პროგრამები / დასრულებული ინიციატივებიეკო-გრანტების პროგრამა

ეკო-გრანტების პროგრამა

პროგრამის მიზანი:

ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობით გამოყენება.

პროგრამის დასაბუთება:

ადამიანთა მოქმედებამ საქართველოს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. აღნიშნული ქმედებები შეიძლება პოსტ-კომუნისტურ გარდამავალ პერიოდში წარმოქმნილი ეკონომიკური სიდუხჭირის, ასევე საზოგადოების ცნობიერების და სახელმწიფო რეგულაციების არარსებობის გამო იყოს გამოწვეული. აღნიშნული ზეგავლენა გარემოს დეგრადაციის მრავალ ასპექტში გამოვლინდა, როგორიცაა დაბინძურების გაზრდა, გადაძოვება, ტყეების გაჩეხვა, ბიომრავალფეროვნების შემცირება და სტიქიური უბედურებების გახშირება.

2008 წლის ბოლოს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან კონტრაქტი გააფორმა BP-მ ეკოგრანტების პროგრამის განხორციელების მიზნით. მნიშვნელოვანი კვლევის შემდეგად, BP-მ და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გადაწყვიტეს ყურადღება ადგილობრივი თემების გაძლიერებაზე გაემახვილებინათ ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრისადმი მათი შესაძლებლობის გაზრდის გზით. შემოთავაზებული მექანიზმები მოიცავდა ინფორმირებულობის ამაღლებას, განათლებას, თემის მობილიზებას და ეკონომიკური საქმიანობების მხარდაჭერას ეკონომიკური ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანით.

პროგრამის შედეგი

პროგრამის განხორციელების ანგარიშში ასახულია პროგრამის მიმდინარეობა და მისი შედეგები; აგრეთვე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების აქტივობების მოკლე მიმოხილვა. 

იხილეთ ანგარიში (ინგლისურად).

პროექტების მოკლე მიმოხილვა

 

 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში