პროგრამები / დასრულებული ინიციატივებიეროვნული ინტეგრაციის და ტოლერანტობის ხელშეწყობის პროგრამა

პროექტის შესახებ:

2008 – 2010 წლებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ახორციელებდა აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ეროვნული ინტეგრაციის და ტოლერანტობის პროგრამის საგრანტო კომპონენტს. აღნიშნული მიმართულება ითვალისწინებდა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის პრაქტიკული ნაბიჯების მხარდაჭერას და საზოგადოებაში ტოლერანტობის გაზრდას.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ეროვნული ინტეგრაციის და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები მიზნად ისახავდნენ ტოლერანტობის კუთხით არსებული გარემოს გაუმჯობესებას და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ ჯგუფებს, განსაკუთებით, ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ და სამცხე ჯავახეთის სომხურ თემებს შორის პატივისცემის გაზრდას.

დაფინანსებული პროექტები ძირითადად ეხებოდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების ეფექტური მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობების შექმნას/გაუმჯობესებას, აგრეთვე ეროვნული უმცირესობებისათვის განათლების ყველა საფეხურის ხელმისაწვდომობის გაზრდას და რელიგიის, ტრადიციების და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ეროვნული ინტეგრაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიზნების განსაზღვრაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2009 წელს მიიღო.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში