პროგრამები / დასრულებული ინიციატივებიეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

პროექტის აღწერა

2015 წლის ივნისში ევროპის ფონდმა დაიწყო ახალი პროექტის – ,,ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ – განხორციელება, რომელსაც აფინანსებს დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც თანხვედრაშია ევროპის ფონდის მისიასთან – პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. პროექტი ასევე წვლილს შეიტანს ევროპის ფონდის ერთ-ერთი მიზნის მიღწევაში – გაიზარდოს სამოქალაქო საზოგადოების ზეგავლენა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები, დემოკრატიის ინსტიტუტი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ და ევროპის ფონდი, ხელს შეუწყობენ ეკომიგრანტების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებასა და სამართლებრივი ცვლილებების შემუშავებას. ისინი ასევე უზრუნველყოფენ არსებული და პოტენციური ეკომიგრანტების გააზრებულ თანამონაწილეობას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

შედეგების მისაღწევად, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები განახორციელებენ რიგ აქტივობებს, რომლებიც სამ კატეგორიად შეიძლება, დაჯგუფდეს:
1. კვლევა, ანალიზი და შეფასება;
2. ადვოკატირება სახელმწიფო პოლიტიკისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად;
3. ეკომიგრანტების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის მიზნით შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, გრანტების გაცემის გზითაც.

სამიზნე ჯგუფები:
• საქართველოში მცხოვრები არსებული და პოტენციური ეკომიგრანტები;
• შესაბამისი სახელმწიფო უწყებები.

პროექტის განხორციელების არეალი:
პროექტი მთელ საქართველოს დაფარავს. აქტივობები განხორციელდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, განსაკუთრებით არსებული და პოტენციური ეკომიგრანტების საცხოვრებელ და განსახლების ადგილებში.

პროექტის ხანგრძლივობა:
პროექტის ხანგრძლივობაა 21 თვე, 2015 წლის 16 ივნისიდან 2017 წლის 16 მარტამდე.

პროექტის პარტნიორები:
• დემოკრატიის ინსტიტუტი
• ევროპის ფონდი
• ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“

მედია პროდუქტები

დოკუმენტური სატელევიზიო გადაცემების სერია - "ეკომიგრაცია საქართველოში"

2016 წლის 26 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში დაიწყო ახალი სატელევიზიო პროგრამა „ეკომიგრაცია საქართველოში“, რომელიც ევროპის ფონდისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დაკვეთით მომზადდა პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში. სატელევიზიო პროგრამა მოიცავს 15 ეკომიგრანტების საკითხებისა და პრობლემების შესახებ 18-20 წუთიანი დოკუმენტური ფილმების მომზადებას, რომელიც აჭარის ტელევიზიის ეთერით გავა საღამოს საათებში სამი თვის განმავლობაში, ყოველ ორშაბათ დღეს საინფორმაციო გამოშვების შემდეგ და განმეორებით სამშაბათს 15:25 და კვირას 20:40. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.


გეოლოგია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

სოფელი უდაბნო

დოკუმენტური ფილმი ეკომიგრანტთა სახელმწიფო დახმარების შესახებ

დოკუმენტური ფილმი მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების შესახებ

სტატუსი -  ეკომიგრანტი 

დოკუმენტური ფილმი ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების შესახებ

უკუმიგრაცია

დოკუმენტური ფილმი წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების შესახებ

დოკუმენტური ფილმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების შესახებ

დოკუმენტური ფილმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების შესახებ

დოკუმენტური ფილმი ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების შესახებ

დოკუმენტური ფილმი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების შესახებ

 

 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში