პროგრამები / დასრულებული ინიციატივებისამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის

სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის

ძლიერი სამართლებრივი სისტემა და დამოუკიდებელი სასამართლო წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის განუყოფელ და ფუნდამენტურ ნაწილს. საქართველოს მთავრობამ განახორციელა მრავალი საკანონმდებლო ცვლილება და გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის. მიუხედავათ პოზიტიური ცვლილებებისა, ადგილობრივი საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ საუბრობენ საქართველოს სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება მიმდინარე რეფორმების მონიტორინგის პროცესში, რათა გაიზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალეობის ხარისხი. შესაბამისად, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტი „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელ სასამართლოსთვის“ (CIIJ), იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პროექტი დაფინანსებულია USAID -ის მიერ, EWMI -ის შუამავლობით.

მიზანი

სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის პროექტის ფარგლებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მიზნად ისახავს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას სამართლებრივი რეფორმების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი სასამართლოსათვის ადვოკატირების პროცესში.

დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოს მხარდაჭერისთვის პროექტის მონაწილეები ახორციელებენ შემდეგს:

  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით 2011 წლის 29 აპრილს ჩამოყალიბდა კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისვის, www.coalition.org.ge რომელიც აერთიანებს 32 არასამთავრობო ორგანიზაციას. კოალიციის მიზანია სასამართლოს მიმდინარე რეფორმების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ადვოკატირების პროცესში პროფესიული იურიდიული ასოციაციების, იურიდიული უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს და პროფესიული ასოციაციების ძალისხმევის გაერთიანება. კოალიცია შეიქმნა პროექტის სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ. პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) თანამშრომლობით.
  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამოაცხადა ადვოკატირების ხელშემწყობი საგრანტო კონკურსი. საგრანტო კონკურსი ჩატარდა სახელმწიფო პოლიტიკის გარშემო დებატებისა და საქართველოს სამართლებრივ სისტემაში ცვლილებების წახალისების მიზნით. პროექტის პირველ წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა მონიტორინგის, ადვოკატირებისა და საზოგადოებრივი განათლების კამპანიების ხელის შესაწყობად გასცა 8 გრანტი. დამატებით კიდევ 8 გრანტი გაიცემა პროგრამის მესამე წელს.
  • სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საკითხებში საზოგადოების წევრებისათვის უფასო და კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიწოდების მიზნით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ჩაატარა კიდევ ერთ საგრანტო კონკურსი, რომელიც გამიზნული იყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთაც სურთ და შესწევთ უნარი უზრუნველყონ მეტად შეჭირვებული მოსახლეობის იურიდიული მომსახურება. ამ კონკურსის ფარგლებში პირველ წელს დაფინანსდა 5 პროექტი.
  • საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის დამყარებაზე ორიენტირებული, ძლიერი და მდგრადი არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბების მიზნით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი JILEP-ის პროგრამის ფარგლებში მუშაობს დაფინანსებულ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათი ინსტიტუციური შესაძლებლობების განსავითარებლად. ამ მიზნით გამოყენებული იქნება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ შექმნილი ინოვაციური ინსტრუმენტი Capacity Mapping Initiative (CMI). CMI განხორციელდება, საგრანტო პროცესზე მიბმულ, ორ ნაწილად, რაც გრანტის მიმღები ორგანიზაციების შეფასებას გულისხმობს როგორც საგრანტო პერიოდის დასაწყისში, ასევე მის დასრულებისას. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გაუწევს კონსულტაციასა და დახმარებას ორგანიზაციული განვითარების კუთხით გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, სრული საგრანტო პერიოდის განმავლობაში. ყოველი ორგანიზაციის პირველადი შეფასების შემდგომ, ერთობლივად შემუშავდება ორგანიზაციული განვითარების გეგმა, რეკომენდაციებისა და კონკრეტული საქმიანობების თანხლებით.
  • პროექტის განმავლობაში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრი (CRRC) ჩაატარებს კვლევას, რომელიც შეაფასებს საზოგადოების, პროფესიული იურიდიული ჯგუფებისა და სასამართლოს მომხმარებელთა აზრს, საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში. ასევე CRRC ჩაატარებს ფოკუს ჯგუფების შეხვედრებს ქვეყანაში არსებული სასამართლო სისტემის შესაფასებლად. პროექტის ზეგავლენის შეფასების მიზნით, მსგავსი ღონისძიებები განხორციელდება მთელი წ¬ლის მანძილზე.

 

ewmilogo_9 horizontal_rgb_600_6

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში