ კვლევის შედეგების გასაჯაროება;

(3) საგამოძიებო ჟურნალისტების პროფესიული უნარების განვითარება საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად. პროგრამის ტრენერები იქნებიან ამერიკელი პროფესორები, საერთაშორისოდ აღიარებული ტრენერები საგამოძიებო ჟურნალისტიკაში და წიგნის „საგამოძიებო ჟურნალისტის სახელმძღვანელო: დოკუმენტების, მონაცემებისა და ტექნიკების გზამკვლევი“ ავტორები, ბრანტ ჰიუსტონი და მარკ ჰორვიტი. 

 (4) გამომძიებელი ჟურნალისტების ფინანსური მხარდაჭერა საგრანტო მექანიზმის გზით, სისტემური კორუფციისა თუ ცუდი მმართველობის შემთხვევების გამოვლენისა და გასაჯაროებისთვის, რომელიც ამასთანავე ითვალისწინებს უნიკალურ შესაძლებლობას – ინდივიდუალურ ქოუჩინგს თითოეული საგრანტო პროექტისთვის. ტრენერები აშშ-დან იმუშავებენ საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებთან იდეების გენერირების, ახალი ტექნიკის სწავლების და რეალისტური სამოქმედო გეგმების შემუშავების კუთხით. წარმატებულ გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს დამატებითი მხარდაჭერის მიღების საშუალება ექნებათ, რაც გულისხმობს გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) მიერ დაწესებულ საერთაშორისო კონკურსში Global Shining Light Award (იხ. https://gijn.org/awards/) მათი მონაწილეობის მხარდაჭერას. 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში