პროგრამები / მიმდინარე პროგრამები / ღია კარის საგრანტო პროგრამაცვლილებების ინიციატორთა ფორუმი

ფორუმის შესახებ

2014 წლის 13-14 თებერვალს ევროპის ფონდმა (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა) გამართა ცვლილებების ინიციატორთა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო აქტივისტებმა, ხელოვანებმა, მედიის, სამთავრობო და არასამთავორბო ორგანიზაციების და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა. ფორუმზე განხილული იქნა ხელი უფლების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის საერთო ინტერესი და თანაზიარი პასუხისმგებლობა – საქართველოს კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება. პლენარული და თემატური სესიების ფორმატში,  ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობის გზებზე და მეთოდებზე, სოციალური კეთილდღეობის და დემოკრატიული მმართველობის უზრუნველსაყოფად. ფორუმის მიზნები იყო:

  • ცოდნის გაზიარება, პრაქტიკული მასტერკლასების და წარმატებული საქმიანობის წარმოჩენის გზით;
  • პოტენციურ პარტნიორებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარება, პლენარული და თემატური სხდომებისა და სოციალური ღონისძიებების მეშვეობით;
  • დადებით ცვლილებებზე გავლენის მოხდენა ერთობლივი ადვოკატირების სტრატეგიების განხილვის გზით.

ფორუმის პროგრამა


 

თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად: ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის პერსპექტივა

სესიის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ  პასუხისმგებლობაზე, რომელსაც  ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი იზიარებენ საქართველოს კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების მოსახდენად.  მომხსენებლებმა მიმოიხილეს  მათ მიერ საკუთარ სფეროში დამკვირდებული სიახლეები/მიდგომები,  ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის და ბიზნესის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე და  სექტორებს შორის თანამშრომლობის გზების შესაძლო გზებზე, ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისავის. სესიის მსვლელობისას მომხსენებლები შეეცადნენ პასუხი გაეცათ შემდეგ კითხვებზე: ბოლო წლების მანძილზე, მოსახლეობის  თანამონაწილეობით,  რა მნიშვნელოვანი ინოვაციები მოხდა, რამაც პოზიტიურად იმოქმედა ქვეყნის განვითარებაზე?  რა არის ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის ის საერთო ღირებულებები, რომელთა გამოყენებაც სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცვლილებების მისაღწევად შეიძლება? რამდენად ქმნის საქართველოს პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემო სამ სექტორს შორის თანამშრომლობისათვის ნაყოფიერ გარემოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის?


მოდერატორი: თამარ ჩიქოვანი, ჟურნალისტი, რადიო მაესტრო მომხსენებლები:

  • დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი
  • სამსონ (სოსო) ფხაკაძე, ვისოლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
  • ქეთევან ვაშაკიძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პრეზიდენტი

რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციების ხმა ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკის დონეზე

არაერთი რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, თანამონაწილოებითი მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით, ეფექტურად ახერხებს პოზიტიური ცვლილებების მოხდენას ადგილობრივ დონზე, რაც ნაკლები წარმატებით ხორციელდება ეროვნული პოლიტიკის დონეზე. სესიის მონაწილეებმა ისაუბრეს ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეგიონული არასამათავრობო ორგანიზაციების გავლენისა და ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებზე და შეიმუშავეს კონკრეტულ რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება წამყვანი რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მობილიზება ეროვნული პოლიტიკის დონეზე ხელშესახები შედეგების მისაღწევად. სესიის მიმოხილვა


სესიის ხელმძღვანელი: გენადი გელაძე, დამფუძნებელი, დემოკრატიის ინტიტუტი

მედია, როგორც კომერიციულად მომგებიანი საწარმო: გამოწვევები და შესაძლებლობები

სესიის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა გავლენას ახდენს სარეკლამო რესურსების მოცულობასა და გადანაწილებაზე, ასევე, ქართული მედია ბაზრის სტრუქტურაზე, ბოლო დროს პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები, ქართული ეკონომიკის მდგომარეობა, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, მათ შორის: ცვლილებები მაუწყებელთა მფლობელობისა და ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სამაუწყებლო ინდუსტრიის რეგულირება, აუდიტორიის კვლევები და ამ კვლევების ხარისხი და სამაუწყებლო ინდუსტრიის თვითორგანიზების უნარი. სესიის მიმოხილვა 


სესიის ხელმძღვანელილია ჩახუნაშვილი, პროგრამის -,,ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას“ – ხელმძღვანელის მოადგილე, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) მომხსენებლები:

  • მატიას ჰუტერი, უფროსი ანალიტიკოსი, საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო
  • ნანა მორბედაძე, დირექტორი, მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსი, TNS–ის ლიცენზიანტი
  • ინა ფირცხალაიშვილი, მარკეტინგის მენეჯერი, კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო”

სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის:  სამომავლო ნაბიჯები საქართველოში კანონის უზენაესობის გაუმჯობესების კუთხით

სესიაზე  არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, მედიის, ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოში კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სამი სექტორის (საჯარო, კერძო და არასამთავრობო) თანამშრომლობის მნიშვნელობა. სესიის მსვლელობისას მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ კანონის უზენაესობის დამკვიდრება მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებით და მართლმსაჯულების ფორმალურ ინსტიტუციებზე კონცენტრიტებით ვერ მოხდება, ვინაიდან კანონის უზენაესობა თავის თავში მოიაზრებს სახელმწიფო სტრუქტურების, საგანმანათლებო ინსტიტუტების, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებისგან შემდგარ მულტიფუნქციურ სისტემას. სესიამ დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა მისცა, ემსჯელათ საქართველოში კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე და გაუმჯობესების გზებზე. სესიის მიმოხილვა 


სესიის ხელმძღვანელი: ნინო ხურციძე, ვიცე-პრეზიდენტი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მომხსენებლები:

  • ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
  • თამარ გაბისონია, აღმასრულებელი დირექტორი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, თავმჯდომარის მოადგილე
  • ნიკოლოზ ღვინაძე, მმართველი პარტნიორი, იურიდიული ფირმა ,,ღვინაძე და პარტნიორები“
  • არჩილ ბაკურაძე, თავმჯდომარე, ბიზნესის და ეკონომიკის ცენტრი        

ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის დაგეგმვა: პრინციპები და საშუალებები

ორგანიზაციული განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სტრატეგიის, თანამედროვე მმართველობის და ადმინისტრაციული პროცესების არსებობა. ორგანიზაციული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის სემინარის ფარგლებში ჩატარდა  მასტერკლასი.   სემინარზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ, თუ რას გულისხმობს ორგანიზაციული განვითარების სტრატეგია და რა მიდგომები არსებობს მის ჩამოსაყალიბებლად; ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ შეეფასებინათ საკუთარი ორგანიზაციების შესაძლებლობები, განესაზღვრათ მათთვის შესაბამისი მიზნები და მოამზადებინათ  ორგანიზაციული განვითარების  სტრატეგიის მონახაზი.


სემინარის ხელმძღვანელები:

  • ირინა ხანთაძე, აღმასრულებელი დირექტორი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
  • თამარ ცირეკიძე, მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის რეფორმა: თანამშრომლობა ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესს შორის

მომხმარებლის უფლებების უკეთ დაცვის ვალდებულების განსახორციელებლად საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო პოლიტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოს თვისობრივი რეფორმები უნდა განახორციელოს, რაც, თავის მხრივ, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) საგულისხმო ნაბიჯები გადადგეს ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის ჩასართავად, პოზიტიური და მდგრადი ცვლილებების მისაღწევად, საჭიროა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. სესიაზე განიხილული იყო თანამშრომლობასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები, კერძოდ,  შემდეგი საკითხები: როგორ ხედავენ სხვადასხვა მხარეები თანამშრომლობის შესაძლებლობას? რა ძირითადი სირთულეების გადალახვაა საჭირო პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად? რისი გაკეთება შეუძლიათ დაინტერესებულ მხარეებს ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად? სესიის მიმოხილვა 


სესიის ხელმძღვანელი: ვახტანგ კობალაძე, პროგრამის უფროსი მენეჯერი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მომხსენებლები:

  • ზურაბ ჩეკურაშვილი, უფროსი, სურსათის ეროვნული სააგენტო
  • ეკატერინე ქარდავა, პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩეველი, იურიდიული დეპარტამენტი, საქართველოს მთავრობის კანცელარია
  • ლია თოდუა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • ერეკლე გამყრელიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე, კომპანია ,,სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“
  • ნანა ბიგანიშვილი, დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, სტუდია ,,მონიტორი“

სოციალური საწარმო: სოციალური ცვლილების კატალიზატორი

სესია მიზანად ისახავდა,  სოციალური ცვლილებისა და სოციალური ინოვაციების დამკვიდრების კუთხით სოციალური მეწარმეობის პოტენციალის წარმოჩენას. სესიის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა სოციალური საწარმოს ცნებაზე საქართველოს კონტექსტში და განიხილულ იქნა სოციალური მეწარმეობის სფეროში სამთავრობო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები კონკრეტული სოციალური პრობლემების დაძლევის მიზნით. სესიის მონაწილეები, ასევე, მიმოიხილავენ საერთაშორისო გამოცდილებას. დისკუსია გაიმართა შემდეგი საკითხების ირგვლივ: რა სარგებელი მოაქვს სოციალურ საწარმოს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის? სექტორებს შორის თანამშრომლობამ როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი  სოციალურ ერთობას? როგორ შეიძლება ადგილობრივ სოციალურ საწარმოებს დაეხმაროს  სახელმწიფო? სესიის მიმოხილვა 


სესიის ხელმძღვანელი:  ვიქტორ ბარამია, პროგრამის უფროსი მენეჯერი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მომხსენებლები:

  • ნირ ცუკი, მმართველი დირექტორი, სოციალურ საწარმოთა გაერთიანება ,,აშოკა“ (ისრაელი)
  • ეკა დათუაშვილი, სოციალური მეწარმეობის პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
  • ზვიად არჩუაძე, ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, თბილისის მერია
  • კახა კოხრეიძე, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი
  • ირაკლი ჟორჟოლიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის დირექტორი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო                                                                                                      

ახალგაზრდული რესურსის გამოვლენა: მობილიზაცია და სოციალური აქტივიზმი

სესიაზე ყურადღება გამახვილდა მთავრობის, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე სოციალურ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის წასახალისებლად. საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომხსენებლებმა წარმოაჩინეს ახალგაზრდების, როგორც პოზიტიური ცვლილებების ინიციატორთა პოტენციალი. სესიაზე მომხსენებლებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: რისი გაკეთებაა საჭირო ახალგაზრდული აქტივიზმის განსავითარებლად? როგორ შეიძლება სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს შორის თანამშრომლობამ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში აქტივიზმის ზრდას? სესიის მიმოხილვა 


 სესიის ხელმძღვანელი: მარიამ ქობალია, პროგრამის მენეჯერი, ევრაზის თანამშრომლობის ფონდი  მომხსენებლები:

  • ქეთევან ვაშაკიძე, პრეზიდენტი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო,
  • თორნიკე გურული, დირექტორი, საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი
  • მარიამ დევიძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ახალგაზრდული პროგრამის-  ,,ახალგაზრდული იდეა“- ყოფილი წევრი                                                                                                                                   

ახალი მედია – ინსტრუმენტი სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის: ადვოკატირება, გამჭვირვალობა და მარკეტინგი

სემინარი მიზნად ისახავდა ახალი მედიის როლის წარმოჩენას,  ადვოკატირების პროცესში და ასევე , სტრატეგიულ კომუნიკაციაში სემინარის ხელმძღვანელებმა  აგრეთვე ისაუბრეს მედია ადვოკატირებასთან დაკავშირებულ  ზოგიერთ მცდარ შეხედულებაზე  და სემინარის მონაწილეებს გააცნეს, თუ  როგორ შეიძლება მედია პროდუქტების გამოყენება სოციალური ცვლილების მიღწევაზე ორიენტირებული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშესაწყობად. პრეზენტაცია


სემინარის ფასილიტატორები:

  • ელიზაბეტ სამერსი,  პროექტის ხელმღძვანელი, New MAP
  • ერიკ ბარეტი, აღმასრულებელი დირექტორი, ჯამპსტარტ ჯორჯია
საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში