პროგრამები / მიმდინარე პროგრამებიღია კარის საგრანტო პროგრამა

მიზანი

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წარმატებულად ახერხებენ საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების გამოვლენასა და მათი გადაჭრის გზების მოძიებაში.

პროგრამის განხორციელებით მიღებული შედეგები

წლების განმავლობაში ევროპის ფონდის ღია კარის პროგრამამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას ქვეყანაში. 2008 -2015 წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 112 ადგილობრივი ინიციატივა, რომლებიც სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას უწყობდა ხელს. გრანტის მიმღებმა 30-მდე ორგანიზაციამ მოახერხა ფონდის მიერ დაფინანსებული მეთოდებისა და პრაქტიკის რეპლიკაცია და მოიზიდა თანხები ისეთი დონორებისგან, როგორებიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM), ევროკომისია, ნაციონალური ფონდი დემოკრატიისათვის (NED), ევროპული წვლილი დემოკრატიისათვის (EED).

სამომავლო გეგმები (2015 -2019 წლები)

ევროპის ფონდი გააგრძელებს ღია კარის საგრანტო პროგრამის განხორციელებას, ვინაიდან პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ანიჭებს შესაძლებლობას გამოავლინონ საზოგადოების წინაშე მდგომი მწვავე პრობლემები და მოიძიონ მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. გასული წლების მსგავსად, ღია კარის პროგრამა კვლავაც ღიაა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი პროექტისათვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და, ამავდროულად, აქვს გავრცობის, რეპლიკაციის და მდგრადობის პოტენციალი.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გავრცობის და რეპლიკაციის პოტენციალის მქონე ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას. ფონდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებს ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც კონკრეტულ რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის აღიარებულ რესურსს წარმოადგენს. ამგვარი ორგანიზაციებისთვის ფონდი შედარებით გრძელვადიანი პროექტების (18-24 თვემდე) დაფინანსებასაც განიხილავს. პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ამ ორგანიზაციებს დამატებით ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ევროპის ფონდის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერით, მათი ინსტიტუციური ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში