პროგრამები / მიმდინარე პროგრამები / ევროპული ინტეგრაციის პროგრამასაზოგადოებრივი აზრის კვლევა

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2019 წლებში: ევროპის ფონდის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

 

23 სექტემბერს, ევროპის ფონდმა „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“კვლევის ანგარიში წარმოადგინა.  კვლევა, რომელსაც CRRC საქართველო ევროპის ფონდის დაკვეთით ყოველ ორ წელიწადში ატარებს, წარმოაჩენს, თუ როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა ევროკავშირის და ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ წლების განმავლობაში. 2019 წელს ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებული ანგარიში ასახავს 2009, 2011, 2013, 2015, 2017  და 2019 წლების ძირითად ტენდენციებს ამ კუთხით.

კვლევა ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danida) მხარდაჭერით.

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: 2009 - 2017 წწ.

2017 წლის 10  ოქტომბერს ევროპის ფონდმა საზოგადოებას ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასების რიგით მე-5 კვლევის ანგარიში წარუდგინა. კვლევა, რომელსაც CRRC საქართველო ევროპის ფონდის დაკვეთით ყოველ ორ წელიწადში ატარებს, წარმოაჩენს, თუ როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა ევროკავშირის და ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ წლების განმავლობაში. 2017 წელს ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებული ანგარიში ასახავს 2009, 2011, 2013, 2015 და 2017 წლების ძირითად ტენდენციებს ამ კუთხით.

კვლევა ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida), საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danida) მხარდაჭერით.

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2015 წლებში

2015 წლის 25 ნოემბერს ევროპის ფონდმა გამართა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია -  „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2015 წლებში“.

ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნა და დამოკიდებულება. 2009, 2011, 2013 და 2015 წლების კვლევების შედეგების შედარების საფუძველზე, ანგარიშში ასევე შეფასებულია, თუ როგორ იცვლებოდა მოსახლეობის შეფასებები, მოლოდინები და იმედები ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით.

კვლევა ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. კვლევა ჩაატარა სი-არ-არ-სი საქართველომ ევროპის ფონდის დაკვეთით.

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში ცვლილებები და ტენდენციები 2009-2015 - კვლევის ანგარიში

მონაცემები

 


ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში ცვლილებები და ტენდენციები 2009-2013

2014 წლის 21 იანვარს ევროპის ფონდმა გამართა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია„ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში:ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2013 წლებში“.

ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში აისახა ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება 2013 წლისათვის და ბოლო ოთხი წლის ძირითადი ტენდენციები ამ კუთხით.

აღნიშნული კვლევა ევროპის ფონდის ინიციატივით, CRRC საქართველომ, პირველად 2009 წელს, ხოლო განმეორებით, 2011 წელს, ჩაატარა. კვლევის მესამე ტალღა 2013 წელს ჩატარდა და წინა ორი ტალღისგან განსხვავებით, ასევე შეისწავლა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ცოდნა და დამოკიდებულება. შესაბამისად, ბოლო კვლევა გვიჩვენებს მთავარ განსხვავებებს ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებისა და ეთნიკური უმრავლესობის პრიორიტეტებსა და განწყობებს შორის.

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში ცვლილებები და ტენდენციები 2009-2013 - კვლევის ანგარიში

 

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში 2011 წელს

2012 წლის 16 იანვარს ევროპის ფონდმა გამართა კვლევის – „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია.

აღნიშნული კვლევა ევროპის ფონდის პროგრამის -კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC საქართველო) მიერ პირველად 2009 წელს, ხოლო განმეორებით, 2011 წლის ივლისში ჩატარდა. ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში ასახულია ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება 2011 წლისათვის და ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კუთხით მომხდარი ცვლილებები.

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში (2011წ.) - კვლევის ანგარიში

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში (2011წ.) -მონაცემები (ინგლისურად)


საზოგადოების დამოკიდებულება ევროპაში ინტეგრაციის მიმართ (2009 წელი)

2009 წლის 1-10 აგვისტოს “ევროპის ფონდმა” და “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ. კვლევის შედეგები 2009 წლის 23 ოქტომბერს წარედგინა საზოგადოებას.

საზოგადოების დამოკიდებულება ევროპაში ინტეგრაციის მიმართ 2009წ.

საზოგადოების დამოკიდებულება ევროპაში ინტეგრაციის მიმართ - მონაცემები


საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში