სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჯარო განცხადება: კანონპროექტი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

2013 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის მომზადება დაიწყო. მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი 2013 წლის ბოლოსთვის მომზადდა, მისი ინიცირება მხოლოდ 2015 წლის ივლისში მოხდა და მხოლოდ 2016 წლის მარტში მოხდა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. ამა წლის 18 მაისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მას მხარი არ დაუჭირეს, რაც სერიოზულ საფთრხეს უქმნის ამ ნორმატიული აქტის მიღებას.

საქართველოში, სადაც მომხმარებლის უფლებების დაცვა მეტად რთულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო, მოცემული კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. შემოთავაზებული კანონპროექტი მომხმარებლის უფლებების დაცვის მხოლოდ ელემენტარულ სტანდარტებს აწესებს და არ ითვალისწინებს რაიმე სერიოზული შეზღუდვისა თუ ტვირთის დაკისრებას მეწარმეებისათვის. მომხმარებლის უფლებების დაცვის ნორმატიული საფუძვლის შექმნის გარდა, იგი ხელს შეუწყობს კეთილსინდისიერი მეწარმეების საქმიანობას და ქართულ ბიზნესს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს რა, რომ ქვეყნის განვითარების ამოსავალი წერტილი არის მოქალაქე და მისი უფლებები, მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მხარი დაუჭირონ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტს, რომელიც გააუმჯობესებს მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ბიზნესგარემოს საქართველოში.

  • ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
  • ასოციაცია ათინათი
  • ასოციაცია სკოლა – ოჯახი – საზოგადოება
  • ასოციაცია ქალი და ბიზნესი
  • დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია
  • ევროპის ფონდი
  • იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი სპექტრი
  • იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობა
  • კავკასიური მოზაიკა
  • ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
  • რეპატრიანტთა კავშირი
  • საზოგადოება ბილიკი
  • საზოგადოებრივი დამცველი
  • საზოგადოებრივი კავშირი – მეგობრობის ხიდი ქართლოსი
  • სასურსათო პროდუქტების ექსპერტთა ასოციაცია
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
  • საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
  • სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
  • ფონდი კავკასიის ეკოლოგია
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
  • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო
საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში