პროგრამები / მიმდინარე პროგრამებითანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის

მიზანი

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პროგრამის განხორციელებით მიღებული შედეგები

თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ევროპის ფონდის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროგრამაა. წლების განმავლობაში,  ფონდი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას უწყობდა ხელს, როგორც გრანტების, ასევე ოპერაციული  საქმიანობის მეშვეობით. პროგრამამ მოიცვა შემდეგი თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები: ადიგენი, ახალციხე, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი,გორი,  გურჯაანი, დმანისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თელავი, თუშეთი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ონი, რუსთავი, სიღნაღი, ქუთაისი, ყვარელი,ჩოხატაური, წალკა, წეროვანი და ხაშური.

პროგრამის განხორციელების შედეგად, 35-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და სამიზნე თემების 750-ზე მეტი მცხოვრები აქტიურად ჩაერთო ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგსა და ცვლილებების ადვოკატირებაში. მათ მიერ მონიტორინგის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებამ ხელისუფლებასთან დიალოგი გააუმჯობესა: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შემუშავებული 20-მდე რეკომენდაცია, სხვადასხვა საჯარო უწყებების მიმართ, შესრულდა, რის შედეგადაც ადგილობრივი თემებისათის საჭირბოროტო, 40-მდე მწვავე პრობლემა მოგვარდა. პროგრამის - თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის, ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებში 400-ზე მეტი მოხალისე იყო ჩართული, რამაც მოხალისეობის პოპულარიზაციის შეუწყო ხელი.

საქართველოში საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეფორმებში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდისათვის,  2015 წელს, ევროპის ფონდის ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პლატფორმა „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის“ შეიქმნა. პლატფორმის წევრების პერიოდული შეხვედრები, სახელმწიფო ხარჯების მონიტორინგის მიმართულებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ადვოკატირების სტრატეგიის განსაზღვას და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის გაერთანებას ისახავდა მიზნად.  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „პარტნიორობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: საქართველოში სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი“ ფარგლებში, დისკუსიები ყველა დაინტერესებულ მხარესთან  საჯარო ფორუმების ფორმატშიც გრძელდებოდა.

ევროპის ფონდის ძალისხმევით, პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების 36 ტრენერი მომზადდა; მათ კი, თავის მხრივ, 70 სამოქალაქო აქტივისტი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელი გადაამზადეს მონიტორინგისა და ადვოკატირების სხვადასხვა მეთოდებში,  რამაც სათემო ჯგუფების,  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ სამოქალაქო მონიტორინგის კუთხით გაწეული საქმიანობის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.  პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ჩატარდა არაერთი ტრენინგი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოხალისეთა მართვა, სტრატეგული კავშირების დამყარება, ადვოკატირების თანამედროვე მეთოდები, რესურსების მობილიზება, შედეგებზე ორიენტრიებული მართვა; ასევე,  პროექტის „პარტნიორობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: საქართველოში სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი“ ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 37-მა წარმომადგენელმა  გაიარა ტრენინგების სერია საჯარო პოლიტიკის შემუშავებასა და ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგში.  ტრენინგების შემდგომ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად, ბიუჯეტის მონიტორინგის თემაზე ოთხი პროექტი დაფინანსდა. პროექტები სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგს და ადგილობრივი ბიუჯეტის გამჭვირვალობას შეეხებოდა.

პროგრამის - თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის, ფარგლებში დაფინანსებულმა 20-მა ორგანიზაციამ, რომელთაგან ხუთი ახლადშექმნილი ორგანიზაციაა,  მოახერხა დამატებითი თანხების მოზიდვა,  ევროპის ფონდის მხარდაჭერით დაიწყებული  საქმიანობის გასაგრძელებლად; შემუშავდა /ითარგმნა სამი პრაქტიკული სახელმძღვანელო  სამოქალაქო საზოგადოების უნარების გაზრდისათვის.

სამომავლო გეგმები (2015 -2019)

ევროპის ფონდი თავს მოუყრის დაინტერესებულ მხარეებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც  სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სამოქალაქო ჩართულობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.  ფონდი განსაზღვრავს ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებს და შემდგომ, ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, დონორები, პარლამენტი თუ პრემიერ მინისტრის აპარატი, ითანამშრომლებს, წარმომადგენლობითი პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს. ევროპის ფონდი ჩაატარებს სიტუაციურ ანალიზს, რათა ყველა სამართლებრივი, თუ პოლიტიკური ფაქტორი შეისწავლოს, რომლებიც საზოგადოების ორგანიზაციების  საქმიანობას  აფერხებს და სასურველი შედეგის მისაღწევად, დეტალური ინტევენციის სტრატეგია მოამზადოს.

სამოქალაქო პლატფორმის „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისათვის“  და საჯარო ფორუმების გზით, ევროპის ფონდი გააგრძელებს ადვოკატირებას,  სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის საჯარო ფინანსების მართვასა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე.

ევროპის ფონდი განაგრძობს სხვადასხვა ჯგუფების უფლებების ადვოკატირებას. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, ,,ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში, დემოკრატიის ინსტიტუტსა და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტთან“ ერთად, ფონდი ხელს შეუწყობს ეკომიგრანტების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებასა და სამართლებრივი ცვლილებების შემუშავებას; ასევე, არსებული და პოტენციური ეკომიგრანტების თანამონაწილეობას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ფორუმების ორგანიზება, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი პირების  წინაშე არსებული პრობლემებზე სასაუბროდ (და სამომავლო გზების დასახვისთვის). გარდა ამისა, ევროპის ფონდი აქტიურად იქნება ჩართული კვლევებში, ანალიზსა და   შეფასებაშიც და დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად, ეკომიგრანტების შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს, მათ შორის, გრანტების გაცემის გზითაც.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელსაყრელი მარეგულირებელი და პოლიტიკური გარემოს შექმნის გარდა, ევროპის ფონდი ხელს შეუწყობს აქტივისტებსა და  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს რეგიონებში,  ზეგავლენა მოახდინონ ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ მიზნით, ევროპის ფონდი დააკავშირებს ერთმანეთთან რეგიონულ ორგანიზაციებს, რათა მათ საერთო ინტერესები მოიძიონ, რეგიონისათვის მწვავე პრობლემები გამოავლინონ და ერთობლივი კამპანიები დაგეგმონ ამ პრობლემების მოსაგვარებლად.  ვინაიდან რეგიონული ორგანიზაციებისათვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან (როგორც პარლანეტთან, ასევე საქართველოს მთავრობასთან) ურთიერთობის არანაირი მექანიზმი  არ არსებობს,  ფონდი მხარს დაუჭერს რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინიციატივას, შეიქმნას ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის მუდმივი მექანიზმი, რაც, ინფორმაციის ეფექტურ გაცვლასთან ერთად, ხელს შეუწყობს რეგიონების მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების დროულად მოგვარებას.

ევროპის ფონდი სამიზნე თვითმმართველ ქალაქებში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტური გამოყენებასა და საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. ფონდი აქტიურად ითანამშომლებს რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მედია საშუალებებთან ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ ცნობიერების გასაზრდელად და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის ხელშესაწყობად.  ფონდი საჯარო ფინანსების მონიტორინგში  ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების პოპულარიზაციას მოახდენს.  ტექსუპ ევროპასა და ფონდ ეპანსტვოსთან თანამშრომლობით, შეიქმნება საბიუჯეტო ხარჯების ვიზუალიზაციის ვებ პლატფორმა, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, სახლიდან გაუსვლელად, აკონტროლონ სამიზნე თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტები.  მსგავსი მიდგომა უკვე წარმატებულად გამოიყენეს ევროპის ფონდის პარტნიორმა ორგანიზაციებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და მისი რეპლიკაცია შესაძლებელია მოხდეს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

ევროპის ფონდი სამოქალაქო მონიტორინგის, ადვოკატირების და თანამონაწილების გასაძლიერებლად, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად, კვლავაც გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო მხარდაჭერის აღმოჩენას. ახლადშექმნილ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კვლვაც ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მცირე გრანტები ფონდისგან; რეგიონული ორგანიზაციები საგრანტო თანხასთან ერთად, ორგანიზაციული განვითარებისთვის  ტექნიკური და ფინანსური დახმარების მიღებას შეძლებენ. აღნიშნული შესაძლებლობა და აგრეთვე, ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტრატეგიული გრანტების მიღების საშუალება, საქართველოში ძლიერი სამოქალაქო სექტორის შექმნას მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში