პროგრამები / დასრულებული ინიციატივებიკორპორატიული სოციალური ინვესტიცია

პროგრამის მიზანი

კერძო კომპანიების უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული საჭიროებების მიმართ.

პროგრამის დასაბუთება

უფრო ზოგად დონეზე, განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული საჭიროება მთავრობის, კერძო კომპანიების და არამომგებიანი ორგანიზაციების ფუნქციების ტრანსფორმაციიდან გამომდინარეობს. საბჭოთა სოციალისტურ მოდელზე დაფუძნებული მეტად ცენტრალიზებული ეკონომიკიდან მთავრობის მიერ თავისუფალ ვაჭრობაზე ორიენტირებულ სისტემაზე გადასვლის შედეგად, ცენტრალიზებული სოციალური სამსახურები გაუჩინარდა. საქართველოში მოქმედი ბევრი კერძო კომპანია უფრო და უფრო მეტ ზეწოლას განიცდის, რომ სოციალური ინვესტირების პროგრამები შეიმუშაოს არსებული ნაკლოვანებების შესავსებად, ხოლო არამომგებიანი ორგანიზაციები ბუნებრივ პარტნიორებს წარმოადგენენ სოციალური მომსახურების პროექტების განხორციელებაში. თუმცა, კერძო კომპანიებს კარგად არ ესმით, თუ როგორ შეუძლიათ მათ პრიორიტეტების გამოვლენა და სტრატეგიების შემუშავება სოციალური ინვესტიციებისთვის; ხშირად კი მათ ასევე არა აქვთ ინფორმაცია არამომგებიან სფეროში არსებული პოტენციური პარტნიორების შესახებ, ან უნდობლობითაც კი არიან განმსჭვალულნი მათ მიმართ. მეორე მხრივ, არამომგებიან ერთეულებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა, რომ წარმატებით მოიძიონ დაფინანსება კერძო სექტორიდან.

პროგრამა ეხება აღნიშნული პრობლემების დაძლევას ტრენინგების მეშვეობით, რომლებიც ჩატარდება როგორც კომპანიებისთვის, ასევე არამომგებიანი ორგანიზაციებისთვის. ამ სფეროში ტრენინგების მიმართ ადგილობრივი შესაძლებლობების არარსებობის აღიარებით, პროგრამა ფასილიტაციას უწევს საერთაშორისო კონსულტაციას, რომ დაინერგოს კორპორაციული სოციალური ინვესტიციის კურსები ადგილობრივი ბიზნეს სკოლების სასწავლო პროგრამებში. აღნიშნული კომპონენტის სამიზნეს მენეჯერების მომავალი თაობა წარმოადგენს, რომლებიც შემდგომში კორპორაციულ სამყაროში აღმოჩნდებიან და უფრო მეტად იქნებიან გათვითცნობიერებულნი კორპორაციული სოციალური ინვესტიციების ცნებებსა და მნიშვნელობაში. პროგრამა ასევე ეხება არსებულ საკანონმდებლო ფარგლებს კერძო წვლილის მიმართ, სადაც აღიარებულია ნაკლოვანებები არამომგებიანი ორგანიზაციების მხრიდან შეტანილი კერძო წვლილის და ეკონომიკური, ანუ მომგებიანი საქმიანობით მიღებული შემოსავლების მიმართ. ეს მოიცავს საკანონმდებლო კვლევას, პროექტების მომზადებას, მონაწილე მხარეებთან კონსულტაციას, ასევე ლობირებას შესაბამის სამინისტროებსა და საპარლამენტო კომიტეტებთან.

საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციები ერთიანდებიან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების გასავრცელებლად

თბილისი. 9 მარტი 2009 – თორმეტი ორგანიზაცია შეთანხმდა, რომ ხელს შეუწყობს საქართველოში კორპორატიული სოციალური პასუხისმგელობის პრინციპებისა და პრაქტიკის გავრცელებას.

ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები საქართველოს ბიზნეს პრაქტიკის დასავლეთში მიღებულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციას შეუწყობენ ხელს. თანამშრომლობა ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა: ჩართულობის პრინციპზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგი, მართვის სტანდარტები და ეთიკის პრინციპები ბიზნესში.

პრეს-რელიზი ქართულად (114.64 KBytes)

პრეს-რელიზი ინგლისურად (87.88 KBytes)

 

კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობა: თანამშრომლობის ახალი მოდელი

2008 წლის 2 ივლისს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა, “ბრიტანეთის საბჭომ” და “ფონდმა ღია საზოგადოება – საქართველო” მოაწყო კონფერენცია, სადაც განიხილა, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ ფართო სოციალურ საფუძველზე დაყრდნობით, სოციალურმა ბიზნესმა, სამთავრობო, არაკომერციულმა და აკადემიურმა ორგანიზაციებმა საქართველოს კონტექსტში. კონფერენციაზე განიხილეს გლობალური ტენდენციები კორპორაციული პასუხისმგებლობის დარგში და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი პრაქტიკულ განხორციელება. მომხსენებლებმა განიხილეს კერძო კომპანიებისა და არაკომერციული სექტორის გაზრდილი როლი სოციალური პრობლემების მოგვარებაში. აგრეთვე ისაუბრეს კერძო და საზოგადოებრივი თანამშრომლობის საჭიროებაზე, სახელმწიფოს მიერ ზოგიერთი სფეროდან ფინანსების თანდათანობით მოზიდვის შესახებ, რომელშიც თავადაც არიან ჩართულნი. ასევე შეეხნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსათვის დახმარების შემცირების თემას. კონფერენციის მონაწილებმა შეიმუშავეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მოდელი, რათა მთავრობის მხრიდან დაჩქარდეს რეფორმების პოლიტიკა, კომპანიებმა შეიმუშავონ სოციალური ინვესტირების პროგრამები, ხოლო არაკომერციული ორგანიზაციები ყველანაირად ცდილობენ გააუმჯობესონ და გაამყარონ თავიანთი დაფინანსება, მიმართონ კერძო სექტორს.

კონფერენცია პლენარული სხდომით გაიხსნა. მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების, კერძო კომპანიებისა და მთავრობის წარმომადგენლებმა, რომელთაც განიხილეს ზემოთ აღწერილი ტენდენციები. პლენარულ სხდომის შემდეგ გაიმართა ორი სხვადასხვა სესია. პირველ სესიაზე განიხილა ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც იმ კერძო კომპანიების წინაშე დგას, რომლებიც დაინტერესებული არიან დანერგონ სოციალური ინვესტირების პროგრამა და დაუკავშირონ ის კომპანიის მთავარ საქმიანობას. ხოლო მეორე სესია მიმართული იყო როგორც არაკომერციული და აკადემიური ორგანიზაციბისადამი, ასევე მთავრობისადმი. მასზე ყურადღება გაამახვილეს არაკომერციული სექტორისათვის კერძო კომპანიებისგან დახმარების მიწოდების სხვადასხვა მოდელზე. აღნიშნულ სესიაზე ასევე განიხილა ფილანთროპიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარემო და საგადასახადო შეღავათები. სესია დაიხურა შემოწირულობებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვით, რომელიც შემუშავდა საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფით.
კონფერენციის თანადამფინანსებელია არაკომერციული სამართლის ევროპის ცენტრი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის პროგრამა და პრეზენტაციები.

დღის წესრიგი კომპანიებისათვის (18.43 KBytes)

დღის წესრიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის (21.1 KBytes)

გიგი თევზაძე (527.5 KBytes)

ლელა ხოფერია (1.51 MBytes)

 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში